უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰელსინკში ჩავიდა. ფინური მედიის ცნობით, მოგვიანებით, უკრაინის პირველი პირი ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტოსთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ფინეთში ვიზიტისას ზელენსკი შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრებსაც შეხვდება.
ინტერპრესნიუსი
გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე, დაკავებულია შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამართველოს უფროსი ინსპექტორი, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან, რა დროსაც უკანასკნელს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედე
პარლამენტს უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ტოვებს.
მენაღარიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უკვე ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა.
კომიტეტი 8 მაისს შეიკრიბება.
IPN
დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.
354635808_645253970832809_7630468713839348972_n.mp4
354459031_1220511801985498_335542597499454456_n.mp4
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და მძღოლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო.
მორიგი საპროტესტო აქცია მათ დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრთან გამართეს.
მათი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი გამოცდებში მიზანმიმართულად ჩაჭრეს და სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები კი ის პირები არიან, რომლებიც ა
რაჭაში მომხდარზე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მაშველების მხარდაჭერა და მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდება. რაც შეეხება კითხვებს, თუ რამდენად მზად იყო ხელისუფლება დროული რეაგირებისთვის, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია და მსხვერპლის თავიდან აცილება, დაუშვილმა არ უპასუხა.
„სანამ ერთი ადამიანის გადა
ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის სიტყვები ევროკავშირის კომისარმაTwitter-ზე გამოაქვეყნა.
„სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულოვთ ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს ოლივერ ვარჰეი.
იპნ
- რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო დანაზოგების ინვესტიციის ახალ წესთან დაკავშირებით.
- რა იცვლება და როგორ მოვახერხოთ ჩვენი არჩევანის დაფიქსირება.
- რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
369163573_199438006465699_8056180494789640677_n.mp4
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაიჭრა გუშინ, ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის დაბომბვის შედეგად, ამბობს უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.
მისივე თქმით, მონაცემებში არ არიან გათვალისწინებულნი სამხედროები, რომლებიც შტაბში არ მუშაობდნენ. „სამხედროები, რომლებიც სამსახურს გადიან, დაცვის პერსონალი და ასე შემდეგ, არ შედიან ჩემს ჩამოთვლილ მონაცემებში“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან ერთად, ბუდანოვს ჰკითხეს ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლ
ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა.
მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცე
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს.
”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება.
ipn
რუსი პროპაგანდისტი და „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი მორიგ ჯერზე აქებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და მწუხარებით აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისის ქცევა უფრო მოსწონს, ვიდრე ერევნის.
თავის გადაცემაში „რისი დამტკიცებაც იყო საჭირო“ სიმონიანმა ისაუბრა ბირთვულ ულტიმატუმზე, რომლის წარდგენაც რუსეთს შეიძლება დასავლეთისთვის მოუწიოს და გაიხსენა ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვები, რომელიც თბილისის დაბომბვაზე საუბრობდა. თბილისზე საუბრისას სიმონიანმა საქართველოს ხელისუფლებას მ
ხაშურში გარდაცვლილი იპოვეს 14 წლის ბავშვი, რომელიც წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი იყო.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ეს სტანდარტულია მუხლია, რითიც შსს გამოძიებას იწყებს, როდესაც ადამიანს გარდაცვლილს პოულობენ.
გარდაცვლილია გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს. 2022 წლის 12 სექტემბერს შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლ
პროკურატურამ ცოლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე კაცს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ ცოლს, ლ.წ.-ს ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა.
ამას გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ და დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული მათ მოკვლის მიზნით,
- ჩვენი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ იქნება არასდროს. სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიტყვასიტყვით თქვა, რომ სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა მსჯავრდებულთა მიმართ.
- ასეთ ადამიანს დღეს „ოცნება" საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან ჩაა
Aston martin, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 5 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 84 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 23 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Ferrari-ს რომელი მოდელებია ყველაზე პოპულარული ქვეყანაში და როგორია მათი ღირებულება:
ყველაზე მეტი, 13 ერთეული არის მოდელი - Ferrari SF90 Strada
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ არჩეული ალექსანდრე წულაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით.
ალექს
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ
სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს.
სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს.
სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.
გამოცემის ცნობი
რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს. ის ციხეში 8 წელს გაატარებს.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
იპ
პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს.
მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა.
შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარ
დღეს, 20:00 საათზე, ტატა ხვედელიანისა და ნათია მეზვრიშვილის LIVE ჩართვა ემიგრანტი ქალებისთვის. საუბარი შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე იმ შესაძლებლობებს, რასაც ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” გთავაზობთ.
LIVE იქნება აქ: https://www.facebook.com/profile.php?id=100095185000871&mibextid=LQQJ4d
https://www.facebook.com/100095185000871/videos/1212962713186895