Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.352

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზ

„ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ, ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში,“ — დავით კეზერაშვილი განცხადება სრულად: formulanews.ge/News/89056

„იმედის“ ჟურნალისტი რუსული კანონპროექტების ინიციატორებს აკრიტიკებს

სამთავრობო მედიის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე პარლამენტში წარდგენილ რუსული კანონპროექტის ავტორებს აკრიტიკებს.

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ოცნება“ -53%, ენმ-19%

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. „გორბის“ კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია: „იმედის“ ინფორმაციით, მათი დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, პოლიტიკური ნაწილის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს. კვლევის სრულ შედეგებს „იმედი“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს. მე

„იმედი“ ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა. „მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე. თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა. მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა. „იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟ

„იმედი": ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება

სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. „იმედის” განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 24 იანვარს გაიმართა. პარტიის ყრილობა, სადაც ეს ყოველივე ოფიციალურად გაფორმდება, 1-ლ თებერვალს ჩატარდება. პუბლიკა

„იმედი მაქვს, კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა“ — პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ იმედი აქვს, დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა, რათა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასჯელი მოიხადოს. პაპუაშვილის თქმით, BBC-ს საგამოძიებო სტატია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაზეც მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი, რომელიც თავს ევროპულ ქვეყნებს აფარებს, იქიდან გეგმავს საქართველოში არეულობას: „კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ა

„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე

„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე, რასაც „ოცნების“ წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803596715038747/

„იმ დილით ეს ყმაწვილი და ზრდასრული მამრი წაკინკლავდნენ" - ზოოპარკი გაქცეულ მაკაკაზე

თბილისის ზოოპარკი facebook-ზე რამდენიმე დღის წინ ზოოპარკიდან გაქცეულ მამკაკის ისტორიას ჰყვება. როგორც ადმინისტრაცია facebook-პოსტში აღნიშნავს, ვოლიერიდან გაქცეული მაიმუნი უკან მალევე დააბრუნეს, გაქცევის წინაპირობა კი ასეთი იყო:

„ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა" - იოზვიაკი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტზე

„საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა” – წერს ტვიტერზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი. დღეს საქართველს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში გადადებულია. „18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამო

„იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა ხანგოშვილის მკვლელში" - ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრი, ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, მისი ვადიმ კრასიკოვიში გაცვლა იგეგმებოდა. ვადიმ კრასიკოვი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სასჯელს გერმანიაში იხდის – მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პევჩიხის განცხადებით, როგორც კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ნავალნი ციხიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოეყვანათ. მისი თქმით, ნავალნის მხარდ

„თქვენ ყველას უყვარხართ“ — ორბანი საქართველოზე

„თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით. „საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა. უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზეა დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია ა

„თუ კანონპროექტი ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, მოსახლება მას არ მიიღებს“ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია. „კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანე

„თუ ვიზალიბერალიზაცია შეიზღუდა, ამას ტურისტების შემცირებაც მოჰყვება “ - ტურიზმის სექტორის მოლოდინები

„ტურები გაცილებით ადრე იგეგმება, შესაბამისად, არჩევნებს ამ კუთხით გავლენის მოხდენა ვერ შეეძლო,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების და შემდგომ პერიოდშიც მოსალოდნელი იყო საპროტესტო აქციები, ტურების ნაწილი დასავლეთ საქართველოში დაიგეგმა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტურისტების მიერ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში თბილისი იყო, ტურის ორგანიზება რუსთაველის გამზირიდან მოშორებით ხორციელდებოდა. „ოქტომბრის მეორე ნა

„თუ ახლა საქართველოში მოდიხართ...“- რუსეთის მოქალაქეები თანამემამულეებს საქართველოში მარტივად მოხვედრის შესახებ რჩევებს აძლევენ

რუსეთში შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად, ზემო ლარსზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. როგორც ტელეგრამ-არხში „ზემო ლარსი“ აქტიურად იწერება, დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც გაურკვევლობისგან გაქცევას ცდილობენ. თავდაპირველად, სიტუაციის დაძაბვისთანავე ლარსთან დიდი საცობი შეიქმნა, ამჟამად ის შედარებით განეიტრალებულია და მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტელეგრამზე რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს რჩევებსაც აძლევენ: „თუ ახლა საქართველოში მოდიხარ

„თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე“ - ბუნდესტაგის წევრი ინჯიას ინიციატივაზე

ბუნდესტაგის ევროპულ საკითხებში საპარლამენტო ჯგუფის სპიკერი ქრისტიან პეტრი აცხადებს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი ფრიდონ ინჯიას ინიციატივას კანონად აქცევს, ეს ევროპულ გზაზე ნამდვილი დაბრკოლება იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში მოსახლეობიდან შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, ეს უნდა იყოს დისკ

„თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ როგორ‭ ‬‬უნდა ვითანამშრომლო?“ — რაზმაძე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, ‬როგორ‭ ‬უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა. რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ  განმეორებ

„თვეში 22 ღამე ვმუშაობ, სულ 3-4 საათი მძინავს“ — დედის ისტორია

თბილისში, წერეთლის გამზირის ერთ-ერთ კორპუსში ნანუკა ნადირაძე და მისი 8 წლის შვილი, ბარბარე ქირაობენ ბინას. დედაქალაქის საბინაო კრიზისის ფონზე ამ 1-ოთახიანი საცხოვრებლის ნახვაც გაუჭირდათ: ნანუკა იხსენებს, რომ ქუჩა-ქუჩა დადიოდა ისეთი ბინის საპოვნელად, რომელიც მის სამსახურთან და ბარბარეს სკოლასთანაც ახლოს იქნებოდა. იმისთვის, რომ დედა-შვილმა ამ ბინაში ცხოვრება და თბილისში თავის გატანა შეძლოს, ხოლო ბაბის ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, ნანუკა თვის განმავლობაში ღამის 22 ცვლაში მუშაობს. ეს ნ

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი - 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ, გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესს წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს. როგორც მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან თავისი პოზიცია პეტიციაში უკვე დააფიქსირა. „ჩვენ ალბათ, აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხა

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება. „თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.   იპნ

„თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ — გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ახალ ზოოპარკში, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება. გურიელიძის განცხადებით, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ჟირაფების სამყოფელი შენდება, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა BMG-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. გურიელიძის თქმით, რთულია ზუსტი თარიღის თქმა, თუ როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, რადგანაც ინფრასტრუქტურის

„თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით პირველ ოქტომბერს რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისიმარათონი 2023“-თან დაკავშირებით, პირველ ოქტომბერს, 06:00-დან 10:00 საათამდე დედაქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა ჩაიკეტება თავისუფლების მოედანზე და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პი

„თბილისი-ნიუ-იორკის რეისი რომის გავლით შესრულდება“ - „საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, დაეკმაყოფილებინა სტანდარტი“

ქართულ ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას“ ტრანსკონტინენტალური ფრენები აშშ-ს მიმართულებით ჯერ კიდევ, 2021 წლის აგვისტოში უნდა დაეწყო, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო, გაურკვეველი ვადით არაერთხელ გადაიდო. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა დღეს „ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების სათანადო ნების არგამოჩენის გამო, იძულებული გახდა სხვა ხერხი ეპოვა და საქართველოდან-აშშ-ში ფრენებს იტალიის გავლით ყველაზე გვიან წლის ბოლოს დაიწყებს. „ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ვერ მივიღეთ მზაობა, და

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, „საახალწლო სოფელი“ კი 16 დეკემბრიდან გაიხსნება

„თბილისი - ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით დედაქალაქში 15 დეკემბრიდან საახალწლო დღეები დაიწყება და ამავე დღეს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დედაქალაქის მოსახლეობას ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდებათ. „თბილისი-ევროპული ქალაქი“ - ამ სლოგანით ჩვენს ულამაზეს დედაქალაქ

„თბილისი საქართველოსთვის“, საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე - ანტიკორუფციული საქმიანობა ჩვენი გუნდის მთავარ პრიორიტეტად რჩება

26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დეპუტატებმა ზაზა თავაძემ, სალომე კობალაძემ და გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებს საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.  როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოში გახარიას გუნდისთვის ანტიკორუფციული ინიციატივები მთავარ პრიორიტეტად რჩება, ისევე როგორც კარგი მმართველობა, ევროპული თვითმმართველობა, სატრანსპორტო რეფორმა, მოქალაქეთა უსაფრთხოება და სოციალუ
×
×
  • შექმენი...