ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „შეიძლება, ყველაფერი ისე არ წავიდეს და რუსეთი-ნატო-ს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა რეალურია“. ამის შესახებ ნორვეგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ციტატას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომაში არ შევიდნენ.
„საქმე თუ არასწორად წავა, მაშინ შეიძლება, ის საშინლად ცუდად წა
ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუ
გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებში სულ 400 უკრაინელი ჯარისკაცი და 31 ტანკი მონაწილეობს. სწავლება ითვალისწინებს ტანკის ტარების სწავლას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, სწავლება 10-დან 12 კვირამდე გაგრძელდება, ხოლო „აბრამსის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო ველებზე შეიძლება შემოდგომისთვის გამოჩნდეს.
აშშ-ის მ
გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, დახურული მოსმენისას საქმის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა გეგმებში შედიოდა ბუნდესტაგის შტურმით აღება და კანცლერის მკვლელობა. ჩხრეკის ოპერაციის დროს კი, სამართალდამცველებმა 40 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია ამოიღეს. ასევე ნაპოვნია გაუთქმელობის შესახებ 100-ზე მ
აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმ
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო.
გენერალური პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა, უცხოეთში მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული ყალბი გვერდების გამოყენ
ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს.
სტატიაში საქართვ
ანი მოსემღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს მეგი გუტაშვილის მამა როგორ აფრთხილებს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შოვში მოსალოდნელ საფრთხეზე.
„ბრაზი მახრჩობს!!
მეგის მამა, 14 თებერვალს. დღეს ამ კაცმა ორი ახალგაზრდა შვილი და ნათესავები დაკარგა.
როგორი დარწმუნებით იუწყება მოსალოდნელ საფრთხეზე. და პასუხი ამაზე?! ,,არაფერი მოხდება კაცო”.
უპასუხისმგებლო და უგუნური ხალხი ღუპავს ასეთ ახალგაზრდობას საქართველოში“, - წერს მოსე
ლარსის გამშვებ პუნქტთან, ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეწურებათ საკვებისა და საწვავის მარაგი.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც უამინდობის გამო უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია.
ლარსის გახსნას ელოდებიან რუსეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებიც.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუში
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართული არის, განსაკუთრებით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ.
მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება.
„ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება.
მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კვლევები უტარდება.
„გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება.
„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.
„ნაცვლად ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოუთხარა დარღვევებმა – დაშინებამ, ძალადობამ, მოსყიდვამ, და შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო სანდო და დამოუკიდებელი წინასაარჩევნო ეგზიტპოლებისგან.
ვიზიარებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ ასახავს ხალხ
საქართველოს პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”.
პუბლიკა
„დავთანმხდებით მხოლოდ ალტერნატიულ ფართში ერთად გადასვლას”, – ამბობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომელთა ნაწილიც დღეს საავამდყოფოს ეზოში პროტესტის ნიშნად შეიკრიბა, მათი თქმით, კლინიკის დანგრევა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება იქნება.
ექიმები აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან შეთავაზებული წინადადებები ბუნდოვანია, ექიმებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული დრო კი – ცოტა.
რესპუბლიკურის კარდიოლოგი ნინო ოთარაშვილი მიიჩნევს, რომ მათი [ექიმების] მოსყიდვა უნდათ, რად
ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან.
არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“.
ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში
ყირგიზეთი სხვადასხვა შეფასებით, შუა აზ
„უფრო მეტი და მეტი მეწყერსაშიში და გრავიტაციული წერტილი გაჩნდა, დაემატა ისეთი ადგილები, რაც მანამდე არ იყო აღრიცხული“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კლიმატური ცვლილებები კავკასიაში აქტიურად არის გავრცელებული და მოსალოდნელია, რომ მსგავსი ღვარცოფები და მეწყერები მომავალში გააქტიურდება.
„შოვის ტრაგედია იყო ყველაზე მძიმე ტრაგედია, რომელიც ჩვენ ამ ეტაპისთვის გადავიტ
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჯულაყიძის გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.
განსაკუთრებით კრიტიკის ქვეშ ომბუდსმენის მოადგილის გამოსვლის ის ნაწილი მოექცა, სადაც ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მანდატსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე საუბრობდა.
რა თქვა სახალხო დამცველის მოადგილე
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი, ეხმაურება რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს.
„საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, – წერს იგი „სთორიში“.
netgazeti
რა საფრთხეებს შეიცავს თანხის აღება კერძო გამსესხებლისგან, ბინის უზრუნველყოფით, ამ და სხვა საკითხებზე ადვოკატმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს სესხთან. ასეთ დროს კი, მსესხებელი ყიდის თავის ქონებას გარკვეულ თანხად, თუმცა იტოვებს გამოსყიდვის უფლებას. თუმცა, ვადის დარღვევის შემთხვევისთანავე, ბინა ახალი მყიდველს რჩება
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა.
მათივე განმარტებით, მ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „შენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხალისეობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენაა, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა:
„მოხალისეობა ეს არის პირველ რიგში მოქალაქეობის გამოვლენა.საზოგადოება, ქვეყანა ეყრდნობა პირად ინიციატივას. ეს ნიშნავს ამავე დროს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ერთნაირად პასუხისმგე
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის“ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლომ საბჭოში პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერებით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია.
როგორც კომისია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, მათ მუშაობა დაასრულეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საზოგადოებას მივაწოდოთ
რამდენიმე დღის წინ, გია ბურჯანაძემ საზოგადოებას გაუმხილა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეს ებრძვის. მსახიობის თქმით, მძიმე პერიოდი გადაიტანა და ახლა ოპერაციისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გია ბურჯანაძე თურქეთის იმ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, სადაც მისი კოლეგა, სოსო ჯაჭვლიანი იმყოფება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მათი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.
„მძიმე ჯვარს ვატარებ ამ დაავადების სახით. მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს, ახლა ოპერაცია მელოდება.. მჯერა, ყველაფერი კარგად