Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.411

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ოცნების" წევრები იმპიჩმენტზე: თუ საკონსტიტუციო დარღვევას არ დაადგენს, კითხვის ნიშნები გაჩნდება

„ქართული ოცნება“ ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ უნდა მიიღოს, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების წარდგინების დაკმაყოფილებაა. ხოლო თუ ასე არ მოხდება, კითხვის ნიშნები გაჩნდება. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი წარმოაჩენს „პოლიტიკური ძალების შეხედულებებს კონსტიტუციაზე“. „ოცნების“ ყოფილმა და „ხალხის ძალის“ მოქმედმა წევრმა, გურა

„ოცნების" პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც გრანტების გასაცემად სსიპ შეიქმნება

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით, 85 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება. სსიპ-ის მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, გრანტების გაცემა. „ოცნების“ მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მი

„ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მასზე ზემოქმედება შეუძლებელია - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ხასიათი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება ვერ მოხერხდება. მსხილაძე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ „ოცნება“ ამ განცხადებით 26 მაისს პრეზიდენტის გამოსვლის გადაფარვას ცდილობს. „სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა. ამის ნათელი

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

„ქართული ოცნება“ აუქმებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. აღნიშნული ცვლილებება მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანა. მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს, 9 თებერვალს, მიმდინარეობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს – ერთი არჩეულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი ცესკოს პროფესიული წევრებიდანაა არჩეუ

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ისევ ცვლის

„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის.  საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა. კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისუ

„ოცნება“ უკვე ღიად ანტიდასავლურია. ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც ცდილობს მანიპულირებას - გახარია

„დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლურია” – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-პოსტში წერს, რომელიც მისი პარტიის დაფუძნების 2 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. მისი შეფასებით, რუსეთს ტერიტორიების მსგავსად, დღეს საქართველოს მთავრობაც ოკუპირებული ჰყავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს დროებითია და რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს. ყოფილი პრემიერი ამბობს, „დღეს ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან

„ოცნება“ რუსულ კანონს აბრუნებს

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ გადათქვა და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მისი თქმით,

„ოცნება“ კლანის მხარდაჭერასთან ერთად ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს | NGO-ები კვორუმის ჩაგდებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის თავიდან აცილების მიზნით კვორუმის ჩაგდებას ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობამ კვორუმი უკვე ორჯერ ჩააგდო და ხელი შეუშალა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. ირაკლი კობახიძემ ეს მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით კი, ამ გადაწყვეტილებით საპარლამენტო უ

„ოცნება“ ე.წ. კარვების კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის

განახლება: „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იხუმრა  პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.  მდინარაძე ამბობს, რომ კობახიძემ ე.წ. კარვების კანონზე იხუმრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცია „იმედმა“

„ოცნება“ გინტურის მკვლელობაზე ოპოზიციის რეზოლუციის პროექტს მხარს არ უჭერს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას თვალისწინებს. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება. „ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან და აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით აბსოლუტურა

„ოცნება" ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესს ცვლის და საკონსულტაციო საბჭოს აუქმებს

„ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ შეაქვს ცვლილებები. კერძოდ, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4/1 პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში

„ოქროს გლობუსის” 81-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

7 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზიორი გახდა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი”, რომელსაც გადაეცა 5 ოქროს გლობუსი შემდეგ კატეგორიებში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა”, საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლი მხატვრულ ფილმში – დრამა (კილიან მერფი), კაცის მიერ საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში (რობერ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა.

„ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 7 ნომინაციაში მოიპოვა ფილმმა „ოპენჰაიმერი“. ამერიკელ ფიზიკოსზე, რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებული დრამა კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად აღიარა, მისი რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი კი - საუკეთესო რეჟისორად. ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა. ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომ

„ორივე ცოცხალია" — სვანეთის ტყეში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. ინფორმაცია ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს. დღეს, 26 ივლისს მათ ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. გუშინ, 25 ივლისს, ადგილობრივებმა სამძებრო სამუშაოებში ვერ

„ორ ვერსიაზე ვფიქრობთ“ - გეოლოგი შოვის სტიქიაზე

3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შეფასებისას, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში) დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა. მან შოვის სტიქიის მასშტაბი შეადარა თბილისის, ვერეს ხეობის და მანამდე დევდორაკის ცნობილ სტიქიებს და ვარაუდიც გამოთქვა, რომ რაჭაში 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა დაიძრა. მაინც რა მოხდა შოვში, როგორია გეოლოგების წინასწარი დასკვნები და როგორ შეიძლებოდა მომხდარის

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ ვლადიმერ პუტინთან

„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიზით, რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ექსპერტების მოსაზრებით, ასეთი პირდაპირი კონფრონტაცია აჩვენებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთ წარმომადგენელს გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკაზე და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევგენი პრიგოჟინსა და მის უზარმაზარ გავლენებზე. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიზის თანახმად, პრიგოჟინს უნიკალური მდგომარეობა უკავია, რომელი

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინამ, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით - სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში). ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი. ”აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებები ზოგადად შეესაბამება „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ 2022 წლის ოქტომბრის პროგნოზს, რომ რუსებს დნიპროს

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე შევიდნენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს. ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფე

„ნუ გაჩუმდებით“ - ევროკავშირის გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსების მიერ „ნოვა კახოვკის“ ჰესზე თავდასხმას ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ ეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტია რუსეთის მხრიდან. გახარია ამბობს, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება, რათა რუსეთის მხრიდან გენოციდი და ეკოციდი შეჩერდეს.   tvpirveli

„ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას“ – შარლ მიშელი არჩევნებზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო. „ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები. უწესრიგ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - საქართველოს მიერ პორტუგალიის დამარცხება ევრო-2024-ის უდიდესი შოკია, ესპანეთთან მატჩში ქართველები კიდევ ერთი გადატრიალების მოხდენას შეეცდებიან​

საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას „ნიუ იორკ თაიმსი“ ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს. „ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითიც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეი ოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად​

ისრაელმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასარგებლოა ირანული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ „შაჰედ-136“-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავების 70 პროცენტზე მეტს, რომელიც რუსეთმა ირანისგან აგვისტოში შეისყიდა. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმ

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან იმუშავებენ, სადაც ირანიდან ჩატანილი უპილოტო თვითმფრინავებია ბაზირებული. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ
×
×
  • შექმენი...