მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი.
„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
„ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონში, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს აკონტროლებენ, ამიტომ ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქიდან გასვლას, როგორც ეს მოხდა იზიუმში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია, გაქცევის გზები არ იქნება.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლების გამართვას შეძლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარია
ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან კიევში გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შტაინმაიერთად შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს.
“უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
კერძოდ, უკრაინამ შვიდი რ
გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
“მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეორე ვადით არჩეულმა მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სასამართლო ხელისუფლება თავდასხმით რეჟიმზე გადადის.
„გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს „ჭეშმარიტებას“, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. გეკითხებით, სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? მტკიცებულებებით ვამხელთ ყველა სუბიექტს, მიუხე
29-30 ნოემბერს ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან მიწვეულები. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ბუქარესტში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომლებიც საუბარი შეეხება მადრიდში გამართუ
დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, თუ რუსეთი არ განადგურდება, ის დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად.
„თუ რუსეთის ფედერაცია არ განადგურდება, ისინი ისევ დაბრუნდებიან ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. არ
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
კერძოდ, საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა. ამის შედეგად, გამოცემის ინფორმაციით, შტაინმაიერს სამოქალაქო მოსახლეობასთან “სპონტანური საუბარი” ბომბსაცავში მოუწია.
დღეს მოგვიანებით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენ
1-ელი ნოემბრიდან DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი.
„დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხ
იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა.
„ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ 17-მა დეპუტატმა ერთხმად, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, აირჩია თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი საბა ოდიშარია.
კენჭისყრამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 12-მა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან 4-მა წევრმა. მიზეზად თქვეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიც მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება და არა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვ
ჩვენ ვუერთდებით დიდი შვიდეულის, ნატო-ს, ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს თავისუფალი მსოფლიოს ერთიანობის უტყუარ გზავნილში, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყირიმი უკრაინაა და ასამბლეის მონაწილეები დებენ პირობას, რომ იდგებიან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.
„ჩემთვის
ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 2014 წელს, როდესაც რუსეთმა თავისი აგრესია დაიწყო, მან ეს დაიწყო ყირიმში.
„პუტინის 8-წლიანი ომის შემდეგ, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ვერ იგრძ
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ.
პარტია „ლელოს” დეპუტატის საბა ბუაძის თქმით, ეს არის საკმარისზე მეტი დრო, რომ კალაძემ აღნიშნული ცნობად მიიღოს და გამოცხადდეს.
„სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს, პოლიციის
ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, იმისთვის, რომ განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთის და სხვა ადგილების, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წლის ყირიმის ოკუპაცია სრულმასშტაბიანი ომის პროლოგი იყო, რომელმაც ათასობით უკრაინელის ს
რიში სუნაკი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა თავის სასახლეში მიიწვია და მას მთავრობის შექმნა დაავალა.
წინა დღით,24 ოქტომბერს რიში სუნაკმა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.
პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის.
ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდ
უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ხერსონიდან გააძევოს ყველა, ვინც უარს ამბობს რუსული რუბლით პროდუქციის გაყიდვაზე. ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აფიქსირებენ ყველას, ვინც ქალაქ ხერსონში უარს ამბობს რუსული რუბლის მიღებაზე ან ოლქის ადმინისტრაციის საბოტაჟს ეწევა და მათ მიმართ მიღებული იქნება ზომები, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიაზე გაძე
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის ინფორმაციით, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ დღის კონკრეტულ საათებში შევიდნენ.
ამასთან, როგორც იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. როგორც კახაბერ იოსელიანი განმარტავს, აღნიშნულის შესახებ კანონპროექტში იქნება გაწერილი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოე
ჩვენ გავაჟღერეთ შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ზოგიერთი ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე იმ განცხადებებთან დაკავშირებით
ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლ
აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემ
დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგება, სადაც გააფორმებენ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევანის ქურდობას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, მათი გუნდი "დე-ფაქტო" საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან საკრებულოს
უკვე ჰყავდა კანონიერად არჩეული თავმჯდომარე, რომელიც გამოხატავდა იქ მცხოვრები ადამიანების ნებას.
"ამ საკრე
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დაიწყო. ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმა წარუდგინეს.
ანა აბაშიძე დეპუტატებს თავისი საქმიანობის თაობაზე აწვდის ინფორმაციას.
პროცედურის შესაბამისად, სახალხო დამცველობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. დღეს სხდომაზე კიდევ ორი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძისა და მარიკა არევაძის მოსმენა იგეგმება.
ო
ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვეს, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით.
„ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭი