ხაშურის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ორი პირი დააკავა
ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მონასტერში ორი პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. როგორც ცნობილია, დაშავებულია მონაზონი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.