“ოცნება” დღევანდელი განცხადებით ცდილობს განაახლოს ომის პროპაგანდა, რასაც არჩევნებამდე იყენებდა და საზოგადოება ამ პროპაგანდით მძევლად აიყვანოს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/891624626171926
გერმანიის ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყოს ეუთოს გრძელვადიანი დაკვირვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია ო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
კონკრეტულად, სად და რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი, დეტალები უცნობია.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთ-უკრაინის ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
პუბლიკა
პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება.
იპნ
"იცით რაზე მეღიმება? პროკურატურას რომ ჰგონია, ჭკუაში მოგვატყუებს.
მართლა ვერ ხვდებით რამხელა სირცხვილი გელოდებათ ყოფილ პრემიერზე თავდასხმის საქმის ჩაფარცხვისთვის?
ნუ რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დანაშაულის ჩაფარცხვა დანაშაულია.
ხომ იცით მაინც ვაჩვენებთ სიმართლეს და სერიოზულ პრობლემებს რატომ იქმნით? მრჩეველიც აღარავინ დაგრჩათ?"
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
Facebook
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1390 კუსტარული და „მკვლელი“ გაზის დანადგარი საცხოვრებელი ბინებიდან ჩახსნეს. კომპანიის ცნობით, საუბარი ეხება ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.
კომპანიის განმარტებით, ამით ასეულობით ოჯახი CO-თი ინტოქსიკაციას და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა.
ამასთან, „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს სთხოვს გამოიჩინონ მაღალ
აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შახბაზოვს. მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების მასირებული იერიშებმა გამოიწვია.
„მხარეების შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უკრა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.
მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყნის ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე გა
საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
„ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: „კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“. ამა
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
როგორც „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობ
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა და, დიდი ალბათობით, წინასწარი დასკვნა რაც იყო, იგივე დასკვნა იქნება საბოლოოდ, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მე ვთხოვდი მეგობრებს და კოლეგებს, რომ დაველოდოთ ამ დასკვნებს. წინასწარ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ და
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი აჩვენებს იმ „ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე“. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა, როდესაც გამოხმაურა პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ გრიგორიადისმა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით, პოლიციელები ცოცხლად დაწვისთვის გაიმეტა.
რაც შეეხება
სპეციალური პენიტენციური სამსახური მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე ბრალდებული, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა "მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ."
პენიტენიცური სამსახური ასევე „ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ლაზარე გრიგორიადისთან ადვოკატი არ შეუშვეს.
„2023 წლის 31 მარტს 11:00
შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. შეიძლება გასული პერიოდის განმავლობაში ცუდი კომუნიკაციის ბრალიც იყო ის გარკვეული პროტესტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებს მიიღებენ.
„შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე, შეიძლება გასული პე
მივესალმები ირაკლი შენგელიას პოზიციას, ჩვენთან მიმართებაში კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდია, ეს უნდა გასაჩივრდეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მურუსიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში.
„პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქა
დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა კარგი იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ახლა ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალს“ ეძებს, მონსტრთან ბრძოლაში მონსტრს არ უნდა დაემსგავსო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მელიას თქმით, ადამიანი არ არის დამნაშავე, ვიდრე არ დაადგენს სასამართლო.
„ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.
როგორც ღვთისიაშვილი აცხადებს, ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, რათა მოხერხდეს საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.
„ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამ
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება და რომ მას, ვინც რუსეთს უკრაინაში მხარს უჭერს, ეს მხარდაჭერა ძვირი დაუჯდება.
"რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით მიუღებელია. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია „დიდი შვიდეულ
სასკოლო ინფრასტრუქტურაში რა წამს იქნება შესაბამისი კვების ინფრასტრუქტურა განვითარებული და უკვე გარკვეულ სკოლებში არის, ჩვენ პარალელურად ვიწყებთ მსჯელობას და ფიქრს იმ სისტემაზე, როგორ დავფაროთ ყველა სკოლაში საბავშვო კვება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სასადილოების მოწყობას უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, გა
თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.
„მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია
დიდი ხანია, ჩვენი მფრინავები უარს აცხადებენ მასთან ფრენაზე, მაგრამ მე მაინც მიმაჩნდა, რომ არ იყო ეს სწორი, მინდოდა, ყველაფერი ყოფილიყო, როგორ წესია, მაგრამ წესები ქალბატონმა დაარღვია. ვფიქრობ, რომ ის ქართველების პრეზიდენტი არ არის და არ ყოფილა, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა „კურიერს“ განუცხადა.
მანამდე მედიით გავრცელდა თამაზ გაიაშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს ვიდრე
ბრიუსელში მიმდინარე კომიტეტის სხდომის მნიშვნელობაზე მეტყველებს ორი ფაქტი, ასოცირების დღის წესრიგის და 12 პუნქტის შესრულება ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, ეს ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ევროპამ უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხზე.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული თითოეული მიმართუ
უკრაინელი მედია, უკრაინელი სამხედროების მიერ ბერდიანსკის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგებზე წერს.
მათი ცნობით, უკრაინული მხარის მიერ „კონტროლზე აყვანილი“ ტერიტორიების ფართობმა სამ კილომეტრამდე შეადგინა.
„შეტევითი ოპერაციების მსვლელობისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლეს“, - განუცხადა Military Media Center-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა.
იპნ
დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყო.
პროცესზე დაიკითხა 2 მოწმე: ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე.
დაკითხვის საგანს წარმოადგენდა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი, რომელზე ცეცხლის წაკიდებასაც ლაზარე
”მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ სუბიექტს, ამ ორიენტირის ირგვლივ გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა, რომ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეკრან კოალიცია მომდევნო მოწვევის პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ აქტორს ყავს საკუთარი სეგმენტი, საკუთარი ელექტორატი და უნდა იზრუნოს მის გაზრდაზე.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია “ საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი
353859625_572673961724850_1151136639887355882_n.mp4