უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვის გამო ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. როგორც გამოცემა Euronews წერს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა 25 მარტია და საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც კომისიამ უნგრეთს 10,2 მილიარდ ევროზე წვდომა დაუშვა.
უნგრეთისთვის გაყინული დახმარების განბლოკვის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ლაეინმა „ორბანის მოსყიდვა” სცადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის ენერგეტიკულ საკითხზე თანამშრომლობა იგეგმება.
როგორც ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, უნგრეთმა საქართველოს და რუმინეთის გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მიიღოს. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება თანამშრომლობა სხვა მიმართულებებითაც.
„უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნ
მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს - მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებულ
უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხება. როგორც Reuters წერს, ეს დოკუმენტი შესაძლებლობას მისცემს შვედეთს, ალიანსის 32-ე წევრი უახლოეს დღეებში გახდეს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იუნსონის განცხადებით ამ ნაბიჯს სტოკჰოლმისთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს:
„საბედნიეროდ, ჩვენ გავხდებით ალიანსის წევრები და ეს მოხდება არა კვირებში, არამედ რამდენიმე დღეში“, — აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა. იუნსონის განცხადებით, შვედეთის NATO-ში გაწ
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
„მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს უპრეცედენტო წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ქართველ ხალხთანაა. უნგრეთი მზადაა, გასწიოს საჭირო დახმარება კატასტროფის დროს მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად“, – წერს კატალინ ნოვაკი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა
უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი „ქრისტიან-დემოკრატები“ სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა.
შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ,
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.
ავ
უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ევროკავშირის მიერ დაგეგმილი 18 მილიარდამდე ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტში საკუთარი წვლილი შეიტანოს და უკრაინას 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის მხარდაჭერის წილი გადაიხადოს, მაგრამ ურჩევნია, ეს გადახდა ორმხრივ საფუძველზე განახორციელოს და არა ევროკავშირის ერთობლივი სესხის საშუალებით.
„მთავრობა აგრძელებს ვალდებულებას, მონ
უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწ
უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტიც აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგლი გულიაშმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, რაფსის და მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორცპროდუქტები“.
იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.
ცნობ
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი 20-19 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5.
netgazeti
უგულშემატკივრე უმცროს ბორჯღალოსნებს 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს.
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, სადაც საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალში ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემ
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს.
კანონპროექტით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთაც დაფინანსების 20%-ზე მეტი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „აგენტების რეესტრში“ რეგისტარციის ვალდებულებაც ექნებათ. სახელმწიფო უწყებას ენი
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს - შედეგად, „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.
რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა "ჩააგდეს".
აღსანიშნავია, რომ მმ
პარლამენტის კომიტეტებში, ასევე საგამოძიებო კომისიებსა და სხვა საპარლამენტო სტუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ - ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობის “ხალხის ძალა“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით,
საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა უთხრა.
"არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩე
მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა გაიზიარა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის “ჩაგდების“ გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმელ იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდება.
საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნულ ინიციატივაში მმართველი პარტიის ხრიკი და ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშ
„სამუშაო ჯგუფი ყველანაირი ზეწოლისგან უნდა იყოს თავისუფალი. ასეთი ფონი, სამწუხაროდ, ხელს უშლის ამ გადაწყვეტილების მიღებას და ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი არანაირად არ დააჩქარებს პროცესს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს
სრულ მხარდაჭერას, დააფინანსოს და დააორგანიზოს ამ დიაგნოზი
ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი.
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
„ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ც
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ მოსკოვის მერის დღევანდელ განცხადებას მოსკოვის ოლქის ლიუბერცის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ.
წყარომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ დრონმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ხანძარი გრძელდება „ტომილინსკის ელექტრონული ქარხნის“ საამქროში.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დღეს დილით, ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღკვეთეს მოსკოვში დრონის შეღწევა და
უკრაინული ძალების მიერ 24 თებერვლიდან დღემდე, 98 280 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას რუსული ძალების ქვეყანაში შეჭრის დღიდან უკრაინული მხარის მიერ ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკის განადგურების შესახებ.
„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 2987 ტანკი, 5963 ჯავშანტექნიკა, 1948 ერთეული საარტილერიო სისტემა, 410 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 211 ერთეული საჰაერო
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ანდრეი კოვალიოვის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინის არმია წარმატებით აღწევს დასახულ მიზნებს.
მისივე თქმით, რუსულ ჯარს დიდი დანაკარგი აქვს. კერძოდ, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 770 რუსი სამხედრო, განადგურებულია 32 საარტილერიო სისტემა, 29 უპილოტო და 9 საბრძოლო ჯავშანმანქანა.
„ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას, წარმატებით იბრუნებენ მოწინააღმდეგის მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებს”
უკრაინული მხარე უკმაყოფილოა ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომლითაც დიდ პარასკევს რომში გამართული ჯვრის ტარების მსვლელობაში უკრაინელი მოზარდების გვერდით რუსი მოზარდებიც მონაწილეობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, ამით ვატიკანმა აგრესორი და მსხვერპლი ქვეყანა ერთმანეთს გაუთანაბრა.
„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ პაპის ფრანცისკეს შეშფოთების გამო უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ წლევანდელი პროცესია კიდევ ერთხელ
რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა.
ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა.
„ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან.
ამასთან, კლიმპუშ-ცინ
უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.
პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის ს