საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
„მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსდამი აშშ-ის ურყევ მხარდამჭერას“, – წერს ზურაბიშვილი.
9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ე
ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. ნომინანტებს შორის 19 ფილმი მოხვდა.
უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას.
მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის
13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”:
ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია:
ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.
სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი,
ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი” შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულია. ფილმმა ჯილდო მიიღო საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო სცენარისა და მონტაჟის კატეგორიებში.
დაჯილდოების ცერემონია 22 მარტს გაიმართა ციურიხში.
შვეიცარიის კინოდაჯილდოება ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ ფილმები, რომლებიც შეიქმნა შვეიცარიაში ან შვეიცარიის თანადაფინანსებით. სწორედ ამ უკანასკნელი ნიშნით მოხვდა ელენე ნავერიანის ფილმი კონკურსში.
„შაშვი შაშვი
ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს ფილმის ფესტივალზე ორი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმმა ჯილდო აიღო კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი. ასევე „სარაევოს გულის“ მფლობელი კატეგორიაში საუკეთესო ქალი გახდა მსახიობი ეკატერინე ჩავლეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, ეთეროს როლს ასრულებს.
ელენე ნავერიანმა სარაევოში გამარჯვება გუნდმა ქართული კინოს პროტესტს მიუძღვნა:
„ეს „გული“ [პრიზი] მინდა მივუძღვნა ქართულ კინოს, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდომარეობაშია, თავისუფალ, დ
„ფორმულას“ პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერეს.
როგორც პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებაში წერია, ჟურნალისტი არ დაემორჩილა მოთხოვნას − „პარლამენტის თანამშრომლის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ”.
1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა.
პარლამენტის აპ
„ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გთავაზობთ მისი გამოსვლის სრულ ტექსტს:
პუბლიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ახალგაზრდებთან მიმართებით მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის.
გუშინ, 10 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა. უნივერსიტეტში კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრ
სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება.
„როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი... თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.
მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ.
ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს...
კომპანია "სოკარი" ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება მათ სადგურებში 2 ლარი იქნება.
ამის შესახებ სპეციალური განცხადება მათ სოციალურ ქსელში განათავსეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე....“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აქონდოპლაზიის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ღია წერილით მიმართავენ. განცხადებას გთავაზობთ უცლელად:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
ასოციაცია ანიკა
ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ა/ო “მზის შვილები”
აჭარის შეზღუდ
Meta-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, მათ გამოავლინეს არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხუური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.
Meta-ს განცხადებით, მათ წაშალეს 80 Facebook-მომხმარებელი, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram-მომხმარებელი. ქსელი იყენებდა Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ცდილობდა გაეზარდა თავიანთი მასალების გავრცელებ
ცენტრალური საარჩევნო კომიისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ესენი არიან:
„ქართული ოცნება“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„გახარია საქართველოსთვის“
„ლელო საქართველოსთვის“
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„გირჩი“
რას ამბობს კანონი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ
მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის მოწვეული პროფესორი, 2013-2021 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ასეთი კანონპროექტი საერთოდ განიხილება, „ძალიან საგანგაშოა“.
საბანაძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში ისედაც დაბალია, მაგრამ განსხვავებული აზრი ისმის სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან, რომელთა დაფინანსების მთავარი წყარო გრანტებია.
„გამოდის, რომ ამ განსხვავებულ აზრ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს „მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო“ და ის მოლაპარაკებებით არ გაჩერდება.
ზელენსკის თქმითვე, უკრაინის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავდა 3 ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას.
ზელენსკის ასევე მზად აქვს „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ჯო ბაიდენისა და სხვა პარტნიორებისთვის გეგმავს – თუმცა მისი დეტალები, ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
პუბლიკა
თბილისში, „ლაგუნა ვერესთან“ ახლოს, „ქართუ“ ცათამბჯენების აშენებას კვლავ გეგმავს. ამისთვის კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა თბილისის მერიას.
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ პირველადი პროექტი დაახარვეზა, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ ხელახალი პროექტი წარადგინა. ვიზუალურად ცვლილებები მცირეა, თუმცა ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახლა 52-სართულიანია — ნაცვლად 65 სართულისა.
შედარებისთვის, ცვლილება გამ
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებ
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან გიორგი ხახუბიას განათლებასა და პროფესიული გამოცდილებაზე ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნებ
„ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქციის ჩატარება დააანონსა.
ამის შესახებ საუბარია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ვრცელ პოსტში, სადაც „ოცნება” კვლავ ამტკიცებს, რომ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების რაოდენობა „მცირეა” და ისინი „რადიკალური ოპოზიციის” მიერ არიან შეცდომაში შეყვანილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შემომწირველი ალექსანდრე ბაღათურია ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს.
უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ 2021 წელს, ბაღათურიას მფლობელობაში არსებულ შპს „ახალი ბულვარს“ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, სადაც აღნიშნული კომპანია 2023 წლიდან კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.
„ბათუმის მერიამ შპს „ახალი ბულვარს“ 2021 წლის 1-ელ სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წე
ეუთომ 31-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 86-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციას და ქვეთავებს, სადაც, მათ შორის, საქართველოც არის ნახსენები და დაგმობილია როგორც რუსული კანონი, ისე – რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე დეკალრაციის მიღებამდე ამბობდა, რომ „
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ადამიანი, არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფო
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან.
შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხ
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სტატია მანიპულაციურია და მიზნად ქვეყნის პროგრესის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ისახავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს სტატიას კორუფციის აღქმის ინდექსის 2022 წლის ანგარიშთან
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს, პირველი მოსმენით მიღებულ პროექტს კი პლენარულ სხდომაზე ისევ გაიტანენ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი ძალის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეცი