Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.431

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალა

„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი - სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა

სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას

მაია ბუწაშვილი - ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. „ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ

შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე

არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. პაპუაშვილის თქმით, „ეს განცხა

ოლექსი დანილოვი - ვილნიუსის სამიტზე ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ჩვენი ერისთვის და პრეზიდენტისთვის ესეც უდიდესი გამარჯვებაა

შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება. „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვი

ევროკომისიის პრეზიდენტი - ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად

ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს - “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”. „უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედ

ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას. მისი თქმით, უკრაინა აცნობიერებს რუსეთის გეგმას და შესაბამისი რეაგირება ექნება. ამის შესახებ დანილოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „რუსების მიერ ოდესასა და რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი არის შავ ზღვაზე უკრაინის გასასვლელის სრული იზოლირების მცდელობა, ხოლო დაშინე

ლილუაშვილი - დღეს ის დროა, როცა საქართველოს მოქალაქეს უდგას არჩევანი - ან პოლიტიკურად აქტიური პოზიცია დაიჭიროს, ისე რომ „ოცნება“ არ დარჩეს, ან „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)

”დღეს არის ის დრო, როცა საქართველოს მოქალაქეს უდგას არჩევანი, ან პოლიტიკურად აქტიური პოზიცია დაიჭიროს, ოღონდ ისე არა, რომ „ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, ან „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ერთპარტიული მმართველობა გაინაღდონ, ან კოალიცია შექმნან. არა! ან უნდა დაიკავოს ამისგან განსხვავებული პოზიცია, ან წავიდეს ამ ქვეყნიდან. სხვა ალტერნატივა არ არის. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ალტერნატივის შეთავაზება შეგვიძლია და მივესალმებით სხვასაც, ვინც ამ ალტერნატივას შესთავაზებს.”

ჯო ბაიდენი - ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული - მზად ვართ ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შევთავაზოთ

დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს. „პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები. განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა, ფეხზე მხოლოდ ოპოზ

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეული კულტურების (საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, თაფლოვანი, სამშენებ

“რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები” — საიას კითხვები ხელისუფლებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 ნოემბერს გამართა პრეზენტაცია დოკუმენტისა “ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ”, რომელიც რაჭასა და გურიაში 2023 წელს განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკას აფასებს.  “საადვოკაციო დოკუმენტი მიმოიხილავს არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას და გამოკვეთს იმ გარემოებებს, რომელთა გამოკვლევა, შესწავლა და ანალიზი აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამ გამოიწვია რაჭისა და გურიი

ჯოზეფ ბორელი - მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის დრო, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა. „მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდებ

პრეზიდენტი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა - ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერის ცვლილებიდან, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი ახსნა მაქვს

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამისთვის სწორი ახსნა გამაჩნია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის "ორაზროვან პოზიციაზე" პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა. “არ ვიცი იმ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში. დარწმუნების გარეშე თუ რამდ

პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტი

ანა ბუჩუკური - ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან (ვიდეო)

„ჩვენი სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს. ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების შესრულების ნაწილზე, მაგრამ არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს. აუცილებლად გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან". ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/323321347476568/

გერმანიის საგარეო უწყება - გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიც

შეშფოთებული ვარ არჩევნებზე სისტემატურ დარღვევებზე სარწმუნო ბრალდებებით – უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. „მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ. ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალ

გიორგი გახარია - ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და ისეთი წნეხი განხორციელდეს მათზე, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი, ეს იქნება გამოსავალი

გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გა

საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია მოემგზავრება

საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. „კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტი

ევროპარლამენტარები: ვითხოვთ დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპარლამენტარების დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „კრიტიკულ გზაჯვარედინზეა” და მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმეორებენ მოწოდებას სანქციების შესახებ და სთხოვენ ევროკავშირის წევრ სახელმწფიოებს, ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები. უნდა განიხილონ დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც, აშშ-ის ადმინი

რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში | ISFED შეფასებას აქვეყნებს

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს და კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს. გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ISFED-ის შეფასებიდან: 1 – ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზ

დაკავებულის თქმით, სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ. „მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნე

გიორგი შარაშიძე - ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ (ვიდეო)

“ოცნება” ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელიც სრულ იზოლაციაში აგდებს მთელს ქვეყანას. ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/481400888302342

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების ცნობით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
×
×
  • შექმენი...