Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.716

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო ორი მოქალაქის დაღუპვა მივუსამძიმრე, უკრაინის პოზიცია გამჭვირვალეა, ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა რუსული სარაკეტო ტერორის ახალ ტალღასთან დაკავშირებით. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარე

კახა კალაძე - ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა, „რას შვრება მერია, ქუჩებს ავიწროებს“ - მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, არასტანდარტული გზები გვაქვს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან არასტანდარტული გზები გვაქვს. „აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გვაქვს არასტანდარტული გზები, თქვენ

ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად გადაქცევის წინაპირობაა

ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი ზედმეტია კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. „ბოლო წლებში საქართველოში, ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შე

მიხაილო პოდოლიაკი - კრემლში ასტრონომიას არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან

ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. „დედამიწა მრგვალია - აღმოჩენა გალილეომ გააკეთა. ასტრონომიას კრემლში არ სწავლობდნენ, უპირატესობას სასამართლო ასტროლოგებს ანიჭებდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვია

ედგარს რინკევიჩსი - სწორია, რომ რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით - ევროკავშირის არაწევრმა ქვეყანამ, როგორიცაა საქართველო, მიიღო ლტოლვილები და იქ მათი რიცხვი 100 ათასს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქმნის

სწორია, რომ მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რუსეთიდან გამოქცეულები ლატვიაში არ შემოვუშვით. ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, როგორიცაა საქართველო, მიიღეს ეს ლტოლვილები და მათი რიცხვი იქ ძალიან მაღალია. სხვადასხვა შეფასებით, ეს 100 000-ს აჭარბებს, რაც გარკვეულ გამოწვევებს ქნის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ლატვიისთვის ნათელია, რომ ეს ხალხი არა ომის, არამედ მათი ომში მონაწილეობის წინააღმდეგი არიან და ეს სულ სხვა რა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ანაკლიის პროექტის შესახებ მთავრობის გეგმას წარმატება არ უწერია - არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ გასცემს სესხს მსგავს პროექტში, თუ მას უმრავლესობით სახელმწიფო აკონტროლებს - ეს აბსურდია

პრემიერ-მინისტრის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია - ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს კითხვის ნიშნები არ აქვს - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება

ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მსხილაძემ განმარტა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წა

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, მიშას შტაბში ან „ქართუ ბანკში“ იყვნენ მოკალათებული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა. „ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები – აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკა

გიორგი კვირიკაშვილი უცხოური გავლენის კანონპროექტზე - მისმა მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას - იმედია, „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას. როგორც კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. „არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეს

ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინა

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

კახა კალაძე - მთელი ჩემი წარმატება დაკავშირებულია ევროპასთან, კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ უნდა იყო მონა, დადგე ცალ ფეხზე, კატეგორიულად მიუღებელია

მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მოგვცეს ე.წ. გზამკვლევი, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა მე ილუზია თავიდანვე არ მქონდა, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა ამ პროცესში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. „რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი. თანმიმდევ

ჯეიმს კლევერლი - ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია

ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ „ინტერპრესნიუსისა“ და "პალიტრ

მარკ კლეიტონი - უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, მოხარული ვარ, რომ კანონპროექტი გაიწვიეს

უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე ძალიან მკაფიო იყო ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის წინსვლისთვის სწორი გზა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. „ჩემს საჯარო განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში გაერთიანებული სამეფოს მრავალი საქმიანობა საქართველოში რისკის ქვეშ დადგებოდა. დღეს აქ, საკონტაქტო საელჩოში ჩვენთან ერთად არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. „საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების ტომოკო აკანეს, როსარიო სალვატორე აიტალასა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესის წინააღმდეგ“, - ნათქვამია რ

კელი დეგნანი - მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება

მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის დროზე იტყვის, „რაც იქნება და როგორც იქნება“. როგორც დეგნანმა განაცხადა, „ეს გადაწყვეტილება მთლიანად

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა

უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია. „დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური

ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორ და რატომ სარგებლობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ისეთი ახალგაზრდებით, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული

როდესაც კონკრეტული მოძალადეები ე.წ. „მოლოტოვის“ კოქტეილებითა და ქვების დაშენით უპირისპირდებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს არა უცხოელი აგენტების, არამედ სახელმწიფო ინტერესების კარნახით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მოძალადე ახალგაზრდები დაკავშირებულები

კახა კალაძე - მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია - მტკიცებულებების გარეშე ეს აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან მათ არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერის თქმით, ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება. “რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კომენტა

თეა წულუკიანი - მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი

მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე გარკვეული გაუგებრობა. ამასთან, მისივე თქმით,

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის" მიღების პროცესს. როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის "სათანადო დრო" ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქ

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივ კატეგორიას, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 71 525 შემთხვევა 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38

დიმიტრი გვრიტიშვილი - როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია?

როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედს“ განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას. „სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართ

ირაკლი კობახიძე - არაერთხელ გვახსოვს NDI-ის, IRI-ის კვლევების შემდეგ ოპოზიციის სიხარული, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადებისას იცვლებოდა მათი გულის ტკენით, ასე იქნება 2024 წლის ოქტომბერშიც

არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ამის დასტურია ცესკო-ს დაანგარიშებული შედეგები, რომლებიც დღეს გამოვაცხადეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებულ კვლევის შედეგებს, რომლის მიზანია, ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს რადი

ვახტანგ გომელაური - კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ

კრიმინალი გაიზარდაო - სტატისტიკა დაკლებულია, საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? - არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით. გომელაურმა ასევე ისაუბრა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმე გახსნილია. „გუშინ ნამდვილად ცუდი შემთხვევა მოხდა. გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი, ეს ერთი პირი ჩვენი დაცვის პოლ

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან

ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა. დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებ
×
×
  • შექმენი...