Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.852
  • comments
    0
  • views
    720.949

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტი შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები არ აღიაროს

ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა. ევროპარლამენტის წევრებ

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა. კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა

ალექსეი არესტოვიჩი - ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევ კონკურსში 32 კანდიდატია წარდგენილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრად 32 კანდიდატია წარდგენილი. ხუთივე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით უნდა აირჩიონ. კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: 1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი); წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ-კონსულტანტი. წარმდგენი: სოხუმის სახელმწი

"შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს" - ომბუდსმენი საკონსტიტუციოს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს წარდგენილი სარჩელები, რადგან მიაჩნია, რომ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს. ეს საქმეებია: გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით თანასწორად სარგებლობის უფლების შეზღუდვა; 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობების განხორციელებ

რუსებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს, მისი აფეთქების შემთხვევაში 80-ზე მეტ ქალაქი და სოფელი დაიტბორება: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუს

სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებულებიც. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკ

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან და ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. გლურჯიძე გუშინ, 19 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუაეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება წაუყენეს. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გლურჯიძის გათავისუფლების მოთხოვნით, გააქტიურა ცხელი ხაზი და საქმის კურსში ჩააყ

ჩეხეთის სასამართლომ გაამართლა რუსი ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელსაც ყირიმის ანექსიაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად

ჩეხეთის სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტის, რომელიც უკრაინის თხოვნით 2021 წლის სექტემბერში, პრაღაში დააკავეს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ არ არსებობდა რუსეთის მოქალაქის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა და მას პროკურატურა გაასაჩივრებს. რუსეთის საელჩოს პრესმდივნის ნიკოლაი ბარიაკინის თქმით, ფრანჩეტი თავისუფლებაზე უნდა დაელოდოს საქმი

ირაკლი კობახიძე - ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს

ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს. „ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდ

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდების მუხლით

კოლონიაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შეტყობინება ნავალნის სახელით გამოქვეყნდა მის სოციალურ მედიაში. სავარაუდოდ, საქმე აღიძრა ბრალდებით, თითქოს ნავალნი "პროპაგანდას უწევდა ტერორიზმს, საჯაროდ მოუწოდებდა ექსტრემიზმისკენ, აფინანსებდა ექსტრემისტულ საქმიანობას და ახდენდა ნაციზმის რეაბილიტირებას." გამოძიება ექსტრემისტულად მიიჩნევს ნავალნის თანამოაზრეების მიერ მართულ იუტუბის არხ "პოპულარულ პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ

ჯაბა სამუშია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნება არც ერთი დახურული კითხვა ან პრობლემა, რომელზეც კომუნიკაცია არ გვექნება ჩვენს სტუდენტობასთან, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშია განაცხადა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას და ყველა იმ პრობლემაზე მათი აზრის მოსმენას, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. „პირადად ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი უნივერსიტეტელისთვის, რომელსაც ამ კედლებთან აქვს დაახლ

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმას და დეიდაშვილს სანქციები დაუწესა

მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 19 ოქტომბრის ბრძანებულებით, ეს სანქციები გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. სანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის შვილი - ტატე (ტიტე) მამაცაშვილი; ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლი - ქეთევან ხარაიძე. სანქცი

ღარიბაშვილმა მსოფლიო ვარსკვლავების მომავალი კონცერტების დასაგეგმად შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გასამართ კონცერტებზე, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. "პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოშ

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური რყევები და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია. მანამდე ლიზ ტრასმა, რომელმაც 6 სექტემბერს დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა. "მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე", - განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა

ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა

ქართველი მოსწავლე ლიზა სადათერაშვილი FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა! ყოველწლიურად ამერიკაში სრული დაფინანსებით სწავლისათვის ამ პროგრამაში მოსახვედრად 22 ქვეყნის 35000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობს. წელს საქართველოს ლიზასთან ერთად 69 მოსწავლე წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიამაყით აღნიშნავს ლიზას მოხალისეობრივ საქმიანობას. ის ეხმარება ცხოველთა თავშესაფარს, ბავშვებს ქართულ ხელოვნებას ასწავლის და საქართველოს შესახებ მასპინძელ ქალაქში მოხსენებებს ატარებს. გილოც

რუსეთმა სირიიდან 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და С-300 სარაკეტო კომპლექსი გადაისროლა უკრაინაში - NYT

რუსეთმა სირიიდან უკრაინაში გადაისროლა S–300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ამის შესახებ New York Times-ი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში გაცნობიერებულ სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინაში რუსული ჯარები S-300 კომპლექსებს, მათ შორის მიწისზედა სამიზნეებზე დარტყმებისთვის იყენებენ. კერძოდ, ეს მოხდა 10 ოქტომბრიდან რუსეთის მიერ დაწყებული მასიური სარაკეტო დარტყმების პირველ დღეებში. როგორც გაზეთი აღნიშნავს, სარაკეტო სისტემა S-300-ის და რუსეთის ჯარ

ბერდია სიჭინავა ბესიკ დონაძეს - არ ჩამომათვლევინოთ, რა გაქვთ გაკეთებული თქვენი ხელისუფლების დროს (ვიდეო)

„თქვენი პოლიტიკური წარსული არ გამახსენებინოთ, თორემ გადმოგილაგებთ ახლა შედეგებს და არ ჩამომათვლევინოთ, რა გაქვთ გაკეთებული თქვენი ხელისუფლების დროს'' - ბერდია სიჭინავა „ევროპული საქართველოს'' წევრს, ბესიკ დონაძეს ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1574604699637901

სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით პრემიერ-მინისტრი ახალ კაპიტულაციას ამზადებს

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი შიშობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარჩულით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ახალ კაპიტულაციას ამზადებს და ქვეყანას ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენებს. "მეზობელ მტრულ სახელმწიფოებს არ სურთ მშვიდობა, მათ სურთ სომხეთის განადგურება, სურთ, რომ არცახი [მთიანი ყარაბაღი-რედ] აზერბაიჯანის შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ხელმოცარული

ანდრეი ერმაკი - უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს გააძლიერებს. „უკრაინამ უკვე გაანადგურა ნატო-ს მთავარი საფრთხის პოტენციალის თითქმის 50% - რუსეთის ფედერაციის სახით. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება აუცილებლად გააძლიერებს ალიანსს“, - წერს ერმაკი სოციალურ ქსელში. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 66 650 რუსი ჯარისკაცი, 2 567 ტანკი, 5 255 ერთეული ჯავშანტექნი

ილია დარჩიაშვილი - მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული - აქტიურად იქნა გამოყენებული მრავალმხრივი ფორუმებიც

ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს უსაფრთხოების, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობ

გერმანია გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა 2023 წლის გაზაფხულამდე მთელ უკრაინულ ბრიგადას - 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებს. „ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა მან. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების მიზნით ერთობლივი მისიის შექმნას ითვალისწინებს და

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინას შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი ჩავიდა. პრეზიდენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. კასისის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე შთაბეჭდილების შექმნაა. „კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი და კიევის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  

ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

ჩეხეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობით. მთავრობის სხდომაზე მე ვაგრძელებ წინადადებების გატანას სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ, რომელიც შეგვიძლია, გავცეთ. ორი კვირის წინ – თითქმის 400 მილიონი კრონის, დღეს კი – 22 მილიონი კრონის ღირებულების“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი „ტვიტერში“.

მედიის ცნობით, ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგაც გოგონა დაიღუპა

ირანის ქალაქ არდებილში უსაფრთხოების ძალებმა 15 წლის სკოლის მოსწავლეს, ასრა ფანაჰის სცემეს, რის შემდეგ გოგონა დაიღუპა. ინფორმაციას არდებილის მასწავლებელთა კავშირი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა სკოლაში რეიდი მოაწყვეს და სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარი განაცხადა. ირანის ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით კი, სკოლი
×
×
  • შექმენი...