Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.893
  • comments
    0
  • views
    722.038

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ლევან მურუსიძე - ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის

ჩემი მონაცემებით, ბესო ალავიძეს სურს რა, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, დაემთხვა ეს არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი სასამართლოს დისკრედიტაციისთვის, ფაქტობრივად ცდილობენ, გამოიყენონ ბესო ალავიძე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მურუსიძის თქმით, ბესო ალავიძის განცხადებები აბსურდულია. „ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა გახდეს სკანდალური, ვინაიდან აბსოლუტურად არის აბსურდული. ბესო ალავიძემ სხვადას

რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ შესწორებაში გამოთქმულია „სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავის

ყაზახეთის პრეზიდენტი - არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება გვაქვს

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ. „მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელ მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის

უკრაინული მედიის ცნობით, მილიარდერებთან დაკავშირებული სტრატეგიული კომპანიები სახელმწიფო საკუთრებაში გადადის, კერძოდ საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტანტინ გრიგორშინთან და კონსტანტინ ჟევაგოსთან დაკავშირებულ მსხვილ კომპანიებზე. როგორც უკრაინულ მედიას ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, 6 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე კომპანიის აქციები იძულების წესით გადავიდეს სახელმწიფოს კუთვნილებაში, მათ შ

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო

ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს

საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფ

სომხეთმა საქართველოდან რუსეთში საბორნე მიმოსვლის შეფერხების მიზეზი დაასახელა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საბორნე გადასასვლელის ამოქმედების შეფერხების მიზეზები დაასახელა. მის სიტყვებით, ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია მკაცრად აკვირდება, რუსეთისადმი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დაცვას. ქერობიანის თქმით, კომპანიისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი რამდენი ხნის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტვირთის გაშვება-არგაშვების თაობაზე. „ჩვენ გვინდა, რომ ეს კავშირი იყოს ისეთი სტაბილური და პროგნოზირ

ბათუმში თითქმის მილიონლარიანი ნაძვის ხის დადგმა იგეგმება - როგორ ემზადებიან ქალაქები საახალწლოდ

ბათუმის მერია გეგმავს, გამარტივებული შესყიდვით, 968 387 ლარად შეიძინოს საახალწლო ნაძვის ხე. შესაბამისი ხელშეკრულება 2022 წლის 4 ნოემბერს დაიდო საქალაქო ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის სამმართველოსა და შპს “აჭარგანათებას“ შორის. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ღირებულება საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, გადასახადებს მოიცავს. ასევე, ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრის უნდა იყოს და ის მიმწოდებელმა დამკვეთს 23 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბაროს. გამარტივებულ შესყიდვის აუ

თურქეთმა რუსეთის სამხედრო გემები შავ ზღვაში არ შეუშვა, ისინი ვლადივოსტოკში ბრუნდებიან

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა. წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ. როგორც შავი ზღვის სტრა

გიორგი კეკელიძე - 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს

გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს, - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მისივე განცხადებით, 100 საუკეთესო სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით.  "მათთან ერთად მეც ვიქნები. გარდა ამისა, 100 საუკეთეოს სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია გალფის და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, გან

უკრაინის გენშტაბის ცნობით, განადგურებულია ბატალიონ "ახმატის" 30-ზე მეტი წევრი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "და

5 ივლისის ძალადობის საქმეზე 16 ჟურნალისტი სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

2021 წლის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ თავდასხმების დროს დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ. 16 ადამიანი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. მათი სახელით სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოამზადა. "დღევანდელი მოცემულობი

უკრაინაში მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მისი პანაშვიდი თბილისში იმართება, ხუთშაბათს კი დაკრძალავენ. ლევან სახელაშვილის პანაშვიდი "კარგი ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი იყო. იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის. 2006 წლიდან ერთად მოვდივართ, აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით", - უთხრა "მთავარ არხს" ლევან სახელაშვილის მეგობარმა. უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს იქ ათეულ

რუსეთის უშიშროების ცნობით, წლის მესამე კვარტალში რუსები ყველაზე მეტად აფხაზეთში ჩადიოდნენ

2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონ

უკრაინელებმა სამხრეთით დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს. ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს. „დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ სარდლო

ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა,

რომის პაპი - სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები

სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი - 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ - და ასევე გაყიდონ იარაღი! - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა. რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდებიან

ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა. „ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი ს

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება

ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება დედაქალაქის მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაციისთვის ემზადება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. მედიის ცნობით, მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა რომან ტკაჩუკმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ არსებობს მთელი ენერგომომარაგების სისტემის გამორთვის რისკი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ დარტყმებს მიაყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ტკაჩუკის თქმით, ქალაქის ხელისუ

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტბა ვიქტორიაში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ტბის მახლობლად მდებარე აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. ავიაკატასტროფის დროს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო. მაშველები მგზავრების გამოსაყვანად ტბაში ნავებით შევიდნენ, რადგან წყალში ჩავარდნის შემდეგ, თვითმფრინავის ნაწილები თითქმის მთლიანად ჩაიძირა. თვითმფრინავის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.  

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და „პარიზის მშვიდობის ფორუმში“. „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის

ევროკომისია მომავალ კვირას უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა მაკროფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა, საუბარი ეხებოდა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მნიშვნელობა, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სანქციების გაზრდის საკითხი და ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს აგრესიას.

კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს

კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს. „უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ. კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს. არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვა
×
×
  • შექმენი...