მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვაკეთებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერა იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინაშე მოწყვლადები არიან.
„უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული უზრუნველყოფ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება - ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს, - ამის შესახებ საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიციმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხა
უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ელჩის თქმით, გაერო-ს წესდების შესაბამისად, უკ
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონს „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით განიხილავს.
როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა წაართვას.
„ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდ
გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმარ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზ
საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათედრალის მოედანზე ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივისაცემად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,მინდა ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ მსურდა ეს მომე
რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა. ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეულ პირებსა და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირების საკითხებს და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინი არასწორად იქნა თარგმნილი.
მისი თქმით, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა.
„რაც შეეხება ინფ
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებაა.
ასოციაციის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.
„მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ
24-25 აპრილს, პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენცია (EUSC) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.
ასევე, შალვა პაპუაშვილის ორმხრივი შეხვედრები იგეგმება, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ისე პარლამენტის წევრებთან.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნ
მოსამართლეების პროფესიონალიზმი, სრული დამოუკიდებლობა და მყარი, ჯანსაღი სასამართლო სისტემა 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის უზრუნველყოფისთვის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომელიც რთული და გამოწვევებით სავსეა, პროგრესი განიცადოს.
„ჩვენ ქართულ მხარესთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას, მისი საკონსტიტუციო უფლებაა შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეიწყალოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი მედ
ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განმარტავენ, ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო.
მათივე ცნობით, აქ
ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია “მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, “არაფერია ახალი იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები “ქართული ოცნებისთვის“ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია“.
“ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის ფასეულობებია, რაზე
2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ, ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ამასთან ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთა
აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
„ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთან
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ადამიანს ვირუსი გადატანილი აქვს და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება.
„ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ
გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, - "თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს".
როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს სამართლიანად არ აპატია - გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მ
”პარტია “საქართველოსთვის” პირველივე დღიდან ჩართული იყო ყველა სამუშაო ჯგუფში, ყველა კომისიაში, რომელიც შეიქმნა 12 რეკომენდაციის ირგვლივ.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის”
10000000_640533634654082_2751868758975209873_n.mp4
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესზე პროტესტი პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოხატეს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის საქმიანობის მოსმენა მიმდინარეობს.
"სოლიდარობა მწერლებს," "დამოუკიდებლობა კინოცენტრს", "არა ცენზურას", "კინო საფრთხეშია", "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია", "ყოველ სამ კაცში ოთხი მოღალატეა" - ისინი ამ შინაარსის საპროტესტო გზავნილების მქონე წარწერების მაისურებით მივიდნენ კომიტეტზე, რის შემდეგაც თავმ
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა და მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნე
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პ
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.
„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.
ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
არჩევანი ჩვე
”ის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ცალსახაა, რადგან დიდ ეკონომიკურ ბაზართან გვაქვს საქმე. თუმცა უცნაურად გაჟღერდა ტერმინი - სტრატეგიული თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები კონსტიტუციით არის უკვე განსაზღვრული ნატოსა და ევროკავშირის სახით. ვინ გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორის შეცვლა? რისთვის არსებობს პარლამენტი და კონსტიტუცია, ჩვენი ისტორიული არჩევანი? რა ხდება? კურსს ვცვლით ჩვენი ქვეყნის საგარეო სტრატეგიული პარტნიორობის?”
ანა ბუჩუკური, პარტია "სა