Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.512

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

PSC-ის დელეგაცია - ბევრი დრო არ არის - ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ

ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში PSC-ის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023

POLITICO: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას

გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს. როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მის

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გასცემს

დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“. მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი

POLITICO: აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, თუ ანტიდემოკრატიული ნარატივი შეიცვლება

POLITICO-ს ცნობით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. გამოცემამ მოიპოვა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი, რომელშიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა საუბარი. Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მ

Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად

ამერიკულმა გამოცემა Politico-მ 2022 წელს, ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ვიდეომიმართვაში, რომელიც Politico-ს ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ყველაზე გავლენიანი იქნებიან მომავალ წელსაც, მაგრამ უკვე მშვიდობიან დროს. ზელენსკიმ ნომერი პირველი უწოდა უკრაინის არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მეგობრებს ევროპაში.   უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 202

Politico - ჯო ბაიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრა

POLITICO - საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშის თანახმად, უკრაინასთან ვლადიმერ პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას, - ამის შესახებ აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში სათაურით: „საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება“. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა ურთიერთობები ა

Politico - საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ

საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოები „ტელეგრამის“ დამფუძნებლის ძმასაც ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის ადმინისტრაციულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემამ მოიპოვა. Politico-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოებმა „ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვისა და თანადამფუძნებლის, მისი ძმის, ნიკოლაის დაკავების ორდერები მარტში გამოსცეს. დოკუმენტში მითითებულია, რომ „ტელეგრამთან“ დაკავშირებით საფრანგეთის მიერ საიდუმლოდ ჩატარებული გამოძიება იმ

Politico - პენტაგონი Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე უკრაინელი სამხედროების აშშ-ის ტერიტორიაზე გაწვრთნას განიხილავს

პენტაგონში Patriot-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების შეერთებულ შტატებში მდებარე სამხედრო ბაზაზე გაწვრთნის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა Politico აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წვრთნები ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის უამრავი სისტემის გამოყენებაზე გაიარეს, მათ შორის აშშ-ის წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემაზე, აღ

Politico - კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყონვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ

Politico - ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აღნიშნულ საუბარში მონაწილე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით. ბლინკენმა მათ უპასუხა, რო

Politico - ევროკავშირმა, მთლიანობაში, 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა, მთლიანობაში, 68 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, - ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აქტივების დიდი ნაწილი (50 მილიარდი ევრო) ბელგიასა და ლუქსემბურგში (5.5 მილიარდი ევრო) დააყადაღეს და ამ ორ ქვეყანაზე, გერმანიასთან, ირლანდიასთან, იტალიასთან, ავსტრიასა და საფრანგეთთან ერთად, გაყინული აქტივების 90%-ზე მეტი მოდის. Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსეთის ეროვნული რეზერვები, შესაძლოა,

Politico - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, - ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას. Politico

Politico - აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს

აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში. “ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’

POG: ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის 20-წლიან პატიმრობას გავასაჩივრებთ, უვადოს მოვითხოვთ

პროკურატურა სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობის ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. უწყების ცნობით, პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს საა

POG: გამოძიების ფარგლებში დაილუქა არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს „ცალკეული პოლიტიკური პარტიების” წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცესკოს „შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციი

PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციოშიც მოიგეს

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს. ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მათი თქმით, სხდომის თავმჯდომარე იყო ირმა პერანიძე, ხოლო მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი. საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე. პუბლიკა

PHOTO: Lamborghini Aventador ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაში

ავტორი ლუკა ბერიძე   მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიათი და მთლიანად "ნაპოლით" აღფრთოვანებულმა Garage Italia-მ  Lamborghini Aventador SVJ-სთვის სპეციალური შეფუთვა შექმნა.   მანქანის მაკეტში, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის "ნაპოლის" ფორმის დიზაინშია და ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა "აცვია".    

PHOTO: “ახლა თქვენი დროა” - ხვიჩა კვარაცხელიამ მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას წარმატებები უსურვა

ავტორი გიორგი ჭანტურია Aa     როგორც მოგეხსენებათ, UFC 298-ზე ორი უდიდესი ქართული ბრძოლა შედგება. სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. სატიტულო ბრძოლაში კი ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკის  შეხვდება. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ბრძოლების წინ ბიჭებს წარმატებები უსურვა. იხილეთ ფოტო:  

PACE-ს წარმომადგენლები - ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები

PACE-ის მომხსენებლები საქართველოში ჩამოდიან დათქმით, რომ ვიზიტი არაა „ოცნების“ ლეგიტიმაცია

14-16 იანვარს საქართველოს ეწვევიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC). ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტი PACE-ის მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანები

OSCARS 2023 - გამარჯვებულები

ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ჯიმი კიმელი იყო. წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდოს, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და სცენარის, მფლობელი დენიელ ქუანისა და დენიელ შაინერტის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა. მიშელ იეომ, ამ ფილმის ვარსკვლავმა მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო და გახდა პირველი აზიელი მსახიობი და მალაიზიაში დაბადებული პირველი შემსრულებელი, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო. საუ

OCCRP „ოცნების“ თავდასხმებს პასუხობს – რუსეთში ივანიშვილის ოჯახის ქონებაზე გამოძიების შესახებ

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ მიერ ბოლო წლებში რუსეთში ქონების შეძენის შესახებ ახლახან გამოსული გამოძიების ერთ-ერთი ავტორინ – „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ [OCCRP] – ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომელთა მტკიცებით გამოძიებაში მოცემული მონაცემები „ყალბია“. ორგანიზაცია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ხასიათის არ არის და არანაირი პოლიტიკური ინტერესი საქართველოში არ აქვს. ამავე განცხადებაში OCCRP აღნიშნავს, რომ

NGO-ები: შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება წინასწარ დაგეგმა. ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა და ლონდა თოლორაიამ წარადგინეს მათ მიერ გაანალიზებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. „აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრა

NGO-ები: რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა, სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციის ორგანიზატორებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულ და აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიყვებიან. გუშინ 8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს. ღვინიანიძ
×
×
  • შექმენი...