ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ თავად იუწყება.
„სასიამოვნოა კიევში დაბრუნება. სადაც ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს ყოველდღე იცავენ. ამიტომ, ეს არის ღირსეული ადგილი „ევროპის დღის“ აღსანიშნავად“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ის მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინაში 9 მაისის „ევროპის დღედ“ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა კიევის
რა თქმა უნდა, გაფართოების თემა დღის წესრიგის სათავეში იქნება, მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, სანქციების მე-12 პაკეტს, ანუ სხვადასხვა საკითხის ფართო სპექტრს, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, „ეს გარანტიაა, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით იქამდე ვიდგებით, ვიდრე საჭირო იქნება“.
ურსულა ფონ დერ ლაიენი შეხვედრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის ოფიც
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინის ენერგო სისტემა რუსეთის თავდასხმების გამო აღმოჩნდა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს.
„ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სთხოვს, გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. ამის შესახებ მან ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს.
“თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ?” , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ცდილობდნენ, რეგიონზე
პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის მოწოდებული, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდება.
„სანქციების მე-11 პაკეტში ჩვენ გ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, “ევროპის დღის” აღსანიშნავად კიევს ეწვევა, - ინფორმაციას CNN-ი ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 9 მაისს „მეორე მსოფლიო ომში“ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის ნაცვლად „ევროპის დღეს“ აღნიშნავს.
ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც “გამარჯვების დღის“ ერთი დღით ადრე, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებს.
რაც შეეხებ
ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მა
ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც ლაიენმა აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.
„როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გ
ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს, - აღნიშნული განცხადება დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
„უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემ
უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე არ იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.
“სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკ
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ამ ქვეყნისგან სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ოფიციალურ კიევს იმაში, რომ ალიანსში გაწევრიანების გზა, რაც შეიძლება მალე გაიაროს.
მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ უკრაინის სურვილი გახდეს არამარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი ქვეყანა, ასრულდეს.
„ჩვენ გვაქვს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტთნ, ვოლოდიმირ ზელენსკისთნ ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. სანამ რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები
ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.
“ევროკავშირი
უკრაინას გამარჯვება შეუძლია, მაგრამ მას მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინას შეუძლია ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ მათი წინააღმდეგობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ ის, რომ ამ ბრძოლით მათი შვილები უკეთეს მომავალს მიიღებენ.
„უკრაინის საუკეთესო მომავალს ევროპა ჰქვია. დიდი სიხარულ
ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, გააგრძელეთ წინსვლა და იყავით მკაფიო რეფორმების გატარების პროცესში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ესპანეთის ქალაქ გრანადაში განუცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
„ჩვენ შევაფასეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ გასაკე
უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს.
"სამართლიანი მშვიდობა ასევე პასუხისმგებლობას მოიაზრებს. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ავტორი - გივი ბარამიძე
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია.
„ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა
ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით.
პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია.
საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი.
გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ა
მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი.
ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას გობს და მხარეებს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
”მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, - წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.
მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად.
შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გმობს.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები“ გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
განცხადება გაავრცელა ნიდერლანდების საგარეო საქმ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პრ