Jump to content
Planeta.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ახალი მომენტია, ცვლილების ქარია


ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც ლაიენმა აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.

„როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების ქარია, რომელიც ევროპულ ოჯახს აახლოებს”,- აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა დროა ბოსნია და ჰერცეგოვინაც “წინ წავიდეს”.

“გულწრფელები ვიყოთ, ერთი წლის წინ შეუძლებელი ჩანდა, ვერ ვიფიქრებდით, რომ კანდიდატის სტატუსს მივაღწევდით. და მაინც, დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად სარაევოში, ჩვენ შეგვიძლია თქვენი მიღწეული კანდიდატის სტატუსი აღვნიშნოთ”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...