საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
„აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორის
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ერთი წლის წინ მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. რუსეთმა დაიწყო სასტიკი ომი სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ. ის, რაც მათ ჩაიდინეს არასდროს ეპატიებათ და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ერთი წლის შემდეგ, უკრაინა განაგრძობს გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. მოძმე უკრაინელებო, ლიეტუვა ბოლომდე თქვენთან არის, თქვენს გამარჯვებამდე“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.
ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, კანონპროექტი არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.
„საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი საფუძველი მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.
საელჩო „დაჟინებით“ მოვუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.
ამასთან აშშ-ის საელჩო მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, „გულწრფელად ერთად იმუშაონ“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის
ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
ის, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ.
მან ასევე ისაუბრა კანდიდატის სტატუ
რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მინსკში აცხადებენ, რომ ბელარუსი ზარალს განიცდის სანქციებისგან, ზეწოლისგან და დასავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან.
ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებით, ეს არ არის სიახლე არაბირთვულ და ბირთვულ სახელ
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მისივე თქმით, თბილისის მერია საკითხის მოსაწესრიგებ
პარტია "საქართველოსთვის" მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"პარტია "საქართველოსთვის" სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ მოქმედ ბეტონის საწარმოს ფუნქციონირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის საკითხს. ასევე გვსურს, სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოვუცხა
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც ითხოვს, თავადაც გადასარევად ხვდება, რომ ეს არასწორია, მათ შორის არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა.
„სასამართლო ხელისუფლების
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა.
აღჭურვილობის გადაცემა პროექტების – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და “საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)” ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 57 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 69-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.
უკრაინის გენერალური შტაბის ი
დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ.
ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უკრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.
ამავე დროს, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ლეოპარდ 1-ის“ მოდელის ასამდე ტანკს გადასცემს. აქედან 80 ტანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში წლის ბოლომდე იქნება.
„დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.
მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ.
„ოპოზიცია რაზე წუხს, არ ვიცი, რა ადარდებთ, რატომ არ ვიძიებთ ამ საქმეს? ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი სა
ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომელმაც უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.
მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც
მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორ
უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.
უკრაინულ მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პ
წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა სხდომათა დარბაზში, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ივაჭრა, მათ დარბაზი დატოვეს.
„რაც ვნახეთ დარბაზში, ეს არის ვაჭრობა და ხალხის
დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.
„სამაშველო ოპერაცია დნეპრის რეგიონში დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დევიდი, რომელიც ექვსი წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. 11 წლის დენისი ასევე მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. ათი წლის კირას ნაღმის აფეთქებისგან ტრავმა აქვს. რუსულმა რაკეტამ ორი წლის გოგონა, ლიზა მოკლა. მტკივნეულია ასეთი ცნობები
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.
ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
"კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს," - აამის შესახებ ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოება დაცვა მთავარი ღირებულებაა.
"ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა
სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გ
ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოლითის, ვახანის, ლეღვანისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
შექმნილ ვითარებას ადგილზე ხარაგაულის მერი გაეცნო.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები დაიწყება.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლია