Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.087.872

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო

ბლინკენი ნეთანიაჰუს: ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონის მხარდაჭერას უდასტურებს. თელ-ავივში ჩასულმა ბლინკენმა ნეთანიაჰუს უთხრა: „ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ“. მისი თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ ყოველთვის მის გვერდით იქნება. თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრ

ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, მთავრობა არაფერს აკეთებს — თამუნა ბებუა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ბიძაშვილის, თამუნა ბებუას განცხადებით, აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება. თამუნა ბებუას თქმით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. „რეალურად, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ირაკლის გასათავისუფლებლად“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ თამუნა ბებუამ. თამუნა ბებუას თქმით, სუს-ის ანალიტიკურ სამსახურს ირაკლი ბებუას ოჯახთან აქტიურ კომუნიკაცია აქვს და სამი წელია აიმედებს, თუმცა, უშედეგოდ

ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას უნდა ველოდოთ - „სენტა ოილი“

ბენზინის თვითღირებულება 20 თეთრით უკვე გაიზარდა - ამის შესახებ „სენტა ოილის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, საწვავის თვითღირებულების ზრდა, შემდეგ უკვე საცალო ქსელზე ისახება, შესაბამისად, თუ ყველა სხვა ფაქტორი უცვლელი დარჩა, ბენზინი 20 თეთრით გაძვირდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა.  

„შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. „მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსდამი აშშ-ის ურყევ მხარდამჭერას“, – წერს ზურაბიშვილი. 9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ე

აკაკი გვიანიძე - გიორგი გახარია ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერია (ვიდეო)

"ყველა კვლევებით, გიორგი გახარია, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერია".  აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი გადაცემაში "მთავარი აჭარაში“ 359846200_579255611042981_3264690013925701114_n.mp4

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში დააკავეს საკრუიზო რუსული გემის პროტესტის გამო, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. რუსეთიდან წამოსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს შევიდა. მოქალაქეები მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 23 მოქალაქე დააკავა. პუბლიკა

კონტრაბანდული სიგარეტის საქმეზე აგარის პოლიციის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. როგორც რადიო „მოზაიკა“ იუწყება, საუბარია იოსებ გელაშვილზე, რომელიც აგარის პოლიციის უფროსია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულს დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას ედავებიან. უწყების ცნობით, მისი საცხოვრე

რეალური მიზეზი, თუ რატომ იყო ამოთხრილი ბაობაბები 2 წელი კენიაში გაჩერებული

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია 8 ბაობაბის გახმობაში ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი “ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების” გამო პროვოცირებული სამართლებრივი პროცესების შედეგად კენიაში ხეებს ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ, რამაც მოგვიანებით ისინი გაახმო. სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები კენიაში მართლაც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად ამის მიზეზი არა ივანიშვილის ქართველი ოპო

ლანდსბერგისი: „ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მოსახლეობის წინააღმდეგ.

პრეზიდენტი - საქართველოს ძლიერი და მებრძოლი ქალების დიდი ისტორია აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, "ოქსფორდის კავშირში" "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ყურადღება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფე

2022 წელს გაცემულია 10 822 მშენებლობის ნებართვა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროც

ანა ბუჩუკური - არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი

არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“. ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრა

წმინდა სინოდი მორიგ სხდომას 14 თებერვალს გამართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მ

„გვჯერა, არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს" - თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები მიმართავენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები ღია წერილით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ თალაკვაძეს, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს და შეეწინააღმდეგოს მის მიღებას საქართველოში. გთავაზობთ განცხადებას: „ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და

„ეს კანონი უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს“ — „იმედის“ ჟურნალისტი რუსა შელია

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს. „არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია. საქართველოს პარლამ

„შოკირებული ვარ“ – გრეგოროვა ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

ევროპარლამენტის წევრი მარკეტა გრეგოროვა ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. ზურაბიშვილის გამგზავრება არ იყო შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან. „ქართულ ოცნებაში“ ეს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიეს და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადეს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტ

ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტსა და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას. ipn

ევროკავშირი მოგზაურობის წესებს ცვლის - მიზეზი უსაფრთხოებაა

ევროკავშირი საზღვრის მართვის ორი ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემასა (ETIAS) და შესვლის/გასვლის სისტემებზე (EES). ორივე სისტემა მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროპული უსაფრთხოება და მათი უსაფრთხოება, ვინც მოგზაურობს. ETIAS არის შესვლის ახალი მოთხოვნა მოგზაურებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად ხანმოკლე ყოფნისთვის. მათ შორისაა შენგენის ზონის 27 ქვეყანა, ასევე ბ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა. „ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა!“, - წერს გიგა მაქარაშვილი. ცნობისთვის, ერნესტ მაჭარაშვილი 25-ე ქართველი სამხედროა, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა. პალიტრა

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელი დანეილ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარიზის გრანდ სლემზე გასული წლის შედეგი გაიმეორა. პარიზში კიდევ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. IPN

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან. რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც. „ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ

სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს. „თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდე

შვედეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას

შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა. დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან. კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კო

ბერდია სიჭინავა - შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის “ტექნიკური თავმჯდომარე”

შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის “ტექნიკური თავმჯდომარე”, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.   მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი უფუნქციოა.   "საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი ფორმალურად ჰქვია, თორემ ოცნებაში “დიდი ბიჭები” ისე წყვეტენ საკითხებს, პერსონალურად მას არაფერს ეკითხებიან. დარწმუნებული ვარ, ბატონ პაპუაშვილს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან “ოცნებაში” თან
×
×
  • შექმენი...