Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.769

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიხეილ სარჯველაძე - ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება, მომდენო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება

იმისთვის, რათა ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მოვუწოდებ, რომ მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს საკმაოდ მაღალია. „დღეიდან კანონის ძალით საქართველოში იურიდი

დიმიტრი ცქიტიშვილი - დასანქცირებული ხელისუფლება ძალიან დიდი დაღია ქართული სახელმწიფოსთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ხელისუფლება (ვიდეო)

“ოცნებას” კონსპირაციული თეორიები სჭირდება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. დასანქცირებული ხელისუფლება ძალიან დიდი დაღია ქართული სახელმწიფოსთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ხელისუფლება. დიმიტრი ცქიტიშვილი, partia "gaxaria saqarTvelosTvis" wevri. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2945104902296745/

პრემიერი მიხეილ ჯანელიძის და თინა ხიდაშელის შეთავაზებაზე - ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა, თუ სურვილი აქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ საჯარო დისკუსიაში

ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სურვილის შემთხვევაში, დისკუსიისთვის მზად არის. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს ს

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელო

ბეა გაზდელიანი: განყოფილებაში მეუბნებოდნენ, შენზე ვიცით, სტრიპტიზს რომ ცეკვავ ჩახდილიო

ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს. გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი აქვს. სხდომის დაწყებამდე ქალმა ჟურნალისტებთან თქვა: პუბლიკა

არჩევნების ლეგიტიმაციისთვის არ ვარ ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა – ბერსე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობა არა მისი, არამედ სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა და თბილისში ამისთვის არ ჩამოსულა. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მ

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები თავიანთი არჩევანის გამო ისჯებიან - ბუნიათიშვილი CNN-თან

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ევროპული არჩევანის გამო ისჯებიან. მისი თქმით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ქუჩაში გასული ადამიანების წინააღმდეგ სჩადის, მტკივნეული და გულდასაწყვეტია.   ტვ პირველი

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები - დაინიუს ჟალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ. ისინი მეტეხის ხიდზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ჯაჭვში ჩაერთნენ. მანამდე ევროპარლამენტარები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ შეხვედრა გამართეს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთანაც. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტ

უილსონი: 3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 3 იანვარს, როდესაც ახალი სენატი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონრეგსში და ის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს. „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყ

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი

აშშ-ში TikTok-ი გაითიშა

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა. აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ. “ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“, - აღნიშნულია შეტყო

ვხედავთ დაჩოქებას მოსკოვის მოთხოვნებისადმი — ატლანტიკური საბჭოს წევრი „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი აღნიშნავს, რომ არსებითი საფუძველი არსებობს, ამერიკისა და ევროპის მთავრობებმა არ აღიარონ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომ საქართველო უჩოქებს მოსკოვს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ურთიერთობები არასწორი გზით მიდის. ამის შესახებ დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევითა და სტუმრებში „ქართული ოცნების“ ვე

SJC-ის შეფასებით, თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 18 იანვარს, თემქის პოლიციის შენობასთან დემონსტრანტები არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გაათავისუფლონ ისინი, ასევე, საზოგადოებას მიწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაკავების წინაპირობებზეც. მართალია, მათ პოლიციამ მოუწოდა, არ დაეფარათ სახე, რასაც ისინი მიზანმიმართულად არ დაემორჩილნენ, თუმცა, როგო

„ოცნების" პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც გრანტების გასაცემად სსიპ შეიქმნება

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით, 85 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება. სსიპ-ის მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, გრანტების გაცემა. „ოცნების“ მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მი

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან იმუშავებენ, სადაც ირანიდან ჩატანილი უპილოტო თვითმფრინავებია ბაზირებული. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, შეხების ზოლის გასწვრივ რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და ათი საავიაციო იერიში განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რომელსაც სააგენტო УНІАН-ი ავრცელებს, რუსეთის არმიამ უკრაინის არმიის პოზიციებზე, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ენერგეტიკული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაზე განახორციელა 2 სარაკეტო და 10 საავიაციო თავდასხმა, წერია გეშტაბის მიერ 18 საათისთვის გავრცელებულ ცნობაში. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის არმია განსაკუთრებით ძალისხმევა მიმართულია ბახმუტის და ავდეევსკის მიმართულებით, რათა განიმტკიცოს ტაქტიკური პოზიცია. რუსეთის არმია თავს იცავს ნოვოპავლოვი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებს“ 49, „დემოკრატებს“ კი 48 მანდატი აქვთ. „დემოკრატებს“ სენატში უმრავლესობის მოსაპ

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო

პირველად მონარქის სტატუსით, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ, ხსოვნის კვირის აღსანიშნავად, ლონდონის კენოტაფი გვირგვინით შეამკო. ორწუთიანი დუმილის დასაწყისად, დილის 11 საათზე ბიგ-ბენმა 11-ჯერ დარეკა ზარი. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ხსოვნის დღის ცერემონიას მეფე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაესწრო. ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ მეორეს, ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე სამეფო კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნდა.  

მერიას იმ მოზაიკის აღდგენა სურს, რომლის გაჭრაზეც თანხმობა თავისივე სამსახურმა გასცა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან, რომლის მოზაიკის ფასადზეც 4 ფანჯარა მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობით გაჭრეს. მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ მოზაიკის ფასადს მინიჭებული არ ჰქონია ისტორიული ძეგლის სტატუსი და სწორედ ამიტომ მასზე მკაცრი რეგლამენტი არ გავრცელებულა. ყოფილი „მიონის“ შენობის მოზაიკაზე ფრანგული აივნები გაჭრის შესახებ ინფორმაცია 14 ნოემბერს გაავრცელა ქართული მოზაიკის

გერმანიის ელჩი - სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს

როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება თუ {კანონპროექტებს} ვენეციის კომისია გადახედავს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საქართველომ უნდა გადაგზავნოს თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში. რაც შეეხება საქართველოს შანსებს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, პიტერ ფიშერი განმარტავს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთი

ხაშურის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ორი პირი დააკავა

ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მონასტერში ორი პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. როგორც ცნობილია, დაშავებულია მონაზონი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.   ავტორი - ნინო ფისაძე

ანდრეი ერმაკი - თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს და მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად - თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში

თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება. ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. „ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნ

ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ბრეგაძის განმარტებით, ამჟამინდელი მდგომარეობით პაემნებისთვის სრულწლოვანი პატიმრები 60 ლარს, არასრულწლოვანი პატიმრები კი, 30 ლარს იხდიან, რაც ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად გაუქმდება.

12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას

12 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფორმატში განაგრძობენ მუშაობას. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ანუ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ ჩართული ქვეყნების ს

ვოლოდიმირ ზელენსკი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, შეიარაღების მიწოდება გაზარდონ

უკრაინის პრეზიდენტი რიგაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) თხოვნით მიმართავს, რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება გაზარდონ. შეხვედრა, რომელსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, ნატო-ს ათი მოქმედი და ორი მომავალი წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, გაზრდილი საბრძოლო მზადყოფნის ერთგვარი სამხედრო გაერთიანებაა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმართა და პრემიერ რიში სუნაკს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობ
×
×
  • შექმენი...