Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.882

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხს დააყენებს

უკრაინა დღეს რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენი კითხვა მარტივია: აქვს კი უფლება რუსეთს, რჩებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად და საერთოდ, იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში? ჩვენ გვაქვს მტკიცე და არგუმენტირებული პასუხი, არ აქვს უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს მას შემდეგ, რაც ის თავისივე წამო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფრონტზე არსებული ვითარება სამხედრო მეთაურობასთან განიხილა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი კვლავ ბახმუტი, სოლედარი და კრემენაიაა. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მომავალ წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე - ახლა ყველაფერს ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს

ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც ოკუპანტი სულ უფრო მეტ და მეტ თავის ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. მაგრამ ახლა, როგორც ამ 346-დან თ

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე - არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი - ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია

მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოცხადება იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად კი, მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურები წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებ

შალვა პაპუაშვილი - ქართულ პოლიტიკაში ბევრია, ვინც პარაზიტობს უკრაინის თემაზე, როდესაც აქციას აანონსებ და შემდეგ მიდიხარ კიევში, რომ იქიდან პირდაპირი ჩართვები განახორციელო, სწორედ ეს არის პარაზიტობა

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებვიან საქართველოში. „რაც შე

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია - თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, ფასები გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. „ფარმაცევტუ

ანდრეი კასიანოვი - ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. „ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რასაც უკრაინელები თავიანთი პოზიციების დასაცავად იყენებენ

დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „მუდმივად ვიმყოფები კავშირზე ჩვენს მეთაურებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიტუაციას აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, დონბასში. ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად“, - ა

დმტირო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტის ფაქტი გამოიძიოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის გარემოებები გამოიძიოს. "საშინელი ვიდეო, სადაც ჩანს უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან თქვა : "დიდება უკრაინას". კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ომი არის გენოციდი. აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარინ ხანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ საზა

სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

როგორც იქნება თავის დროზე გეტყვით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი პერსონალური წყენა არ გააჩნია. „არა, არანაირი პერსონალური არ არის, არა. ჯერ ბევრმა ვერ გაიგო, რომ იმ დღეს, როდესაც მე აქტიურად შევედი პოლიტიკაში... წყენა არის პიროვნული ურთიერთობების კატეგორია და ა

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტზე - უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციის დემონსტრირება იყო მის ამოცანა - არ ვიცი, რამდენად აქვს შეფასებული პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც შესაძლოა უწევდეს

დავინახე, გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ, ის სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი თითქოს იყო ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად ოპოზიციას გულშემატკივრობს და მისი ამოცანა ხელისუ

პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც პროკურორის ყალბი სტატუსით სარგებლობდა და დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ირაკლი ცირეკიძემ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარ

შალვა პაპუაშვილი ინიციატივით გამოდის, საპარლამენტო ინსტრუმენტზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პარლამენტში შეიტანოს საკანონმდებლო წინადადება, გარკვეული რეგულაციები დაწესდეს

რეგლამენტით გათვალისწინებულია ე.წ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, შემოიტანოს, ჩვენ, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით, როდესაც განვიხილავდით რეგლამენტს, გაკეთდა ამ ინსტრუმენტის ანალიზიც და ჩანს, რომ, თუ არ ვცდები, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში 500 საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, საიდანაც გაზიარებული იქნა, საბოლოო ჯამში, სამი თუ ოთხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პაპუ

ნანა მახარაძე - ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ქვეყნის მომავალი - დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენაა

ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბი

სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია 5 პირი – პროკურატურის განცხადება ქოლცენტრების საქმეზე

საქართველოს პროკურატურა ქოლცენტრების სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, თაღლითური ონლაინ პლატფორმებისა და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად ერთ-ერთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა - ქსელი, სავარაუდოდ, 2019-2021 წლებში მოქმედებდა და, მინიმუმ, 33 000 ადამიანს €89 მილიონის ზარალი მიადგა.   უწყების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებუ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც დეკანოზი წერს, ინფორმაცია, თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არასწორია. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

რამდენ ხანს იმოქმედებს და რა იქნება ETIAS საფასური, რომლის გარეშეც მომავალი წლიდან ევროკავშირში ვერ იმოგზაურებთ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვლება მომავალი წლიდან ევროკავშირში მგზავრობის მსურველთათვის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზ

დათოს ისრაელში გულზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება - ტურაშვილის შვილი

მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი შვილი, ანაკო ტურაშვილი facebook-პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის.

ვაგრძელებთ პროტესტს და მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები

მთავრობის სხდომის პარალელურად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა პრემიერის განცხადება, რომ ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს მათთვის საჭირო მედიკამენტის დაფინანება, გააკრიტიკეს. მშობლები ამბობენ, რომ აგრძელებენ პროტესტს თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე და მოითხოვენ პრემიერთან შეხვედრას. ერთ-ერთი მშობლის თქმით, არასწორი იყო პრემიერის ის განმარტებაც, თითქოს სხვა ქვეყნები თავს იკავებენ ამ მედიკამენტის გამოყენებისგან. მისი თქმით, მათ შორის, აშშ-მა

წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი - გამზირის კიდეებში

აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლი გზის შუაში განთავსდება, მეორე მონაკვეთზე კი ე.წ. ბასლაინი გამზირის კიდეებში მოეწყობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუმარტეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი მთლიანად წერეთლის გამზირს მოიცავს. კერძოდ, მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ზოლი შუაში განთავსდება შალიკაშვილის ხიდიდან ევდოშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამზ

ყოველწლიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის 06:00 სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის – ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. „გვირაბის ქობულეთი-ბათუმ

შეიძლება ჩვენ თავად ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე - მდინარაძე PES-თან თანამშრომლობაზე

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, მათ თავად გადახედონ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან“ (PES) თანამშრომლობას, თუკი ისინი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის გამო, „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ და იფიქრებენ თანამშრომლობის შეჩერებაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ჯგუფის უფლებებს იცავს, მაგრამ მისი შეფასებით, პარტია „უარს არ ამბობს ეროვნულ იდენტობაზე“ და „არ ეწევა პროპაგანდას“. ამ მიზეზებ

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკულია ერთი პირი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი. პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს. „ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი
×
×
  • შექმენი...