Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.025

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი. ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.   ipn

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი

რას ჰყვება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ტურისტი ქალი

ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა. პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლ

სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის საფუძველი — ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში გა

„რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება“ — ნათია მეზვრიშვილი 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისსავე გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელში. დამატებით ინფორმაცია შეწყალებულთა შესახებ უცნობია. მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა. „რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქ

სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ ავტობუსებში სიმღერები ისმის

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ მათი თქმით, “ტექნიკურ ხარვეზს”, რომლის შედეგადაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან დილიდან სიმღერები ისმის და აცხადებენ, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც ამ აპარატების მუშაობაზე პასუხისმგებელი, საკითხს სწავლობს. სატრანსპორტო კომპანიაში ჯერჯერობით ამ საკითხზე სხვა დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. ისინი ჯერჯერობით ვერ აფასებენ მოხდარს ჰაკერულ თავდასხმად. დილიდან ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ის სიმღერები და განცხადებებ

იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებ

„ოცნების" პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც გრანტების გასაცემად სსიპ შეიქმნება

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით, 85 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება. სსიპ-ის მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, გრანტების გაცემა. „ოცნების“ მთავრობის ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, „სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მი

ტატა ხვედელიანი - თბილისის მერიიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ იპოვონ სამართალი, მათ შორის, საერთაშორისო სამართლებრივი გზებით

თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები - ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ტატა ხვედელიანის თქმით, თბილისის მერი

„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანმა ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან

ირანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ირანული უპილოტო თვითმფრინავების მართვაში რუსებს დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ დაზვერვის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან იმუშავებენ, სადაც ირანიდან ჩატანილი უპილოტო თვითმფრინავებია ბაზირებული. ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, რომელიც აშშ-ს ტერორისტულ

კახა კალაძე ჟურნალისტს - საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ - პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კალაძე, რათა ახალი არჩევნები ჩატარდეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მცდარია ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული არ იყო. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ადგილზე მიმდინარეობდა ტესტირება და შესაბამისი სამუშაოები. „ტყუილია, თითქოს ვაკის პარკში შადრევანი დაუსრულებელი იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, პროექტი დასრულებული იყო. მთელი ის პერიოდი, სანამ მე მივიდოდი ადგილზე, ტესტირება მიმდინარეობდა, სანათების გასწორება და ასე შემდეგ",- აღნიშნავს კალაძე. ჟურნალისტის კითხვაზ

ნინო დოლიძე - მმართველი პარტიის შემომწირველები შემდგომში ტენდერებში იმარჯვებენ, ასევე, ისინი ზეწოლაზე საუბრობენ, არის შემთხვევები, როცა კოორდინატორები „ხელზე“ იღებენ ანაზღაურებას - ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება. „რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება.

რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, როცა ჩაგრავდნენ, მას რომ პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი

ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი. „მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტა

ემანუელ მაკრონი - დარწმუნებული ვარ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნებოდა, „ადგილზე მაღალი დაძაბულობის“ გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტას, რომლის მიზეზი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვაა.

იენს სტოლტენბერგი - გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი

გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა დ

მიხეილ დაუშვილი - ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, დღეს ქვეყანა იმდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მეასე ხარისხოვანია, რაც "ნაციონალურ მოძრობაში" ხდება. "ეს მთავარი განსახილველი თემა არ უნდა იყოს. კიდევ უფრო დასანანი ის არის, რომ როგორც საკუთარ თავს უწოდებენ - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარ

საპატრიარქო - წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა

წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ

სალომე ზურაბიშვილი - არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად

მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდით თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც სა

„დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი გამოწვეული უთანხმოების შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ვიქტორ ორბანს ახალი კაშნე აჩუქა მას შემდეგ, რაც მისმა უნგრელმა კოლეგამ „დიდი უნგრეთის“ გამოსახულებიანი კაშნეთი უთანხმოება გამოიწვია. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ახალი კაშნე წარწერით, „სლოვაკეთი“ „ვიშეგრადის“ სამიტზე გადასცა. „შევამჩნიე, რომ ვიქტორ ორბანს ძველი შარფი ჰქონდა, ამიტომ მას დღეს ახალი ვაჩუქე“, – დაწერა სოციალურ ქსელში ედუარდ ჰეგერმა. ვიქტორ ორბანმა ასევე გაავრცელა სურათი ახალი სლოვაკური შა

ხაშურის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ორი პირი დააკავა

ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მონასტერში ორი პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. როგორც ცნობილია, დაშავებულია მონაზონი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.   ავტორი - ნინო ფისაძე

ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ეს არის ჩვენთვის ტრაგედია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე. დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა უკრაი

ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით გსურთ წასვლა?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სთხოვს, გადაწყვიტონ, ვის მხარეს არიან. ამის შესახებ მან ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს. “თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მხარეს ხართ - დემოკრატიის, ანუ ევროკავშირის, თქვენი მეგობრისა და პარტნიორის მხარეს, თუ სხვა გზით წასვლა გსურთ?” , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ცდილობდნენ, რეგიონზე

ანრი ოხანაშვილი - არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ - რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" კვალს

არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კან

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ტოვებენ, რომელიც კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტში აგორებულ კორუფციულ სკანდალში გახვეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები ტოვებენ. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაუსჯელობასთან ბრძოლას“, რომლის საპატიო წევრები იყვნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგერინისმა და ავრომოპულოსმა არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოში თანამდებობები უკვე დატოვ

სალომე ზურაბიშვილი - რუსეთიდან მასობრივი ემიგრაცია აჩვენებს ჩვენს ტოლერანტობას, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, ჩვენ სრულად უნდა გავაკონტროლოთ, რაც ხდება

ეს წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი და ამავდროულად, იმედიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი იყო უკრაინის წელი, რომელმაც აგრესიის ქარცეცხლში გაიარა. „უკრაინამ ყველაფერს გაუძლო ათი თვის განმავლობაში. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს, იყო გამძლე. ამ პროცესში უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, დაა
×
×
  • შექმენი...