Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.563
  • comments
    0
  • views
    763.335

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა - კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა უკვე განიხილეს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს. „სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 920 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო

კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება. „ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოები

ბექა ლილუაშვილი: ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში, შედეგების მიხედვით, ,,ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა

როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს - თუ საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია ,,საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციური სისტემის და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი უსაფრთხოება, ამ თვალს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური წვრთნები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის № 6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. „სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგ

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 14 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 14 პირი. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - კერძოდ: 4 ა

დონეცკის ოლქში მყოფ ოკუპანტებს შორის საშიში დაავადებები ვრცელდება

უკრაინელები გააფრთხილეს, რომ დონეცკის ოლქში მყოფ ოკუპანტებს შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციები ვრცელდება, რაც შეიძლება მტრის ქვედანაყოფების განთავსების ადგილებზე  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას გამოეწვია. ,,დონეცკში, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და ეგრეთწოდებული ,,ვაგნერის“ დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებს შორის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საშიში ინფექციებით დაავადების ფაქტები, რაც მათი დისლოკაციის ადგილებში ნორმალური სანიტარული და ჰიგიენური პირობების არარ

რუსეთის დუმის დეპუტატების აზრით უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას უცხო ქვეყნის აგენტის სახელი უნდა მიენიჭოს, მისი ძეგლი კი პრიგოჟინის ძეგლით ჩანაცვლდეს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას  უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოს, სხვადასხვა ქალაქში არსებული მისი ყველა ძეგლი კი რუსების ძეგლებით ჩაანაცვლონ. აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივ მედიასთან საუბარში რუსმა დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა გააჟღერა. მან გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ უკრაინის ბულვარში მდებარე ლესია უკრაინკას ძეგლთან მოქალაქეებს, დნეპრის სარაკეტო დარტმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილები და საბავშვო

შსს-ს ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39% -ით (1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დარახველიძის ინფორმაციით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.

თოვა, ნისლი, ქარბუქი - საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ამავე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.  

სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს. ,,გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი." – წერს სააკაშვილი წერილში. თავის მხრივ, ხაბეიშვილი მადლობას უხდის სააკაშვილს მხარდაჭერისთვის. ,,მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტს, მხარ­და

ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენისთვის აკრძალული ზონები დააწესეს

სამხედრო და ტერორისტული საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა გარკვეულ ადგილებში ფრენები აკრძალა. აკრძალვები ეხება  დრონებს და სხვა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლიდანაც ამა თუ იმ ტერიტორიის დაკვირვება ან ფოტო და ვიდეოგადაღება შეიძლება. ოკუპირებული მხარის მთავრობის დადგენილებით, ამიერიდან იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ადგილობრივი თუ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტის თავზე. სამხედრო

ლიეტუვის პრეზიდენტი დასავლეთს მიმართავს, „გადალახოს წითელი ხაზები“ და უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება განიხილოს

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დასავლეთს მიმართა, ღია დატოვოს ყველა შესაძლებლობა იარაღის, მათ შორის გამანადგურებლების მიწოდებაზე უკრაინის თხოვნასთან დაკავშირებით. ნაუსედამ ლიეტუვის ტელევიზიასთან საუბრისას 31 იანვარს განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლები და შორი მოქმედების რაკეტები „აუცილებელ სამხედრო დახმარებას“ წარმოადგენენ „ომის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, როცა სულ მალე დადგება გარდამტეხი მომენტი“. აშშ და გერმანია კიევის ასეთი თხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავენ, თუმცა საფრანგეთმა გამ

აფხაზები ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე უმაღლეს პირებს სოხუმში არ უშვებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა. მათი ვიზიტი სოხუმში მიმდინარე წლის 8-9 თებერვალს უნდა შემდგარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს. მედიაცენტრი იუწყება, რომ მიზეზი თანათავმჯდომარეთა მიერ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა, რომელიც 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი. აფხაზური მხარის აზრით, მოლაპარაკებების 57-ე რაუნდის გაუქმების შესახებ

საოკუპაციო ხელისუფლებამ მელიტოპოლის ქუჩებს საბჭოთა სახელები დაუბრუნა

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ქუჩებს საბჭოთა რევოლუციისა და მთავრობის მოღვაწეების - ლენინის, კრუპსკაიას, ძერჟინსკის, ვოროშილოვის, ორჯონიკიძის, ჩაპაევისა და სხვათა „ძველი ისტორიული სახელები“ დაუბრუნდათ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თანახმად. ასეთი გადაწყვეტილება "მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებთან დაკავშირებით" და "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის" მიზნით მიიღეს." დანილჩენკოს თანახმად მანამ

მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მოლდოვის ვიცე-პრემიერი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზ

კახა კალაძე - არ გამოვრიცხავ ევროკავშირმა ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი

რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ყველაფერი კეთდება. „შესრულებული იქნება ეს თორმეტივე პუნქტი. ამ 12 პუნქტის ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება. ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შ

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა

"ქართულმა ოცნებამ"  მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა კორუფციის ინდექსით საქართველოს შეფასება გაუმჯობესდაო. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავის მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილ

საოცარ ვიდეოში ნახავთ, როგორ მოძრაობენ პლანეტები შორეული ვარსკვლავის გარშემო — #1tvმეცნიერება

YouTube-ზე გამოჩენილი ახალი ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე საოცარია, რაც კი ოდესმე გვინახავს პლანეტურ მეცნიერებაში. ვიდეოში ჩანს სინათლის ოთხი წერტილი, რომლებიც ცენტრში მდებარე შავი დისკოს გარშემო მოძრაობენ. სინამდვილეში, თქვენ პლანეტურ სისტემას ხედავთ. ოთხი წერტილი ეგზოპლანეტებია, შავი დისკო კი მათ ვარსკვლავს ფარავს, რომელიც ჩვენგან 133,3 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ნაწილობრივი წრეები მათი ორბიტული მოძრაობაა; ეს თაიმლეფსი 12-წლიანი დაკვირვებების მონაცემთა საფუძველზეა შექმნილი.

„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინას ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღებისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინაში ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ელჩების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ელჩები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელება სანდო ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და დანერგვის გზით. ეს გააძლიერებს უკრაინის მედეგობას ომის დროს და გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი მისი

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს. უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავ

ანა ბუჩუკური - მამუკა ხაზარაძემ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უნდა უპასუხოს და პასუხისმგებლობა აიღოს

მამუკა ხაზარაძემ ჯერ ჰაერში გასროლილ ბრალდებებს უპასუხოს და ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა. „მამუკა ხაზარაძის მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ჯერ წერილებზე საუბრობდა, შემდეგ ეს წერილები სადღაც წაიღო, წლები გავიდა და სად არის? ანაკლიაზე საუბრობდა და ჩვენმა გუნდმა პარლამენტში საგამოძიებო კომის

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ

„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომე

საქართველოში კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა - TI-ის რეკომენდაციები

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია - ამის სესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელი
×
×
  • შექმენი...