Jump to content
Planeta.Ge

ლოს-ანჯელესში მუსიკალური პრემია ,,გრემის" დაჯილდოება გაიმართა


 

image.jpeg

,,გრემის“ რიგით 65-ე დაჯილდოების ცერემონიალი ლოს-ანჯელესში, Crypto.com-ის არენაზე გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო მუსიკოსები და საუკეთესო სიმღერები დასახელდა.

ტრადიციულად, ცერემონიაზე საუკეთესო სიმღერების, ალბომების და დუეტებისთვის სხვადასხვა ჟანრის მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები დაჯილდოვდნენ.

წლის საუკეთესო ალბომისთვის, Harry’s House, ჯილდო ჰარი სტაილსმა მიიღო. მან ამ ნომინაციაში  ABBA-ს, კენდრიკ ლამარს, ლიზოს და ბიონსესაც კი აჯობა.

საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში გაიმარჯვა ჯაზ-მომღერლმა, 23 წლის სამარა ჯოიმ.

წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაში ,,გრემი“ მომღერალ ლიზოს ერგო, სიმღერისთვის About Damn Time. მან დაამარცხა ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან: ბიონსე, დოჯი ქეთ, კენდრიკ ლამარი და ABBA.

წლის სიმღერა ბონი რაიტის ,,Just Like That" გახდა. ამ კატეგორიაში მან უკან მოიტოვა ადელის, ტეილორ სვიფტის, ჯეი-ზისა და ლიზზოს სიმღერები.

საუკეთესო პოპ-სოლო შესრულებისთის ,,გრემი“ ადელს ერგო. ნანატრი  ქანდაკება მას სიმღერა Easy On Me - მ მოუტანა.

როგორც ცნობილია, ამ ტრეკის ვიდეომ მას 350 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

საუკეთესო ელექტრონული საცეკვაო ალბომისთვის ბიონსემ საპატიო გრემის ქანდაკება მიიღო. მას გამარჯვება ალბომმა Renaissance მოუტანა.  

საუკეთესო რეპ-ალბომად კენდრიკ ლამარის Mr. Morale & the Big Steppers დასახელდა.

ურბან-მუსიკის ჟანრში საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო Bad Bunny-ის  გადაეცა. გამარჯვებული ალბომის სახელწოდებაა Summer without you.  

დუეტის ან ჯგუფის მიერ საუკეთესო პოპ სიმღერის შემსრულებლებად

სემ სმიტი და კიმ პეტრასი დასახელდნენ, სიმღერისთვის Unholy.

საუკეთესო ქანთრი ალბომის ნომინაციაში ,,გრემი“ უილი ნელსონმა მიიღო. მას გამარჯვება  ალბომმა A Beautiful Time მოუტანა.

საუკეთესო R&B სიმღერისთვის ჯილდო ბიონსეს გადაეცა. გამარჯვებული სიმღერა Cuff It გახდა.

საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის ნომინაციაშიც ,,გრემი“ ბიონსეს ერგო. მას კიდევ ერთი ქანდაკება სიმღერა Break M - მ მოუტანა.

საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომისთვის, Harry’s Housе მომღერალმა ჰარი სტაილსმა მეორე ,,გრემი“ მიიღო.

ნომინაციაში, საუკეთესო მსოფლიო მუსიკალური შესრულება, ,,გრემის“ ქანდაკება გადაეცათ Wouter Kellerman-ს, Zakes Bantwini-ს და Nomcebo Zikode-ს სიმღერისთვის Bayethe.

საუკეთესო ქანთრი-სოლო შესრულებისთვის მეორე ,,გრემი“ გადაეცა უილი ნელსონს. კრიტიკოსებმა მისი სიმღერა Live Forever მაღალი ქულებით შეაფასეს.

საუკეთესო R&B შესრულების კატეგორიაში მოგება ბიონსეს შეეძლო, თუმცა ის მომღერალმა მუნი ლონგმა დაამარცხა, სიმღერით Hrs & Hrs.

საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის კენდრიკ ლამარმა გაიმარჯვა, სიმღერით The Heart Part 5.

საუკეთესო მეტალის შესრულებისთვის ,,გრემი“ ოზი ოსბორნმა და ტონი აიომმა დაიმსახურეს, სიმღერისთვის Degradation Rules.

ნომინაციაში, საუკეთესო როკ სიმღერის შესრულება, Broken Horses შესრულებისთვის ბრენდი კარლაილმა გაიმარჯვა.

საუკეთესო როკ ალბომი ოზი ოსბორნის Patient Number 9 აღმოჩნდა, რისთვისაც მას მეორე ,,გრემი“ ერგო.

საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომად კი Wet Leg აღიარეს, რომლის ავტორიც ამავე სახელწოდების მქონე ჯგუფია.

საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულებისთვის კიდევ ერთი ქანდაკება ბიონსემ აიღო. მას ის სიმღერის Plastic Off the Sofa-ს შესრულებისთვის ერგო.

ნომინაციაში, საუკეთესო პროგრესული R&B ალბომი, ,,გრემის“ გამარჯვებული სტენ ლეისი გახდა, ალბომისთვის Gemini Rights.

საუკეთესო R&B ალბომის კატეგორიაში კი ,,გრემი“ რობერტ გლასპერმა მოიგო. გამარჯვება მას ალბომმა Black Radio III მოუტანა.

საუკეთესო რეპ სიმღერისთვის კიდევ ერთი ქანდაკება ერგო კენდრიკ ლამარს. მისი სიმღერა The Heart Part 5 ამ კატეგორიაში საუკეთესო იყო.

საუკეთესო კომედიური ალბომად დეივ ჩაპელის ალბომი დასახელდა, რომელიც მან ფილმისთვის The Closer შექმნა.

საუკეთესო ხალხური ალბომისთვის ,,გრემი“ გადაეცა მედისონ კანინგემს. მან გამარჯვება ალბომ Revealer-ის  წყალობით მოახერხა.

საუკეთესო ქანთრის სტილის სიმღერებს შორის არჩევანი მეთ როჯერსის და ბენ სტენისის Til you can't-ზე გაკეთდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...