Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.099
  • comments
    0
  • views
    691.855

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ლაღიძის ქუჩაზე 3 ადამიანი დაიჭრა - გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც.   ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია.   გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხ

ნეკა დოროყაშვილი - მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა საქართველოს ქალებს, ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სულიო - მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რეალურ ბრძოლას“ ახლა იწყებს. ნეკა დოროყაშვილის შეფასებით, მოსამართლემ ქალებს განაჩენი გამოუტანა. “სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დაღუპული სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილია. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 21 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა. გუშინ იყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილი არ დასწრებია. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორ

17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა

17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა.    „ახლახან ჩამოვედი ამერიკაში და გადავწყვიტე Google-ს რაღაცა დაზიანებების გამოსწორებაში დავხმარებოდი. ეს არის ჰაკერული დაზიანებები რის გამოც შეიძლება Google კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს და ძალიან რთულია ამ დაზიანებების ნახვა. მივიღე Google-ის Bug Bounty-ში მონაწილეობა და როგორც ჩანს ჩემი ნაპოვნი დაზიანებით ძალიან დავეხმარე, რის გამოც Google-მა Honorable სიაში შემიყვანა სადაც მხოლოდ 1500 ადამიანია. ეს სია წლებია არ

თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) მსოფლიო პირველობის დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ. ფინალში გასასვლელად გეგელაშვილი თურქ აჰმეტ დუმანს დაუპირისპირდება. ელბაქიძე – ყირგიზ ოროზობეკ ტოკტომამბეტოვს, ხოლო გამყრელიძე ბერძენ გეორგიოს კუგუმციდისს შეხვდება. ნახევარფინალები თბილისის დროით 18

ევროკავშირის ლიდერები ჩინეთზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად გაერთიანებას ცდილობენ

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერებმა 21 ოქტომბერს მზარდი შეშფოთება გამოხატეს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე, იხსენებენ რა დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და განაცხადეს, რომ პეკინის მიმართ საჭიროა ერთიანი პოზიციის შემუშავება. ევროპის კავშირი ჩინეთს 2019 წლიდან განიხილავს როგორც პარტნიორს, ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურების ლიდერთა სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ პეკინი ახლა პირველ რიგში უნდა განიხილებოდეს ეკონო

ქუთაისელი დედა, 11 შვილით

ლიკა გაბუნია - დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.  გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან. უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ  ემოციური და მოულოდნელი იყო. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. ქუთაისელი დედა, 11 შვილით... Lika Gabunia Photography

საჰაერო ძალები - უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, რუსეთის მიერ გაშვებული დრონების 85% გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული ირანული დრონების, Shahed-136-ების 85% ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა ბრიფინგზე განაცხადა. იური იგნატის მტკიცებით, ირანული თვითმფრინავების ჩამოგდების კუთხით უკრაინელი სამხედროების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია. „კუპიანსკში 13 სექტემბერს ამ დრონების პირველი გამოყენებიდან დღემდე, ცხადია, რომ სამხედრო მოსამსახურე

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, მომავალ წელს უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ

ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ მომავალ წელს უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ განაცხადა. „უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია ი

ნიუ-იორკის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მსახიობი კევინ სპეისი

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მსახიობი ენტონი რეპი. მსაჯულების თანახმად, რეპმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ, ნიუ-იორკის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო სპეისის უდანაშაულოდ გამოცხადების ფორმალური გადაწყვეტილება და საქმე დახურა. ენტონი რეპმა კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, პირველად 2017 წელს განაცხადა

მარკო მიჰკელსონი - რუსეთის სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობას

ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, რომ ამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიონ ბოროტების დასრულებას და სტრატეგიულად დაამარცხონ რუსეთი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სტრატეგიული დამარცხება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი, ამის

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. საჰაერო განგაშის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს ნიშნავს. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.

ბათუმში ირანის საკონსულოსთან უკრაინელებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "შეწყვიტეთ კამიკაძე-დრონების მიწოდება რუსეთისათვის", სკანდირებდნენ უკრაინელები. მათ საკონსულოს შენობასთან გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, რომლებზეც წითლად ეწერა "ტერორისტები". აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკრაინის ქალაქებში დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრანელების ფოტოები. "10 ოქტომბრიდან ირანული წარმოების ე.წ. შაჰიდებით რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სადაც იღუპებიან პოლიციელები, ექიმები და მას

ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსი სრულად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს არ მოაქვს სასურველი შედეგი, რის გამოც ბლოკმა ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი უნდა შეიმუშაოს და ასევე გააძლიეროს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც სრულად არის ჩაბმული უკრაინასთან მიმდინარე ომში. "ჩვენ ვხედავთ ბელარუსში მოძრაობას, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი იგზავნება ან აპირებენ მათ გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ნათელი მ

ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს. „რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თ

კაია კალასი - ევროკავშირმა დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაყადაღებული რუსული საგარეო აქტივები უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება. „დღეს ჩვენ ვაპირებთ უკრაინაზე ფოკუსირებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ [გაყინული] აქტივების გამოყენებაზე, რაც გვაქვს – რუსული [გაყინული] აქტივები. ჩვენ გვაქვს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ

სილვიო ბერლუსკონი - ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა, მე კი მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო გავუგზავნე

იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა გაავრცელა აუდიო მასალა, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აუდიო ჩანაწერში ბერლუსკონი აცხადებს, რომ პუტინმა გასულ თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და "ძალიან ტკბილი წერილი" გაუგზავნა. CNN-ის ინფორმაციით, ბერლუსკონის ოფისში ტელეკომპანიას კლიპების ავთენტურობა დაუდასტურეს. CNN იუწყება, რომ ჩანაწერი, როგორც ჩანს, პა

ლევან დოლიძე: "კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ"

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან დოლიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და არაადეკვატურია არესტოვიჩის განცხადება საქართველოში ძალის “პროეცირების” შესახებ. როგორც ლევან დოლიძე საკუთარ ფეისბუქ სტატუსში აღნიშნავს, ეს არც მეგობრულია და არც რაციონალური იმ საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქართველ და უკრაინელ ხალხს აქვთ. "უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პოლოტიკოსების მოსაზრებები ან ინტერესები. არავის აქვს უფლება ეს

"ოცნებისთვის“ სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება „ნაცმოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სანქციებს წინაპირობები ჰქონდა - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები. „სასიხარულო ამაში არაფერია - როდესაც ომში მყოფი ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. ამას წინაპირობები ჰქონდა - გვახსოვს ხე

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს

კიევი ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას სთხოვს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ის ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, რა დროსაც მასთან დეტალურად განიხილა უკრაინის თხოვნა ისრაელის მიმართ, მიაწოდოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები და ტექნოლოგიები. „ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული რაკეტებითა და ირანული წარმოების დრონებით გამოწვეული სიტყვით აღუწერ

ევროპარლამენტი შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები არ აღიაროს

ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა. ევროპარლამენტის წევრებ

მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ლეიბორისტების, ჰაროლდ ვილსონისა და მანამდე უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მეორედ არც ერთი პრემიერ-მინისტრი არ დაბრუნებულა. კონსერვატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა

ალექსეი არესტოვიჩი - ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომ
×
×
  • შექმენი...