აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად საჭირო კვლევებს უტარებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნეტგაზეთი
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტი
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებ
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა. მათი ვიზიტი სოხუმში მიმდინარე წლის 8-9 თებერვალს უნდა შემდგარიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
მედიაცენტრი იუწყება, რომ მიზეზი თანათავმჯდომარეთა მიერ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა, რომელიც 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი.
აფხაზური მხარის აზრით, მოლაპარაკებების 57-ე რაუნდის გაუქმების შესახებ
24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ,,მათი რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში
დაქირავებული სამხედროების რუსულ დაჯგუფება „ვაგნერს“ აფრიკაში, მალისა და ალჟირს შორის საზღვართან ახლოს, ტუარეგის ამბოხებულებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით „ვაგნერელია“ მოკლული.
მომხდარი „ვაგნერელებმაც“ დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებენ.
„როიტერსის“ ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კვირას სულ მცირე 20 „ვაგნერელი“ დაიღუპა.
BBC-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-ია.
ტუარეგის აჯანყებულთა ცნობით, ათობით ჯარისკაცი მო
საკონსულტაციო სააგენტო PMCG საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და ტურბულენტობისგან.
სააგენტოში მიაჩნიათ, რომ სებ-მა უნდა უზრუნველყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების და
აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, კომიტეტებს თხოვნით მიმართავენ, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას.
მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით.
განცხადებას ხელს 230 მშო
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია დღეს, 6 ნოემბერს, თბილისში გამართეს.
მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ აღარ აწვდის.
„მესმის, რომ შეიძლება კლინიკის აღჭურვის პროცესი ვადებში გახანგრძლივდეს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა“,
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს. მშობლები, რომელთა შვილებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში განთავსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გადიოდნენ თერაპიას, პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფით მოთხოვნით მიმართეს.
როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ცენტრი შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა და აუ
წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა.
სამსახურის თანახმად, დარღვევები, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტი შეამოწმა. დაი
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსების მიზნით სამინისტრომ სკოლებს ჯამურად 6,694,993 ლარი გადაურიცხა, თუმცა "სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება, არ გ
არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას, - ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ექიმების და ექთნების უმეტესობა კონცენტრირებული იყო თბილისში. ანგარიშის მიხედვი
თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა.
ამის შესახებ დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი მოიცვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში, რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, წერს, რომ პენიტენციურ სამსახურში კვლავ არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. აუდიტმა გამოავლინა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. აუდიტის სამსახურის განმარტებით, სხვაობას იწვევს ის გარემოება, რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მ
სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ზაპოროჟიეს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში რაფაელ გროსი ასევე კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამის დაანონსებას გეგმავს.
გროსი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
"გავემგზავრები უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან შესახვედრად, ასევე წარვადგენ ნოვოკახოვკას კაშხლის აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დახმარების პროგრამას. შევა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში იმყოფებიან, გასული ღამისა და დილის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა, სისტემა და აღჭურვილობა დაზიანდა, თუმცა არც ერთი მათგანი კრიტიკული მნიშვნელობის არ არის.
ატომური საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი, უკრაინულ და რუსულ მხარეს მიმართავს, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ სადგურის გარშემო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება ახლომდებარე ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის გამო.
„კიდევ ერთხელ ვხედავთ ბირთვული საფრთხეების ესკალაციას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. უკიდურესად შეშფოთებული ვარ და ვიმეორებ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავშეკავება. ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუარესდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთა
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექ
დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქა
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, აფხაზეთში ათი წლის განმავლობაში, ნარკოტიკების შემოდინების ათამდე არხი ჩამოყალიბდა.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ნარკოკონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ასტამურ ფაჩალიამ განუცხადა.
აფხაზეთში ნარკოტიკების მოწოდების მთავარი გზა რუსეთს უკავშირდება.
ამასთან, ფაჩალიას თქმით, მოქმედებენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, კერძოდ, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც მიმართ
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა.
როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მზია პაპაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაავადებულთაგან ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.
მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს.
„დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. ზოგიერთი სტაციონარშის მკურნალობდ
დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ააიპ–ებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებს, მერის წარმომადგენლები ემუქრებიან. მისი განმარტებით, დასაქმებულებს კონკრეტული პირები, მუნიციპალიტეტის მერის სახელით ეუბნებიან, რომ თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ არჩევანს, სამსახურების დატოვება მოუწევთ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ