Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.391

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„თბილისი საქართველოსთვის“, საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე - ანტიკორუფციული საქმიანობა ჩვენი გუნდის მთავარ პრიორიტეტად რჩება

26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ დეპუტატებმა ზაზა თავაძემ, სალომე კობალაძემ და გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებს საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.  როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოში გახარიას გუნდისთვის ანტიკორუფციული ინიციატივები მთავარ პრიორიტეტად რჩება, ისევე როგორც კარგი მმართველობა, ევროპული თვითმმართველობა, სატრანსპორტო რეფორმა, მოქალაქეთა უსაფრთხოება და სოციალუ

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულმა კლდოვანმა მასამ გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა - აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალი

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, იქნება მეტი დრონები - გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. „ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.

„საქსტატი“ - ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიო

იენს სტოლტენბერგი - საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ, ნატო-სკენ - ამავე დროს უნდა გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. „რა

მიშა დაუშვილი - ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში

ჩვენ დღეს გვმართებს კეთილგონიერება, სიფრთხილე, რომ ვიყოთ ერთიანები და არ უნდა დავუშვათ რაიმე ტიპის დაპირისპირება საზოგადოებაში. ვინ დღეს “ოცნებას” კიდევ უჭერს მხარს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა- აი თქვენ, როგორ გრძნობთ თავს, როგორ მოგწონთ ის ამბავი მიუხედავად იმისა ამ კანონს მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ, როგორ წარმოგიდგენიათ შარშან თუ მოგვატყუეს, მომავალში თუ დასჭირდება თქვენი მოტყუება, რატო არ მოგატყუებთ, ვინ არის დღეს გარანტორი “ოცნებაში”, რომ კიდევ ერთხელ არ გადაგვაგდებენ, როგორც ქვეყნის შ

სახალხო დამცველი შსს- ს მოუწოდებს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 14 მაისის 17:15 საათისთვის აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. ის მოუწოდებს და შსს-ს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია

მიხეილ დაუშვილის მიერ დასმულ კითხვაზე ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, ოკუპანტის სახელმწიფოს ინტერესშია და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი რისკია, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც არაღიარების პოლიტიკის თაობაზე დაუშვილის კითხვას, უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. „დღეს საქართველოს პ

ბერდია სიჭინავა - თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე (ვიდეო)

თუ ხელახალი არჩევნების ჩატარებას მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და აგრეთვე ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის დეპოლიტიზირების პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქალაქეების ნებაზე. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1106858944402696

ჯოზეფ ბორელი - თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს - ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში

რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს. ბორელის თქმით, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, განსაკუთრებით ევროპაში, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები კი ევროპამ უკვე ნახა საქართველოსა და მოლდოვაში. „ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგ

ზვიად ძიძიგური - ივანიშვილის შეკვეთაა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ, სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება

ეს არის ივანიშვილის შეკვეთა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ -„შერატონი“ მსოფლიო ბრენდია, თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს უფრთხილდება. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იტყვიან, რომ გაფუჭებული იყო [კამერა] , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება. „არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილმა გიორგი გ

მარგუს ცაჰკნა - ესტონეთში შესვლა 55 ქართველს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებსა და დეპუტატებს ავუკრძალეთ

ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული. „ჩამოთვლილი ქართველი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ძალადობით იმუქრებოდნენ. საქართველოში გამოყენებული ძალადობა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის მიუღებელი, დამნაშავეობრივი და ადამიანის უფლებე

დიმიტრი ცქიტიშვილი - ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი. ქალთა მიმართ პრობლემები განსხვავებულია, უბრალოდ ამ პრობლემებს სჭირდებათ სენსიტიური მგრძნობელობა პოლიტიკაში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.   დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/991674226237564

გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს საკუთარი ტელევიზიები, არ გვყავს საკუთარი ფინანსისტები, ბანკირები, ოლიგარქები, ვიზრდებით და ამ ზრდას ყოველწლიურად აჩვენებს ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობის ზრდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, რომლის მსგავსი, ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ჰქონია, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორს დავუტოვებთ შვილებს. „გუშინ დიდი დღე იყო, ყველამ ერთად ვიზეიმეთ და მერწმუნეთ, ეს ის დღეა, როდესაც არანაირი მნიშ

ირაკლი კობახიძე - ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია

ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რაიმე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში კი, რადიკალურად განსხვავებული სურათია.

რადას ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები ათასობით აღირიცხება, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. კერძოდ, ლუბინეცის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქ

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 443 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 27.7 %-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მათი ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. „შემოს

თურქეთის შს მინისტრი - ტერაქტთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს, უარვყოფთ მას

ჩვენ არ ვიღებთ აშშ-ის საელჩოს სამძიმარს, უარვყოფთ მას, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა. მანამდე, თურქეთის შს მინისტრმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ. „დაახლოებით ექვსი წელია, არ მომხდარა ისეთი ტერორისტული ინციდენტი, როგორც გუშინ სტამბოლში მოხდა. მხოლოდ წელს 200-მდე ტერორისტული ინციდენტი აღვკვეთეთ. როგორც ერი, როგორც ქვეყანა, თქვენ გადაიხდით დიდ ფასს ჩვენს დაკარგულ

უკრაინის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ

უკრაინის უმეტეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთი ოლქის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს. „,მოსკოვმა ვოლგოგრადი-ასტრახანიდან Ту-95-ის გამოყენებით Х-101 რაკეტები გამოუშვა. რაკეტების სამიზნე უკრაინაში ჯერჯერობით უცნობია“, - წერს ვილკული „ტელეგრამზ

მიკო სავოლა - ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც

საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ფინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიკო სავოლამ მადრიდში, საქართველოსა და ფინეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ დღესაც, როდესაც ფინეთი გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს გაწევრიანებისთვისაც. „საქართველოსა და ფინეთს შორის არსებობს არა მხოლოდ პარტნიორობა, არამედ მეგობრობა. ამ ეტაპისთვის ჩვენ ველით

ალექსანდრე დარახველიძე - შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად. დარახველიძის თქმით, სამინისტროს პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის. „წლიდან წლამდე ში

რუმინეთის პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება როგორც უკრაინის, ისე მოლდოვის, საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ

მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. „შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩ

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ვინიცის ოლქში თბოელექტროსადგური დაბომბეს, ქალაქ ლადიჟინში 18 ათასი მოქალაქე გათბობის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის ვინიცის ოლქში რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბორზოვი ავრცელებს. მისი განცხადებით, თბოელექტროსადგურზე იერიშის შედეგად ქალაქ ლადიჟინში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გათბობის გარეშე ქალაქის 18 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. „ლადიჟინში სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ტექნოგენურ

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაო
×
×
  • შექმენი...