Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    885.631

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს. მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს. „ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომის

ანრი ოხანაშვილი - დასანქცირება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ფაქტობრივად ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს - ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც. მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტ

ანრი ოხანაშვილი - არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ - რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" კვალს

არავის დაუსვამს ვინმესთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, არ დგას ეს დღის წესრიგში, დავასრულოთ ეს საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განაცხადა. „რაღაც კამპანია დაიგეგმა, რაშიც ვხედავთ "ნაციონალური მოძრაობის" კვალს. გავაკეთე კომენტარი, არავის უთქვამს, რომ ხალხი ვინც გულწრფელად იბრძვის, ბრძოლის ველზეა, რომ ჩვენ ვიღაცას ვემუქრებით მოქალაქეობის ჩამორთმევით და დავამატე, რომ საქართველოს კან

ანრი ოხანაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ამის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგე

ანზორ ჩუბინიძე - ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას. ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. „მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფ

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსულ ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში კონტრიერიში წამოიწყეს, რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა გაფრთხილებით, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე ტერიტორიის დაბომბვას დაიწყებს“. საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ა

ანექსირებულ ყირიმში პოლიგონი იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო პოლიგონს. ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიროვის რაიონში მდებარე პოლიგონზე ხანძრის გამო დაკეტილია საავტომობილო მაგისტრალი „ტავრიდა“. ხანძრის გამომწვევ მიზეზს აქსიონოვი არ ასახელებს. მანამდე ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი" წერს, 250

ანდრო ჭიჭინაძის დედა მამუკა მდინარაძეს - ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს, ჩაგყვებით ბოლომდე!

მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! - ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“. „ანდრო ჭიჭინაძე თუ აღი

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ საქმის საგამოძიებო ვადის 5 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხვალინდელ პროცესზე კი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა. აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ

ანდრო ჭიჭინაძე: ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრმა“ ანდრო ჭიჭინაძისა და საპროტესტო აქციის ფარგლებში სხვა უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო მანიფესტი-პერფორმანსი ჩაატარა. მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან ანდრო ჭიჭინაძის წერილი წაიკითხა: მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წი

ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. “მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე. გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”. მდინარაძეს გუშ

ანდრო ჭიჭინაძე - ძალიან უცნაური პროცესია - ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ადვოკატებს აცილების მოთხოვნის ორი საფუძველი ჰქონდათ. ჯაჭვაძის თქმით, მოსამართლის ხმის ტემბრის ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს არ მოეწონა, აცილების საფუძველი ვერ გახდებოდა. ასევე, მან განმარტა, თუ რატომ ისაუბრა საგამოძიებო პერიოდის გახანგრძლივების თაობაზე. ადვ

ანდრიუს კუბილიუსი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე - ის, ვინც აინიცირებს 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა

ის, ვინც აინიცირებს [რეზოლუციის პროექტს], 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. „ფორმალურად ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ის, ვინც აინიცირებს, 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც

ანდრიუს კალინდრა - ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსით, ნკონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, ძალიან გვსურს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი

ყველა პროცესში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, ევროკავშირის ქვეყნები ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ასე რომ კონსენსუსი ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. ელჩის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარე პროცესია და ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. „რეკომენდაციები არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ ცნობად ვიღებთ პროგრესს, რომელიც მიღწეულია, თუმცა ამავე დროს წინ ჯერ კიდევ გზა ა

ანდრია ჯაღმაიძე გელათზე - დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები

დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა. „ყველა მხრიდან უნდა შეწყდეს ამაზე, რამე პოლიტიკური დივიდენტების მოპოვების მცდელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი, რაც არის იმას უნდა მივყვეთ ყველა. ჩვენ ვუჭერთ მხარს, რომ საუკეთესო სპეციალისტები იყოს შერჩეული. ვნახეთ დასკვნები, ეს დასკვნები

ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვის ვიდეო დამონტაჟებული იყო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვა დამონტაჟებული იყო. ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს”. ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია. მოქ

ანდრია ჯაღმაიძე - რაც ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს - რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევებისას თუ მომხდარა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში" წერს. „გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა. როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვა

ანდრეი კოსტინი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ, ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერენ

ისტრიული დღეა. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ცხადი იყო. ეს არის ის, რაც ზოგმა მსოფლიოში ჯერ კიდევ 2008 წელს გააცნობიერა, ბევრმა – 2014 წელს, 2022 წელს კი, თითქმის ყველამ. საბოლოოდ, ამან სამართლებრივი სახე მიიღო, – ასე გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება

ანდრეი კასიანოვი - ძალიან შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით

ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. „უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, ჩვენ, ძალიან შეშფოთებულები ვართ უკრაინის მ

ანდრეი კასიანოვი - ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. „ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკ

ანდრეი კასიანოვი - უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება - ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა. „უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოე

ანდრეი კასიანოვი - მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია საქართველოს მთავრობისგან პასუხი უკრაინისთვის იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს დევნილების ევაკუაციაში, გაუწია სამხედრო და პოლიტიკური დახმარება

სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების თხოვნა სრულად გ

ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიმართ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. უკრაინული მედიის ცნობით, ერმაკმა ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა. „დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა

ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს. „რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თ

ანდრეი ერმაკი - უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. “ცოტა ხნის წინ [5 აგვისტოს ჯიდაში შეხვედრისას] 43 ქვეყანა იყო, დღეს უკვე 58-ია. ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის და კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნების დიდი რაოდენობაა, რომლებსაც შემოერთება სურთ”, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის ყოველ პუნქტზე სამუშაოდ უკვე 10 ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც როგორც უკრაინული, ა
×
×
  • შექმენი...