Jump to content
Planeta.Ge

ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ თუ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს გაანადგურებს, უკრაინისგან უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებს.

„რუსი ტერორისტები აგონიაში არიან. ბირთვულმა შანტაჟმა არ გაამართლა, ახლა კახოვკას ჰესის აფეთქებით ცდილობენ ყველას დაშინებას. მათი მიზანია გვაიძულონ, დავიწყოთ მოლაპარაკებები მათ პირობებზე. მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. უკრაინა იძულებით მშვიდობას არ დაემორჩილება“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, შანტაჟზე პასუხი იქნება უფრო მკაცრი სანქციები, ტერიტორიების შემდგომი დეოკუპაცია და კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია რუსეთის ყოველი დანაშაულის მიმართ.

„შანტაჟზე სწორი პასუხი არსებობს - უფრო მკაცრი სანქციები, ჩვენი ტერიტორიების შემდგომი დეოკუპაცია, მეტი იარაღი და კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია რუსეთის ყოველი დანაშაულის მიმართ. ისინი ვერ გაგვტეხენ, ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ერმაკმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...