Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.152

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-ში ემიგრაციაში კიდევ ერთი უვადო მოსამართლე წავიდა

ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა. „საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რო

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე ს

აშშ-ში გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინო 26 კომპანიამ წარადგინა

ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „Vinexpo New York“-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამასთან ერთად, „Vinexpo New York“-ში

აშშ-ში TikTok-ი გაითიშა

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა. აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ. “ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“, - აღნიშნულია შეტყო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელ კევინ მაკკარტის განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევას დაიწყებს, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა.  მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში ,,კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების მიყიდვას მხარი დაუჭირა

კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს. „ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი

აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელ ჯგუფს გზავნის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების დამრტყმელი ჯგუფი მიემართება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, „რეგიონული შეკავების ძალისხმევის გასაძლიერებლად“. ჯგუფი მოიცავს აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდს USS Gerald R. Ford (CVN-78), Ticonderoga-ს კლასის მართვადი სარაკეტო კრეისერ USS Normandy-ს (CG 60), ასევე Arleigh-Burke-ის კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს: USS Thomas Hudner (DDG 116). ), USS Ramage (DDG 61)

აშშ-ს საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ავთენტურია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც სააგენტო­ globalnews.ge აქვეყნებს, ავთენტურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი

აშშ-ს საელჩო - ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის - რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკ

აშშ-ს საელჩო - „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ნუ აბრალებთ სხვებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო. აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. #ყველაფერიგასაგებია“, - აღნიშნავს საელჩო. იპნ

აშშ-ს საელჩო - ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს. "ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!", - წერია განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. იპნ

აშშ-ს კონგრესი უკრაინისთვის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გადაცემაზე მუშაობას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო აქტივები შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს. აშშ-ს პრეზიდენტი იმ რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის უფლებას მიიღებს, რომლებიც ამჟამად აშშ-ს ტერიტორიაზეა გაყინული. „რეპარაციების სახით რუსეთის სახელმწიფო აქტივების და უპირველეს ყოვლისა, აგრესორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების, კონფისკაციასა და უკრაინისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია აშშ-ს კონგრესში“, - ნათქვამია აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში. კანონპრო

აშშ-ს კონგრესი - რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა

აშშ-ს კონგრესის მოხსენების თანახმად, რუსეთმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა. მოხსენებაში, რომელიც ამერიკის დაზვერვის მონაცემებზეა დაფუძნებული, ნათქვამია, რომ რუსეთმა 2022 წლის მოსავლიდან, დაახლოებით, 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მიითვისა. „სატვირთო გემებს, რომლებიც მითვისებული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, მარცვლეული თურქეთის სანაპიროს გავლით, სირიის, ისრაელის, ირანის, საქართველოს და ლიბანის პორტებში გადაჰქონდათ“, - აღნიშნულია მოხსენებაში. უკ

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი გერმანიაში ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრამდე შედგა. „გასული წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ცნობისათვის, „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედ

აშშ-ს ელჩი - როცა კანონპროექტი გაქვთ, რომელზეც დასავლელმა პარტნიორებმა შეშფოთება გამოხატეს, თქვენი ოკუპანტი კი მიესალმა, საკუთარ თავს უნდა კითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის? - პროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის

ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც საჯაროდ, ისე პირადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სერიოზული შეშფოთება გამოხატა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვე

აშშ-ს ახალ ელჩს კერკეტი დიპლომატის რეპუტაცია აქვს, ეს კომპლიმენტია – ინტერვიუ დევიდ კრამერთან

„რთული დღეები გვიდგას“ – ასე აფასებს საქართველოსა და შეერთებული შტატების ამჟამინდელ ურთიერთობებს დევიდ კრამერი – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი. „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კრამერმა არ დაიშურა კრიტიკა ხელისუფლების მისამართით – უარყოფითად შეაფასა „ოცნების“ ზოგადი საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან ურთიერთობების ხაზი, კიდევ ერთხელ ისაუბრა დამატებითი სანქციების საჭიროებაზე, ჩინეთთან ურთიერთობებში სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი დ

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”. „მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობებ

აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა

აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჰიპერბგერითი საშუალებების გაშვება რაკეტის გამოყენებით ხდება, რომელიც მიზნის მიღწევამდე ატმოსფეროს ზედა ნაწილში მიფრინავს და ბგერის სიჩქარეს ხუთჯერ აჭარბებს. ჰიპერბგერითი რაკეტა საათში 6 000 კილომეტრს ფარავს. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-მა და მისმა გლობალურმა კონკურენტე

აშშ-მა ჩამოთვალა ქმედებები, რომლებიც საქართველოს დახმარების მისაღებად სჭირდება

„დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, — ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვედანტ პატელის თქმით, შეესაბამებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერას დემოკრატიული პარტნიორისთვის. აშშ-ის სახელმწი

აშშ-მა შს მინისტრი გომელაური და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას” მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – არდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, АТ-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნას, ლოგისტიკური მხარდაჭერის 4 მანქანას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებშ

აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაცი

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა. მასში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობი

აშშ-მა უკრაინას პირველად გადასცა NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ორი ერთეული

აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში. "რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა. აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარა

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60 ერთეულზე მეტი Bradley-ს საბრძოლო მანქანა გაგზავნა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა. შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით, რათა დაიცვან თავიანთი საზღვრები რუსეთის უკანო
×
×
  • შექმენი...