Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.770

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უილსონი: 3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 3 იანვარს, როდესაც ახალი სენატი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონრეგსში და ის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს. „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი. ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.   ipn

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა - რა წერია პროექტში

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა. 4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“. „პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს. აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მ

EstLink 2-ის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ხომალდის ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეა

ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა. ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ. ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომ

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში საპროტესტო აქციას შეუერთდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. „წინააღმდეგობის 45-ე დღე პრეზიდენტთან ერთად“. – ამ პლაკატით დახვდნენ მას ადგილობრივები, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ახლა ვართ ბრძოლაში, საიდანაც გამარჯვებულები გამოვალთ, მაგრამ მასში ყველა უნდა ჩაერთოს”. მისი თქმმით, საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა დასავ

ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დადგენილების თანახმად, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე „შურისძიების მოტივით“ თავდასხმას ედავებიან – ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი „თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა და სახეში დაარტყა“. პროკურატურა, რომელიც სხდომაზე პატიმრობას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ „ა

ISFED ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაიცავენ ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს. 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა. ისფედი წერს, რომ ამ მიზეზის მიუხედავად, თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან. ისფედის ცნობით,ახალი საშტატო ნუსხის მიხ

რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, როცა ჩაგრავდნენ, მას რომ პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი

ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება - სასაცილოა ეს ყველაფერი! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ვიღაცებს კერძო პარტიული ინტერესი აქვთ, რადგან თავად პარლამენტში არ არიან და არ აწყობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 30 კაცით იყოს წარმოდგენილი. „მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტა

იენს სტოლტენბერგი - გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი

გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, – ამის შესახებ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის განკარგულება გასცა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა დ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

რუსეთის ჯარების ხერსონიდან გასვლა პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობისთვის. ერდოღანმა თქვა, რომ მომავალ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეკრებაზე შეხვდება, თუ რუსეთის ლიდერიც დაესწრება ფორუმს, ან გააგრძელებს მასთან სატელეფონო დიპლომატიას.   ავტო

უკრაინის გენშტაბი - ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო დღე-ღამეში უკრაინის ტერიტორიაზე ხუთი საავიაციო და 27 სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან კი, 50-ჯერ გახსნა ცეცხლი. სარაკეტო დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა ხარკოვის, ვოლინის, დ

საპატრიარქო - წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა

წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ

ხაშურის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ორი პირი დააკავა

ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მონასტერში ორი პირი ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. როგორც ცნობილია, დაშავებულია მონაზონი, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.   ავტორი - ნინო ფისაძე

სალომე ზურაბიშვილი - ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რომ შეძლოს საზღვრების დაცვა, ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნა

წლიურად საცხოვრებელზე ქირა - 34.1%-ით, პირადი ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯი - 8.2%-ით გაიზარდა, სურსათი კი 16.8%-ით გაძვირდა

2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, დამოუკიდებლად აღუდგეს წინ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა

ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს განაცხადა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა, რუსეთთან ურთიერთობისას ევროკავშირის სისუსტეები და სტრატეგიული შეცდომები. სანა მარინის განცხადებით, ბლოკმა უნდა მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვ

კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - ბავშვის აღზრდაში დედების 80%, ხოლო მამების 38.6%-ია ჩართული

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. „შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავ

2024 წლიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრიდან, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორ

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ტოვებენ, რომელიც კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპარლამენტში აგორებულ კორუფციულ სკანდალში გახვეულ არასამთავრობო ორგანიზაციას ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები ტოვებენ. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „დაუსჯელობასთან ბრძოლას“, რომლის საპატიო წევრები იყვნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი და მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგერინისმა და ავრომოპულოსმა არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოში თანამდებობები უკვე დატოვ

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ირანთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე. "ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობებ

ირაკლი ზარქუა - ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ისინი ფასიანი ლობისტები არიან - ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდაჭერა

გუშინ არგენტინა ხორვატიას თამაში იყო და არ მეცალა, ვერ მივადევნე თვალი [ევროპარლამენტს], თუმცა, იქ, სადაც ფოტიგა და კუბილიუსი იქნებოდა, წარმომიდგენია, რა იქნებოდა -კუბილიუსი სააკაშვილის ფანკლუბის წევრია, ფოტიგა დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოში შედის ქალბატონი რაისა და დანარჩენები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში

სალომე ზურაბიშვილი - ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მას სურს, იყოს დარწმუნებული, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნი

გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი

უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში საარტილერიო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმა უკრაინის მხრიდან კვირას ღამით განხორციელდა და რამდენიმე შენობა და ავტომობილი დაზიანდა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე თავად ბელგოროდი, მეორე კი კრასნაია იარუგას დასახლება გახდა.   ავტორი - სალომე თორაძე

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - ვლადიმერ პუტინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართული საჩვენებელი შეხვედრის მიზანი ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის მოხსნა იყო

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განზრახული ჰქონდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე” კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. „16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” გაერთიანებულ შტაბს ეწვია. პუტინი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვი
×
×
  • შექმენი...