უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია.
„თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინ
პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მათი საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში „ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე“ ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ჩართულია უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაში, შეიმუშავა საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა.
კერძოდ, მათ აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებზეც თანამგზავრულ რუკაზე მითითებულია მიმართულება და შეტევაზე უშვებენ ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, „ვაგნერის“ მეთაურები კი, თავშესაფრებში სხედან და დრონების მეშ
2022 წლის პირველ 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა. თუკი გასული წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან 929 095 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს ეს რიცხვი 73,1 პროცენტით - 1 607 840,4 ათას დოლარამდე გაიზარდა.
იმპორტის მაჩვენებლის მიხედვით ეს იყო ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა პირველ ადგილზე თურქეთია - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2 143 188,4 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 33,3 პროცენტით აღემატება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს.
„რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი.
ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. სწორ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინელმა სამხედროებმა 30 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული კამიკაძე თვითმფრინავების თავდა
უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში საარტილერიო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმა უკრაინის მხრიდან კვირას ღამით განხორციელდა და რამდენიმე შენობა და ავტომობილი დაზიანდა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე თავად ბელგოროდი, მეორე კი კრასნაია იარუგას დასახლება გახდა.
ავტორი - სალომე თორაძე
უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის პოზიციას აკრიტიკებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე „ცუდი მშვიდობა“ იქნება პუტინის გამარჯვება, ასევე წარმატების რეცეპტი ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში.
„ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალი
ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.
რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
„დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემ
მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი ღვთის სიტყვას დაუღალავად ქადაგებდა და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლ
კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს.
"მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიე
ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.
„ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ის გლობალურია. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა.
მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ომი მალე დასრულდება.
„რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი ა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას, გასული ღამის განმ
უკრაინა ამ ზამთარსავე აპირებს სპეციალური სამშვიდობო სამიტის მოწვევას. ამის შესახებ 18 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ამზადებენ „სამიტს მშვიდობისთვის“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, რომელმაც შესაძლოა, განიცადოს ისეთივე აგრესია და ტერორი, როგორიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე.
ზელენსკის თანახმად, უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა - ათი მკაფიო პუნქტი, რაც შექმნის უსაფრთხოების ახალ, გლობალურ
36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს.
ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული
გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.
“მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება.
"სითბოს მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ სითბოს პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას.
პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის.
როგორც უწყება რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „შემოქმედებითი ბრიგადის“ შემადგენლობაში საოპერო მომღერლები, მსახიობები და ცირკის შემსრულებლები იქნებიან.
„2022 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი "ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.
როგორც მედია აღნშნავს, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძლაბეის უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან.
რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან.
„ამ ტიპის ომი მხოლოდ ერთ გამარჯვებულს მოიცავს. რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“. რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან და გადაიხადოს გადასახადები...
ეს არის მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაბრუნების ერ
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს.
ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს".
გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს.
IPN
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტი
რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე ჯერ კიდევ 600 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინულ მედიას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განუცხადა.
"კიევის ოლქი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ფეხზე წამოდგომას აგრძელებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის კიევის ოლქის მომხმარებლების მხოლოდ ნახევარს მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად, 50% ახლა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, ბოლო ო
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბავშვების დიდი პროცენტი დეპორტირებულია. ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პირველი პირის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ მათი შვილების რუსეთში „რეკრეა