გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდა
ნათია მეზვრიშვილი: "ხო, ასევე, საინტერესოა ის ხალხი რატომ არ ითხოვს ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას (ან თუნდაც ელემენტარულ გამოძიებას), ვინც ხორავას საქმეზე ითხოვდა. ა ალბათ ხელისუფლების მხრიდან ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობის მასშტაბს ვერ ხედავენ ან იქნებ ხედავენ და თავადაც ხეირობენ უკანონო ფულით"
იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/9381579718548732
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოდის ინიციატივით, რომ „მეორე მსოფლიო ომში“ ნაციზმზე გამარჯვების დღე უკრაინაში 8 მაისს აღინიშნოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავდროულად, მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ.
„ჩვენ ვუბრუნებთ ჩვენს სახელმწიფოს პატიოსან ისტორიას იდეოლოგიური გავლენის გარეშე. სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ნაცისტებზე გამარჯვების სიდიადეს. არ დავუშვებთ ანტიჰიტლერულ კოალიციის ერების ერთო
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წე
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია.
„1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შ
"
ოპოზიციონერი დეპუტატი რომ გქვია, ქვეყნის მომავალი რომ სასწორზე დევს, პარლამენტში ოლიგარქის ,,ოცნება" არაკონსტიტუციურად, ხელის გადაგრეხვის პრინციპით რომ საგამოძიებო კომისიებს არ გაქმნევინებს და ამ დროს, ფარულად ისევ ,,ოცნება"-ს ურიგდები დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატისთვის დამატებით სამი არამოსამართლე წევრით გამდიდრებაზე, ნაცვლად შენსავე დასაცავად, გამზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერისა, რა უნდა გიწოდოს ამ შემთხვევაში ხალხმა?!
P.S. არადა უკვირთ ხო
რუსეთის დუმამ „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები საზღვარგარეთის პასპორტებს პოლიციის მიგრაციის დეპარტამენტს გადასცემენ.
ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაგზავნილმა მოქალაქეებმა პასპორტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა ჩააბარონ.
კანონი გავრცელდება
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავჯდომარემ, აჰმედ იენერმა არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 75,42 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც ხმათა 53,41 პროცენტი აქვს, მის კონკურენტ ქემალ კილიჩდაროღლუს კი 46,65 პროცენტი.
თურქეთში საპრეზიდენტოი არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. მასში 14 მაისს გამართულ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, თურქეთის „ყოვლისმომცველი განვითარება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში და
ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე ამბობს, რომ მარტის აქციებისას გადაღებული მისი ცნობილი ფოტო არ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსში – „მე ვხედავ ევროპას“.
ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძის ცნობილ ფოტოზე ჩანს, რომ მოქალაქეებს აქციაზე ევროკავშირის დროშა წყლის ჭავლის წინ აქვთ აღმართული. ფოტო არაერთმა საერთაშორისო მედიამ გამოაქვეყნა. თუმცა, საქართველოს სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის ფოტოკონკურსზე ვერ მოხვდა.
როგორც ფოტოგრაფი ზურაბ ცე
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.
ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი სამხედრო ჰაკან ფიდანი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელ ანდრეი იუსოვის განცხადებით, კახოვსკას ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს.
მისივე ცნობით, რუსების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაადგილებისა და აღჭურვილობის შესახებ ფაქტები არსებობს, რომელთა შესწავლაც უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვსკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე და
ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ჯერი ევროკავშირზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება და პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს.
„გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე „ქა
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს.
„თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმ
„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.
„პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმებ
მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
შალვა კერესელიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იფიქრონ.
”სანამ
კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ოთხი თვით ადრე, დღეს, შესასრულებელი 12 რეკომენდაციების სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მოვისმინეთ სულ მცირე 12 ტყუილი. ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ამით ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებით საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი.
„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწ
“დღეს, გვაქვს ისტორიული გამოწვევა, ჩვენი გუნდის წინაშე, რაც ემსახურება ნაც-ქოცური ალიანსის დასრულებას, იმ ერთგვარი ეპოქის, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება.
თუ საქართველოს პოლიტიკური ველი უნდა გაჯანსაღდეს, ეს პირველ რიგში უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებლად გაძლიერებით და არა მათი ხელოვნური გაერთიანებებით.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართვეოსთვის" თბილისის საკრებულო წევრი
362899073_723892426213184_7979997701686548622_n.mp4
ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა (პოლიტიკოსებმა თუ უფლებადამცველებმა) ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს, თითქოს „აშეიმინგებს“ რომ ხმა ამოიღონ, სისტემას დაუპირისპირდნენ, ამხილონ დ ა.შ. ვინც მოხელეებისგან მუდმივად ითხოვს „გმირობას“ და როცა ნამდვილი გმირი გამოჩნდება - არა ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენიათ - მოხელის ეთიკის დამრღვევი და საჯარო სამსახურში პოლიტიკით დაკავებული, არამედ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, აპოლიტიკური - ამ მორალის მკითხველებიდან ერთი ადამიანი არ ჩანს, ვინც ასეთ მოხ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.
პუბლიკა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.
ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ.
„საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ამასთან, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლაში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე მოსაგვარებელია ბუფეტების პრობლემა, რასაც 2-3 წელი დასჭირდება.
ამის შემდეგ, მინისტრის თქმით, შეიძლება ბავშვთა კვების მოდელის შერჩევა.
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რასაც ახლა ახორციელებს.
„როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში გვარდება, შემდეგ ეტაპობრივად იქნება ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა“, — თქვა მან და დ
“სინამდვილეში, საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - პირველი, რა თქმა უნდა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ეს ხალხმა ძალიან ბევრჯერ, ძალიან მკაფიოდ დაანახა მსოფლიოს. დიახ, ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა ქართველი ხალხის ბრძოლა გაითვალისწინეს. ასევე უდიდესი წვლილი აქვთ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მრავალი წელია შრომობენ საქართველოს მიახლოებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ წარმოვადგენ ი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან თავი რესპირაციული ვირუსებისგან და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვირუსის პროფილაქტიკისთვის სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება, სამედიცინო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება.
ამასთან, სპეციალისტის განმარტებით, თუ