Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - კახოვსკას ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელ ანდრეი იუსოვის განცხადებით, კახოვსკას ჰესის დისტანციურად ასაფეთქებლად რუსმა ოკუპანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა ხერსონის ოლქში გადაიტანეს.

მისივე ცნობით, რუსების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაადგილებისა და აღჭურვილობის შესახებ ფაქტები არსებობს, რომელთა შესწავლაც უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვსკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს.

ხერსონის რეგიონალურ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით, 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 742 ადამიანი.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...