Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.102.699

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს მთავრობა უკრაინაში გასაგზავნად გენერატორებს შეისყიდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობამ გენერატორების უმოკლეს ვადაში შესყიდვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაავალა. არც პრესსამსახური და არც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებენ, რამდენი გენერატორი გაიგზავნება უკრაინაში საქართველოდან. "ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში არასოდეს ა

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანაში პოლიტიკური, ელიტური კორუფცია ყვავის, ოცნება ამის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს და თავს იწონებს კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელზე აპელირებაც არარელევანტურია და სადაც ბოლო 10 წელია თითქმის არაფერი შეცვლილა

ღარიბაშვილის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით თავისი მოწონება რეიტინგებზე დაყრდნობით სხვა არაფერია, თუ არა იმ საზოგადოების მორიგი დაცივნა და მოტყუების მცდელობა, რომელიც რეიტინგებში ვერ ერკვევა და არც უნდა ერკვეოდეს იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოლოდინია, რომ ხელისუფლება კეთილსინდისიერია და არა ჩამოყალიბებული მატყუარა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მისი თქმით, ოცნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე საუ

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ელჩების დანიშვნის შესახებ სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია პროცესზე - ბუნდოვანება, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელმა შექმნა, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებაში "ელჩების კონფერ

NDI - ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს - მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აღელვებთ და ყოველი მე-5 მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა - 73% საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს. ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სი

ოლაფ შოლცი - პუტინის სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია, რომელსაც იყენებს უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად, მაგრამ არაფერი ამართლებს ამ ომს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. ”ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს”, - აღნიშნა შოლცმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, როდესაც ომში ისეთი ქვეყნების ჩარევა, როგორიც არის გერმანია, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლას შეადარა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია:

ზელენსკიმ უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომელი დაითხოვა, „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება. ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათობით თანამდებობის პირი და დაიწყო გამოძიება, როგორც არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. 11 თებერვალს ზელენსკიმ რუსლან ძიუბა გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან, განაცხადა მისმა ოფისმა ისე, რო

გაერო - სირიის მთავრობა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა

სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მისაწოდებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა. „ძალიან მალე ჩვენ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა:  ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა

შალვა პაპუაშვილი - აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა სააკაშვილს, იფარებენ კეზერაშვილს, ადეიშვილს, ვერ ვხვდები, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია

ჩემთვის აუხსნელია, რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს, ასევე აუხსნელია, დღემდე რატომ იფარებენ ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყნები დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს ქვეყნები არ უწყობენ ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას და აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება რომელ ევროპულ ღირებულებაში წერია. „იცით, რ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - 5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში

5 ივლისის ძალადობის გამო არცერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშში წერია. “ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ბანაკი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს”, - წერია ანგარიშში

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა

ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენ

ბრიტანეთის მთავრობა - ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტისას ახალი ფინანსური დახმარების შესახებ განაცხადებს

მოლდოვასა და საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი მათ კარზე არსებული საფრთხის წინააღმდეგ ახალი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი საქართველოში წარადგენს ახა

ლევან იოსელიანის განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტური ა

ბექა ლილუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე - მთავარი ამოცანაა, შეფასდეს 12 რეკომნდაციის შესრულების პროცესი

პარტია ,,საქართველოსთვის’’ პარლამენტის წევრებმა ბექა ლილუაშვილმა და მიხეილ დაუშვილმა შეხვედრა გაიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, რომელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეფასდეს 12 რეკომნდაციის შესრულების პროცესი.  "მთავარი გზავნილები შეხვედრიდან: 1. პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ყველა ოპო. პარტიამ და არ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი პროცესს, მიუხედავად იმისა, რამდენად მაღალია ალბათობა მათი კრიტიკულლი შეფასებების გათვალიწინების - ჩვენ ვხედავ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან. უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. დაიბომბა სუმის ოლქი 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შსს-ში თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. „განცხადება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწ

სასამართლომ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის კონტექსტი, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება - ყოფილი მოსამართლე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა. მისი განმარტებით, პირველმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. ყოფილი მოსამართლის შეფასებით, განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. „მოსამართლე ვალდებულია, საქმის

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა – იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალ

ბექა ლილუაშვილი - ცესკო - სთან დაკავშირებით ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში

ცესკო - სთან დაკავშირებით ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო არჩევნების ბედი გადაწყდება ბატონი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება, ხოლო ასარჩევად სრული შემადგენლ

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის. „Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკე

„ქალ კოორდინატორებთან შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს" - კვლევა მათ გამოწვევებზე

„არჩევნებში კოორდინატორი ქალები სხვადასხვა ტიპის რისკისა და გამოწვევების წინაშე დგანან”, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში”, რომელიც ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარმა“ და ორგანიზაცია ISFED-მა მოამზადა. ჯამში, კვლევაში მონაწილეობა 31-მა კოორდინატორმა ქალმა მიიღო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებიდან. კვლევაში ვკითხულობთ, რომ კოორდინატორი ქალების კვლევები ირღვევა ყველგან: როგორც პარტიის შიგნით, ასევე – გარეთ, რაც კოორდინატორების მიმართ

საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა

საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა. ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩამოვა. სამუშაო შეხვედრებს კი ხვალ გამართავს. ხავიერ კოლომინას სამუშაო ვიზიტი საქართველოში ერთ დღეს გაგრძელდება. ამის შემდეგ ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან. იპნ

რუსეთის ყველა მოსაზღვრე ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინისა და რუსეთის სხვა მეზობლების, მათ შორის, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს და ითრევს განუკითხაობაში, რასაც სხვადასხვა გზით ვხედავთ ბელარუსსა და საქართველოში. „ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა: – რატომ NATO? პასუხი კი ძალიან მარტივია: – როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არი

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს. მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან”. ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. „ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სი
×
×
  • შექმენი...