Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.679

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა - მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან. ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და

რუსეთის ხელისუფლებაც ამტკიცებდა, რომ „აგენტების კანონი" მიღებულია აშშ-ის მსგავსად - IDFI

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. ხალხის ძალის) მიერ „უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში. ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია

კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობნ, რომ უკრაინის დედაქალაქში შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკა

გაერო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს

ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლი

კობახიძის თქმით, აშშ-ს სავიზო პოლიტიკა ქართველებს მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება. ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამ

იენს სტოლტენბერგი - კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს

უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, „კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს“. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება გლობალურია და არა რეგიონალური და თავდაცვა არჩევითი არ არის. იენს სტოლტენბერგმა მედეგობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არც ისე დიდი ხნის

რიში სუნაკი - დროა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გავაორმაგოთ

ახლა არის დრო, რომ დასავლეთმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააორმაგოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებას ქმნის, მაგრამ რუსულ ძალებს ყოველდღე კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ. „ცვლილების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რათა მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე ომის მოსაგებ

კამალა ჰარისი - რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას. „ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდი

იენს სტოლტენბერგი - უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ჩვენ ყველაზე დიდი გაკვეთილით ვისწავლეთ, რომ ასეთ ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ სწრაფად და ახლავე

უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ და

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა

ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა. „ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი სომხეთში 100-კაციან მისიას აგზავნის

ევროკავშირი, მომავალ კვირას, სომხეთში 100-კაციან მისიას გაგზავნის, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირი სომხეთის ერთგული პარტნიორია. მომავალ კვირას ევროკავშირი 100-კაციან მისიას გაგზავნის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“. IPN

უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა რუსების მიერ ნასროლი ოთხი ფრთოსანი რაკეტიდან ორი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინი

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის გამო სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე. ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე. „5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუ

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს. როგორც საქართველო

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება, თვეები არ უნდა სჭირდებოდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას

ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ გამოსვლისას განაცხადა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამერიკულ მხარესთან ერთად, ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყეს პოტენციურ სანქციებზე მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მისივე თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ აღნ

ქალაქი თურქეთში, სტიქიის ზონაში, სადაც არცერთი შენობა არ დანგრეულა - რა გახდა ამის მიზეზი და ვინ არის ერზინის მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. მა­შინ, როცა სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად მი­წას­თან გა­ას­წო­რა თურ­ქე­თის ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცია, ამა­ვე პრო­ვინ­ცი­ა­ში არის ერთი ქა­ლა­ქი, ერ­ზი­ნი, სა­დაც ერთი შე­ნო­ბაც კი არ დან­გრე­უ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 7.7 და 7.6 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ორ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი მი­წისძვრის ძალა ამ ქა­ლაქ­შიც

ბულგარეთში სატვირთო მანქანაში 18 ადამიანის გვამი ნახეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი. ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება. რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ომში, ბოლო 24 საათში, 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 142 270-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 303 ტანკს, 6 533 ჯავშანმანქანას, 2 326 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 298 საბრძოლო თვითმფრინავს და 287 ვერტმფრენს, 5 196 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2

ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას განიხილავს

პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, ვარშავა კოალიციას შეუერთდება. როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო „მიგ 29“-ის ან „სუ“-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკ

რუსები აფხაზებისგან „გარდაცვლილი პენსიონერების“ სქემით მოპარული ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა პროტოკოლი, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას REGNUM ავრცელებს. ამ ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიებისა და საპენსიო დანამატებისთვის ფედერაციის თანხის ხარჯვაზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იზრდება. კერძოდ, საქმე ეხება რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს, რომელიც გარდაცვლილი პ

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგია გაითიშა, ხმელნიცკის ოლქში კი აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალუ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, ამით პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთვის გზა თავისუფალია”

უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე WELT-თან ინტერვიუში განაცხადა. პოსტორიუსმა მემარცხენეების მოთხოვნა გააკრიტიკა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყდეს. „მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებები შეწყდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, საკმაოდ გულუბრყვილოა და გარანტირებული იქნება, რომ პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთ

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას

ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ის, რომ ნიდერლანდები ემხრობა, ეს თვითმფრინავები [უკრაინას] გადაეცეს - დიახ. მაგრამ მეტს ამაზე არ ვისაუბრებდი, ვინაიდან ეს პროდუქტიული შედეგის მიღწევაში შეიძლება არ დაგვეხმაროს, რადგან აქ [მოლაპარაკებებში] ბევრი მონაწილეა”, - აღნიშნა რუტემ. ამავდროულად, ნიდერლანდ

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ენათმეცნიერ გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შენობა ავარიულია, თუმცა პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. გოგოლაშვილის თქმით, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას წლებია, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს და ამის შესახებ სახელმწიფოს ყველა ინსტანციამ იცის. „ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ახალ შენობას ან გარემონტება
×
×
  • შექმენი...