Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.962

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეუთოს 38-მა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა

ეუთოს 38-მა სახელმწიფომ დღეს, 20 დეკემბერს ვენის მექანიზმი გაააქტიურა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: ვენის მექანიზმი საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, დადგენილი პროცედურების მეშვეობით, კითხვები დასვან ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე ვითარებასთან დაკავშირებით. ამ მექანიზმით გათვალისწინებულია: ინფორმაციის გაცვლა და პასუხის გაცემა ინფორმაციის მოთხოვნაზე სხვა მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათთვის მიწოდებულ ს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია.  მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ”, არის აღძრული. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირე

საქართველოში საფრანგეთის ელჩი - პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია, მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ

პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს. „მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ - წერს ელჩი. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „რეპორტიორები სა

„თბილისი მოლთან“ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავა

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზ

ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. “დღეს უკრაინის პრეზიდენტმა სანქციების ამოქმედების შესახებ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებიც შემუშავებული იყო უსაფრთხოებისა და თავდა

ლევან მურუსიძე - გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არასამთავრობოები და მოსამართლეები, მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემი თხოვნის შინაარსს ზუსტად ჩაწვდებიან

ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მურუსიძეს ჰკითხეს: „გუშინ განაცხადეთ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ამერიკაში მიდიან, შენობების სანახავად მიდიან და არა რეალურად, საქმისთვის. მესამე სექტორი და თავად მოსამართლ

ნინო ლომჯარია - მურუსიძე-გვრიტიშვილი დაბრუნდნენ იუსტიციის საბჭოში, რადგან პარლამენტი 5 არამოსამართლე წევრის დასანიშნად ემზადება - ეს ერთგვარი დესანტის გადასხმასავით იყო, გააძლიერეს თავდაცვის მექანიზმები და შესაძლოა გადავიდნენ თავდასხმაზე

მურუსიძე და გვრიტიშვილი დაბრუნდნენ სასწრაფო წესით იუსტიციის საბჭოში იმიტომ, რომ პარლამენტი ემზადება 5 ახალი არამოსამართლე წევრის დასანიშნად - ეს ერთგვარი „დესანტის“ გადასხმასავით იყო ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად დანიშვნის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდები

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ახალი მომენტია, ცვლილების ქარია

ახლა სწრაფი ცვლილებების დროა დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ლაიენმა აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს. „როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ჩვენ ასევე მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ახლა ახალი მომენტია, ცვლილების

ნედ პრაისი - 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს, ის არ არის სანდო პარტნიორი

2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, სომხეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამზადებს თუ არა ამერიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდს და თუ ასეა, რით განსხვავდება ის პუტინის სამშვიდობო ვერსიისგან, როგორია მათი მოლოდინები სოჭის შეხ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა ბრიტანეთშიც. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილშ

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლაშა ალადოშვილმა, დააყენა ინიციატივა "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინ ჩატარებულ სხდომაზე, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ლაშა ალადოშვილმა, დააყენა ინიციატივა  "სახალხო ბიუჯეტირების" საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების პირდაპირ ჩართულობას ბიუჯეტირების პროცესში.   "სახალხო ბიუჯეტირების" საშუალებით , მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვასა და შედგენის პროცესში, ასევე განახორციელონ კონკრეტული ინიციატივები და საჭიროებები.   აღნიშნული საკითხი პარტია "ს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენს შეხვდებიან

ვაშინგტონში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა გაიმართება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა განაცხადა. „ამერიკული მხარის ინიციატივით 7 ნოემბერს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება“, - წერს უნანიანი ს

ვოლოდიმირ ზელენსკი - სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მეორე ცდით ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. ტელევიზიის ხელმძღვანელის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა 5-დან ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ირინე ფუტკარაძემ. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე. მაუწყებლის დი

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს. როგორც „ყაზინფორმი“ იუწყება ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება. „ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქ

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ტერორისტული თავდასხმის მცდელობის აღკვეთისთვის

ისრაელის საელჩო საქართველოში ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მათი მოქალაქის დაცვისთვის, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. "ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს" -

CNN – „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ

„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ.

კიევიდან ხერსონში ომის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა - ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული

კიევიდან ხერსონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი მატარებელი ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მატარებელი დედაქალაქიდან 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 22:14 საათზე გავიდა. ვაგონებში 200 მგზავრი იმყოფებოდა. ხერსონში მატარებელი უკრაინელი მხატვრების მიერ, პროექტის „მატარებლები გამარჯვებისკენ“ ფარგლებში, მოხატული ვაგონებით ჩავიდა. პროექტი „უკრზალიზნიცისა“ და UNITED 24-ის ერთობლივი მონაწილეობით განხორციელდა. ვაგონებს „უკრზალიზნიცის“ ობიექტებზე კაპიტალურ

"ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის" ირანში ცნობილი ფეხბურთელი დააკავეს

ირანში ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ვურია ღაფური დააკავეს. მას ბრალად "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა" ედება. ღაფური ღიად უჭერს მხარს ირანის დემოკრატიზაციას, ქალთა უფლებების დაცვას და იზიარებს იმ მომიტინგეების მოთხოვნებს, რომლებიც სექტემბრიდან მართავენ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. ღაფური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ირანელი სპორტსმენია. ვურია ღაფური ეკუთვნის ქურთულ უმცირესობას, რომელსაც ირანში ავიწროებენ. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის ირანის დემოკრატიზაცი

ნინო ლომჯარია - ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ამ საქმეში, ვიდრე აქამდე

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება ამ საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. „ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო

GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა

ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მიზეზი კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, GMP სერტიფიკატს ფლობს 2 საწარმო. ერთ კომპანიაში მიმდინარეობს GMP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, ერთ კომპანია

უკრაინის გენშტაბი - გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში. რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც.   ავტორი - სალომე

კობიაშვილი მესამედ აირჩიეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად - არჩევნებში სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც სხვა კანდიდატი არ მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, დღეს ჩატარდა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში.“ ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა. ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. 2016 წლიდან ის საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. რადიო თავი

პრეზიდენტი - ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა - ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.   სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეილახა ქვეყნის რეპუ

ანა ბუჩუკური - როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ამის მორალური უფლება ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს

როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც ბუჩუკური განმარტავს, როცა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ ნორმებს ევროპას ადარებენ, „ჯერ პოლიტიკოსები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს“. „მედიასთან დაკავშირებით, ბატონი თავმჯდომარის პასუხი კი
×
×
  • შექმენი...