რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, მოლდოვასა და საქართველოში „დესტაბილიზაციის მცდელობებში“ ჩართულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენ უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა, გამართლებული იყოს ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვის დაწყება“, - ციტირებს გამოცემა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას.
Politico
[ლევან მურუსიძის] რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო სისტემაში ჩარევის მტკიცებულებები აქვს.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, ოთხი მოსამართლე, რომელსაც აშშ-მა სანქც
პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.
როგორც პარტიის წევრებმა აღნიშნეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოიტანა გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო და ამის დასაცავად ქვეყანას ისევ უწევს ბრძოლა.
რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი BBC-ის საგამოძიებო სტატიას, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე სახელისუფლებო მედია და სხვა პირები დიდხანს ისაუბრებენ, რაც აქტუალური თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა და სვამს შეკითხვას:
ხაბეიშვილის თქმით, ე.წ. ქოლცენტრებს თავად ებრძოდა, მისამართლებზე მიდიოდა და სამართალდამცველებს საქმის კურსში აყენებდა. ხაბეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან დაასახელა კონკრ
უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.
პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის ს
კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის.
მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს.
„კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ეხმაურება.
ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს მიმართავს და სვამს კითხვას, რამდენად მართებულია მათთვის ისეთ პარტიასთან ალიანსი, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად მართავს კამპანიას.
„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფში „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“ (S&D) შემავალი პ
ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.
„ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებ
ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი თქმით, ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი მარტვილში გამოვლინდა.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ძაღლების 70%-ის აცრაა საჭირო ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად. ასეთ დროს წყდება ცოფის გადაცემა ძაღლებში და საბოლოოდ - ადამიანში. ასამოქმედებ
უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრინციპული დამოკიდებულება ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ გადაიხედება.
„საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ ამ ქვეყნიდან უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველაფერი ერთმანეთს
ბახმუტის მიმართულებით შეიმჩნევა მტრის აქტივობის დინამიკის დაქვეითება, ხოლო „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტიდან დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, „ლატენტურ კაპიტულაციას“ ნიშნავს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„პრიგოჟინის ეს განცხადებები, მისი ჯგუფის ლატენტური კაპიტულაციაა", - აღნიშნა ჩერევატიმ.
მისივე თქმით, პრიგოჟინი ცდილობს გადაარჩინოს „ვაგნერის“ ნარჩენები, რადგან ესმის,
„ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი, იურისტი საბა ბრაჭველი, რომელიც 2 მაისს პარლამენტთან დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღწერს, რატომ მივიდა 2 მაისს აქციაზე და როგორ დააკავეს ის.
ბრაჭველის თქმით, ის პარლამენტთან მას შემდეგ მივიდა, რაც სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, როგორ დააკავეს ადამიანი ხელში დაჭერილი ფურცლის გამო. მისი, როგორც იურისტის შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა.
„მე გავედი რუსთაველზე და დავიკავე თაბახის ფურცელი იმა
ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.
"გამოქვეყნდა ვენეციის კო
ბოლო მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევის მიერ კონტროლირებად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციაში განუცხადეს. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.
ჯამში, ხერსონის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დატბორილია სამ ათასზე მეტი სახლი.
თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ტელ
დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, ნაც. მოძრაობის დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ახალისებს და საზოგადოებაში დაპირისპირებას აღვივებს.
"სისტემა, რომლის განსაკუთრებული "სისათუთე" წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის დროს იგრძნობოდა ხოლმე.
- დი
“ჯამში რუსეთზე დამოკიდებულება ორჯერ გაიზარდა. პრაქტიკულად ჩვენი მთელი ეკონომიკა და ჩვენი მომავალი მივაბით რუსეთს, რუსეთს რომელიც არის უპასუხისმგებლო, არასტაბილური და ტერორისტი სახელმწიფო.”
პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე
354224559_1414552019343258_4216216122898213888_n.mp4
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის" გადაცემა - ,,ნოდარ მელაძის შაბათი"-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლექსმანმა აღნიშნა, საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა.
„ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს დავეხმაროთ გახდეს ევროკავშირის წევრი და გახ
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი.
იპნ
“ჩვენი გუნდი გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს!
ჩვენი გუნდის კარი ნებისმიერი იმ ადამიანისთვის არის ღია, ვისთვისაც მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილს მძევლად დარჩეს; ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული.”
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
360161239_595943986058268_396957498612923875_n.mp4
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“
“გუშინდელი მოვლენები მკაფიოდ და ცალსახად აჩვენებდა ევროკავშირის განწყობებს საქართველოსთან მიმართებით და მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ევროპა დგას ჩვენი ქვეყნის გვერდით, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი არ დატოვებენ ქართველ ხალხს მარტო.
მთავარი რაც ამ შეხვედრიდან გავიგეთ, არის ის, რომ ევროკავშირი ელოდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სურვილს და ძალისხმევას.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
376834475_1004096240630079_86023
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება.
რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან უფასოდ ჩაიტარებენ.
გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
„წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეო