პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის თქმით, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერენ, ვიდრე ქარტიის ინიციატორებთან კონსულტაციებს არ გაივლიან.
როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
“რეფორმების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, რეფორმები გასატარებელია. შეიძლება, კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გვქონდეს, მა
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, კლინიკაში რემონტი მიმდინარეობს, რათა კლინიკამ რეგულაციები დააკმაყოფილოს. სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებს სრული დატვირთვით“,- აღნიშნავს ექიმი, ნინო ოთარიშვილი.
ამასთან,
"ბიძინა ივანიშვილმა, თავის განცხადებით, ომის კონტექსტიდან გაიყვანა საერთოდ რუსეთი, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ამ დიალექტიკაში არ არის და ახალი დამნაშავე შემოგვთავაზა ომის კონტექსტში - დასავლეთი, ევროპა, ამერიკა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო მათი პროვოკაციის შედეგი. მეორე, რაც გააკეთა, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რაღაც აღიარებით თუ ბოდიშით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს, ამაზე გამოდის 5 ლარიანი ექსპერტებით. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ დასავ
[სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%.
შედეგად:
„ქართულ ოცნებას” მიღებული აქვს ხმების 54.2%;
კოალიცია ცვლილებისთის – 10.822 %
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 10.105%;
ძლიერი საქართველო – 8.758%;
გახარია საქართველოსთვის – 7.753%
პატრიოტთა ალიანსი – 2.45%;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.728%
პუბლიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხე
"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმ ხალხზე, ვის დასჯასაც ცდილობს "ოცნების" რეჟიმი - მინდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო და მათი ბრძოლა არ არის ფუჭი."
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7232904170166709
პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.
“უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების
საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ე
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებული 34 პირი მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა.
„ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინ
„ქართული ოცნება“ ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან იმ აგრესორების ღერძისკენ მიათრევს, რომელთა მიზანი დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.
კომისია მიიჩნევს, რომ ხალხის მასიური წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს.
„ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ირანის პრეზიდენტის პეზეშკიანის ინაუგურაციას დაესწრო, მანამდე კი „ქა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.
ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმად, სამთავრობო შენობებზე ამერიკის დროშები 30 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს რას ნიშნავს პრევენციული დაკავება. ამ და სხვა რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა:
გთავაზობთ ქუროდავანიძის განმარტებას:
პრევენციული დაკავებაა, როდესაც პირს არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, მაინც აკავებენ, იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა.
პრევენციული დაკავება ნებადართული ხდება იმ პირთან მიმართებით, რომესაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი სამართა
ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელ
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
იპნ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა.
თავად მსჯავრდებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ. მოსამართლემ იქ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - გან
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია.
მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს.
პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო.
„ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით დ
ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძ
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან
რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თებერვლის შემდეგ ელოდნენ თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის სრუტეში გავლის ნებართვას, რათა შავ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.
წყნარი ოკეანის ფლოტის სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილი დიდი გემი „ადმირალი ტრიბუცი“ გემების მოძრაობაზე დამკვირვებლებმა კვირას, 6 ნოემბერს, შენიშნეს სინგაპურში. ისინი თავიანთი ბაზირების ადგილზე, ვლადივოსტოკში მიემართებოდნენ.
როგორც შავი ზღვის სტრა
მნიშვნელოვანია ალიანსის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩ
დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვისაც დახმარება სჭირდება, ის სამედიცინო დახმარების გარეშე არ რჩება.
"კორონავირუსის შემთხვევები ძალიან შემცირებულია. თვეში სულ 200-300 შემთხვევაა. რაც მთავარია, გარდაცვალ
თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს და ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება.
ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
„ბახმუტთან, ბოლო დღეებში, მტრის ალყაში მოექცნ
საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება ექნებათ, დამრღვევისგან მოითხოვონ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. შესაბამისი ცვლილებები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა მოამზადა.
კანონპროექტის გათვალისწინებით, დამრღვევს უფლება ექნება, უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის მოთხოვ