Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.179
  • comments
    0
  • views
    735.878

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია. ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი. ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი. 1tv

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებს

რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ახორციელებს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაში. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე. „ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხე

თურქეთის საელჩო - მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ

ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული. „მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი

თურქეთში საქართველოს ელჩი - ჩვენი მოქალაქეები, რომლებზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაკარგულები, პრაქტიკულად ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ნაპოვნია. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე. „როგორც ამ წუთისთვის ცხადდება, 1700-ზე მეტია გარდაცვლილი, დაზიანებული უ

თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად მიიჩნეოდნენ, უმრავლესობა უკვე იპოვეს, ისინი კონტაქტზე გამოვიდნენ

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაკარგული საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან უმრავლესობა უკვე იპოვეს და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზი გამართულად მუშაობს. „ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ფიქსირდება. დაკარგული 10-მდე მოქალაქიდან ნახევარზე მეტი უვკე ვიპოვეთ, გამოვიდნენ კონტაქტზე. ვაგრძელებთ ძიებას. ცხელი ხაზი წარმატებით მუშაობს. სწო

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია

საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. საელჩოს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალ

თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები. დღეს თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 1650-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

ცესკო - 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი კანადიდან პოლონეთში ჩავიდა

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, Leopard 2-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას გადასცა, პოლონეთში ჩავიდა. „პირველი კანადური Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა“, - წერს თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“. მისი თქმით, კანადა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით მოამზადებს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში მიწისძვრას მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა. მისივე თქმით, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების 9 000-მდე თანამშრომელია ჩართული. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. თურქეთის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრი დედაქალაქ ანკარაშია და მას ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ხელმძღვანელობს. ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს დილით მომხდარი მ

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა. IPN

მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდა ძლიერ მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად. „ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს. შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტი

საგარეო უწყება - თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოსა და საკონსულოში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „არანაირი შეტყობინება არ შესულა არც ანკარაში საქართველოს საელჩოში და არც სტამბულში გენერალურ საკონსულოში. თავის მხრივ, საკონსულოც და საელჩოც თურქეთის შესაბამის უწყებებთან მუდმივ კავშირზე არიან“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ანა ბუჩუკური - ვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის კი შემოვიღოთ განსხვავებული პირობები

ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილი გვაქვს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსი მიგრანტებისთვის, ეთნიკურად ქართველებისთვის განსხვავებული პირობებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბუჩუკურის განმარტებით, რუსი მიგრანტებისთვის სავიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ 30 დღის განმავლობაში მათ შეეძლებათ საქართველოში, როგორც ტურისტები, უვიზოდ იყვნენ, რითაც საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ეკონომი

გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა

ჩვენს დრო­ში სოფ­ლი­დან ქა­ლაქ­ში წა­სუ­ლი ბევ­რი მი­ნა­ხავს, ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში დაბრუნე­ბუ­ლი - ცო­ტა. “ში­ნის” გუ­რუ­ლი მას­პინ­ძე­ლი, და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. და­კას (ა­სე ეძა­ხი­ან და­რე­ჯანს ში­ნა­უ­რუ­ლად) სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­სე­ბუ­რია, მი­სი დი­ზა­ი­ნით და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი. შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გ

ბიძინა კულუმბეგოვი - საქართველოში, ალბათ, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება - სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს

ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება. სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 300 ჰოსპიტალიზებული პაციენტი ცოტა არ არის. „კორონავირუსის ახალი ქვეშტამი

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასებმა მკვეთრად დაიკლო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ამ დროისთვის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 80 დოლარს შეადგენს, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 73.5 დოლარს. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასების კლება პარასკევს, 3 თებერვალს დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 4.7%-ით დაიწია, 4.9%-ით გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულებაც. კლების მიზეზი აშშ-ში შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნებას უკავშირდება. ანგარიში აჩვენებს, რომ შრომით ბაზარზე

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 237-მდე გაიზარდა

სირიაში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 237 ადამიანი დაიღუპა და 639 დაშავდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზებულია ყველა მისი ქვედანაყოფი, ფორმირება და დაწესებულება, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება და სასწრაფო დახმარება გაუწიონ მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, მოძებნონ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანები და უმკურნალონ დაშავებულებ

არსებული ინფორმაციით, გორში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 65 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლების თქმით, მამაკაცი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა. ახლობლები მომხდარის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. IPN

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულე
×
×
  • შექმენი...