Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.343

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოთარ ბერძენიშვილი - ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე - არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ

ამ საჯარო განცხადებით, მსურს გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, - ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებ

ხვიჩა კვარაცხელია - მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს - დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა!

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პო

საელჩო: ინციდენტში დაფიქსირებული პირები აბუ-დაბიში გამოკითხვაზე იმყოფებიან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში. იქამდე, პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიჩემ ფეისბუკზე დაწერა, რომ როგორც მას უ

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, - ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.   იპნ

დონალდ ტრამპი აშშ-ის საგარეო დახმარებას 90 დღით აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამების განხილვა და შეფასება, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. „შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამ

ალექსეი არესტოვიჩი - ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომ

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა. ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ნოემბრისთვის - დოლარი - 2.7178 ლარი, ევრო - 2.7814 ლარი, ფუნტი - 3.2111 ლარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7178 ლარი ეღირება, ევრო – 2.7814 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2111 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7188 ლარი ღირდა, ევრო – 2.8213 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2419 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ნოემბრისთვის ამოქმედდება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა - უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ცნობით, მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსი კრიმინალების დასასჯელად. ეგორ ჩერნევის ცნობით, ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. „ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებას. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნებ

"ბოდიშს ვიხდი... კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა" - თეონა დოლენჯაშვილი, რომლის პოსტმაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, განმარტებას აკეთებს

მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი, რომლის მიერ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში დადებულმა პოსტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ბოდიშს იხდის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.     როგორც საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან საუბარში მწერალმა განმარტა, ფეხბურთელი სკოლაში დაცვის გარეშე მივიდა. "ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი

პაველ ჰერჩინსკი - ვისურვებდი, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა იყოს კონსტრუქციული, მმართველი და ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით

ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს, პროცესში იყვნენ ჩართულნი სამ

ალექსანდრე ლუკაშენკო - ყველაფერი უკრაინის ხელშია - თუ მათ არ სურთ სიკვდილი, კონფლიქტი უნდა შეწყვიტონ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას მოუწოდებს, „შეწყვიტოს კონფლიქტი“ და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი მის ხელშია. "ახლა ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ მათ არ სურთ სიკვდილი, მეტიც, დიდი რაოდენობით ადამიანების, ეს უნდა შეწყვიტონ, რადგან შემდგომში უკრაინის სრული განადგურება იქნება", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, უკრაინა შეიძლება არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს, არამედ მთლიანად განადგურდეს. ამიტომ, ის უკრაინელებს „ურჩევს“, ომი შეწყვიტონ. ლუკაშენკოს მტკიცებით,

ბექა ძამაშვილი - საქართველოს კანონმდებლობით, პირი სასჯელს უნდა იხდიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯანმრთელობის გამო სასჯელის გადავადებაზე კი გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო

როდესაც რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობაზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და სპეციალისტებმა. სააკაშვილი იმყოფება კერძო სამკურნალო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაუკვეთა შესაბამისი ექსპერტიზა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილის თქმით, ექსპერტების

ანჯეი დუდა - იმედი გვაქვს, არც თუ ისე შორეულ პერიოდში, საქართველო მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, შევა ნატო-ში, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ მისწრაფებებს

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს კარგ პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. „მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდ

კელი დეგნანი - შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ თუ თქვენი პასუხია: აკაკის სახლი, მართალი ხართ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმერეთში სტუმრობასთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს. „შეგიძლიათ, გამოიცნოთ, სად ვიმყოფებით? მინიშნებას მოგცემთ: „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ თუ თქვენი პასუხია: აკაკის სახლი, მართალი ხართ. ჩვენ იმერეთში ვართ, ულამაზეს იმერეთში ულამაზეს დღეს. ვეცნობით მეტ ინფორმაციას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. ახლა საჩხერის საჯარო სკოლაში წავალთ. ასევე, აქ არსებულ პრობლემებს გავეცნობით იმერეთში მანგანუმის მოპოვებასთან და

მიხაელ გალერი - ვერ ვიტყვით, რომ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შემთხვევაში, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს არ არის გარდამტეხი, მაგრამ იქნებოდა სიგნალი ღრმა კონფლიქტის მოგვარებისთვის

მიხეილ სააკაშვილის საკითხი წმინდად ჰუმანიტარულია, ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ორივე ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მოისმინონ საკუთარი სახალხო დამცველის ვერდიქტი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თავიდან იყოს არიდებული მდგომარეობის გართულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხეილ გალერმა განაცხადა. ევროპარლამენტარის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში გარდაიცვლება, ეს პოლიტიკური კ

შალვა კერესელიძე - ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, ხელისუფლება აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს და მათი დასუსტებით ცდილობს ერთპარტიულ მარწუხებში მოქცევას

საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სამწუხაროდ, მიმდინარე წელმაც, 2021 წლის მსგავსად, ნაცვლად კონკრეტული საქმის კეთებისა ერთმანეთთან დაპირისპირებაში განვლო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი რეკომენდაციების ჯეროვნად შესრულების მიზნით, სახელმწიფოსგან ითხოვს ყველა ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდირებასა და მაღალი ლეგიტიმაციის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ჩამ

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას, გასული ღამის განმ

ვალერი ზალუჟნი - ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ - დაძაბული ვითარება დონეცკის მიმართულებით

უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა.

"გამჭვირვალე უნდა იყოს ენჯეოებისა და მედიის შემოსავლის წყაროები" - "ხალხის ძალას" "უცხოური აგენტების" სიაზე პროექტი პარლამენტში შეაქვს

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ. გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე:

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის 5 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე დავით კეზერაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბრალდების საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მას თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კეზერაშვილს ე.წ. წვრთნების საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ედავებოდნენ. მასთან ერთად საქმეზე ბრალდებული იყო თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფ

რიში სუნაკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება

უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-შ

კელი დეგნანი - 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა - დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი - დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, 30

შალვა პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს

კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს - არც გუშინდელ და არც დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამჭვირვალობას, პირიქით, აქ არის ურთიერთგაგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „აგენტების“ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის სტიგმატიზება ხდება.
×
×
  • შექმენი...