Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.289

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შსს - პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარ

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისოს საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე - გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს

ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „102 წლის წინ, ამ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან

FBI-ის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა. ”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში. მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა. ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრ

ვაშინგტონი აფრთხილებს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება გამოიწვიოს

ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი აფრთხილებენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო კომპანიებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა ტაქტიკის შესახებ, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს რ

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე. RSF აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება. განცხადე

ლევან დავითაშვილი - საწვავზე ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს - „ევრო რეგულარის“ სამიზნე მაჩვენებელი 2 ლართან მიახლოებული უნდა იყოს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება. როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ. „ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამის

შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, მივესალმე პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი.

ნატო რუსეთთან საზღვარზე დაჯგუფების გაძლიერებას გეგმავს- Politico

უახლოეს თვეებში ნატო დამატებით ძალისხმევას მიმართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარებისა და აღჭურვილობის განსათავსებლად, - წერს Politico. გამოცემის თანახმად, ამით ალიანსი უკრაინის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შეჩერებას გეგმავს. Politico-ს ინფორმაციით, ნატოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ საზღვრებზე 300 000 ჯარისკაციანი დაჯგუფებას განთავსების იდეას აყენებენ. ლაპარაკია კოალიციური ძალებზე, რომლებიც მოკლე დროში შეძლებენ მოკავშირეთა დახმარებას.

დმიტრი მედვედი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედი დარტყმით დაემუქრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების თაობაზე გასცა ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე მედვედევმა ტელეგრამში საკუთარ არხში დაწერა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მან უწოდა „საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა“. „სავსებით შესაძლებელია წარ

სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობას - თქვენ რიგებში აღარ ისმის განსხვავებული აზრი, რადგან ეს მანდატის დატოვებას ნიშნავს - თქვენ არ გაარღვიეთ ის მოჯადოებული წრე, რომელიც ემსახურება ძალაუფლების გამყარებას

„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, - ასე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ხელისუფლება გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათ არ განახორციელეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა და საგარ

მიხეილ დაუშვილი - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება სრულად ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არავისი სხვისი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა თავის შუალედურ დასკვნაში, რომ „დეოლიგარქიზაციას“ სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ის მიდგომა, რომელიც დღევანდელ პროექტშია ასახული. მისივე თქმით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს ძირეული რეფორმაა.     "ამიტომ კიდევ ერთხელ, თუნდაც ერთობლივად, მაგრამ გავატაროთ რეალური სისტემური რეფორმები, რათა

ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მოსამართლეების დასანქცირების ფაქტზე, ახლა არ არის ემოციური რეაგირების დრო, აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გატარება

აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს კორუფციული სინდიკატის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე, დამაზიანებელი რიტორ

კელი დეგნანი - პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, რა ტიპის წესებს შემოიღებს, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია

პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის წესებს შემოიღებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია. „აშშ ასევე ძლიერი მხარდამჭერია პროფესიონალური და ეთიკური მედიის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობ

მამუკა მდინარაძე - ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს!

ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნით ოპოზიცია ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს. „ბუნებრივია, ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილება არ შევცვალეთ და სოლიდარობა ქართულ სასამართლოს! თქვენ იცით, რომ წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება

მიხეილ დაუშვილი - კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ

კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა EU-ში ბინადრობის ნებართვის მიღების ვადის შემცირებას

20 აპრილს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინსტიტუციური მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის (EU) ქვეყნებში ბინადრობისა და მუშაობის ერთჯერადი და გრძელვადიანი ნებართვების შესახებ დირექტივებზე, რომლის მიზანიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის განაცხადის პროცედურების დაჩქარებაა. სტრასბურგში კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს გეგმები ბლოკის მასშტაბით ლტოლვილებისა და მიგრანტების განაწილების შესახებ, რაც გზას უხსნის ევროპარლამენტარებს ევროკავშირის მინისტრებთან საბოლოო კანონების შ

ვიოლა ფონ კრამონი ღარიბაშვილის CPAC-ის სპიკერებში ყოფნის გამო „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ეხმაურება. ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს მიმართავს და სვამს კითხვას, რამდენად მართებულია მათთვის ისეთ პარტიასთან ალიანსი, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად მართავს კამპანიას. „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფში „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“ (S&D) შემავალი პ

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 28 აპრილის 16:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათამდე ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა უჩანეიშვილის ქ. N8-დან უჩანეიშვილის I გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. „ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს უჩანეიშვილის II გასასვლელის, მალხაზ დოლიძის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის გამოყენებ

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლესთან საზეიმო ღონისძიების სანახავად ასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მონარქიის მოწინააღმდეგე 6 აქტივისტი დააკავა, რომლებიც კორონაციის პროცესს აპროტესტებდნენ. ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ლონდონში გამართულ ცერემონია

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ბახმუტში წინსვლა და მტრის განადგურება შეგვიძლია

ბახმუტის დაცვა გრძელდება და ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წაიწიოს და რუსულ ძალებს დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. „ჩვენი ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით - ეს არის პირველი წარმატებული შეტევითი ოპერაცია ქალაქის თავდაცვაში“, - აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, ქალაქის დასაცავად ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. „ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია წინსვ

პარტია “საქართველოსთვის” რეგიონულმა მდივანმა შალვა კერესელიძემ და პოლიტ. საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები გამართეს

პარტია “საქართველოსთვის” რეგიონულმა მდივანმა შალვა კერესელიძემ და პოლიტ. საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები გამართეს.   როგორც სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წერს, რაჭის, გურიისა და აჭარის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში და მაღალმთიან დასახლებებში არსებულ პრობლემებზე, გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.   "ხ

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის გადასაზიდ შავი ზღვის პორტს არ აძლევს მუშაობის საშუალებას

უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდე

მამუკა მდინარაძე - საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრინციპული დამოკიდებულება ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ გადაიხედება. „საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ ამ ქვეყნიდან უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველაფერი ერთმანეთს

სერჰი ჩერევატი - პრიგოჟინის განცხადება „ვაგნერელების“ ბახმუტიდან გაყვანის შესახებ მათ ლატენტურ კაპიტულაციას ნიშნავს

ბახმუტის მიმართულებით შეიმჩნევა მტრის აქტივობის დინამიკის დაქვეითება, ხოლო „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება ბახმუტიდან დაქირავებული ჯარისკაცების გაყვანის შესახებ, „ლატენტურ კაპიტულაციას“ ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „პრიგოჟინის ეს განცხადებები, მისი ჯგუფის ლატენტური კაპიტულაციაა", - აღნიშნა ჩერევატიმ. მისივე თქმით, პრიგოჟინი ცდილობს გადაარჩინოს „ვაგნერის“ ნარჩენები, რადგან ესმის,

იენს სტოლტენბერგი - ვილნიუსის სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთანაა

ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთანაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა განაცხადა. “ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან სოლიდარობის და მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავგზავნით და მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთან არის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხეს შეათანხმებენ, თუ არა მოკავშირეები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების ფორმულირებას, რომელიც ბუქარესტის სამიტის განცხადებას აღემატება. მ
×
×
  • შექმენი...