Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.087.926

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე – სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერი

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი საქართველოს მოუწოდებს ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისკენ. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანამ ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რაც ევროკავშირთან შესაბამისობაში არაა. “სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი

წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა — გეოლოგი შიომღვიმეში კლდის ჩამოშლაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგის, შოთა ლობჟანიძის განცხადებით, 27 აგვისტოს შიომღვიმეში გამოფიტული მასალა ჩამოიშალა. გეოლოგმა, რომელიც დეტალების შესასწავლად ადგილზე სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა, ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლა იქ ყოფნა უსაფრთხოა, თუმცა პროცესს დაკვირვება სჭირდება. “საქმე გვაქვს გამოფიტული მასის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შედეგად დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებ

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.    

თავდასხმა ისრაელზე, დღე 4 — განახლებადი

მოკლედ: ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზასთან საზღვარზე; ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს; ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, დაშავებულია 2400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები; ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 600-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა

დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

„მოლაპარაკე მაისურები“ - თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, გამორჩეული, კრეატიული და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა ეწყობა. აღასანიშნავია, რომ სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.  ამჯერად, პედაგოგ მანანა გოცაძის ხელმძღვანელობითა და მე-5 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, პროექტი - "მოლაპარაკე მაისურები" განხორციელდა. მეხუთეკლასელებმა ბევრი

ბექა ლილუაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრემიერ მინისტრის თავმომწონე განცხადებები, უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ქვეყანა პოლიტიკური კორუფციის, ნეპოტიზმის სავანედ გადააქცია, სადაც, ხელისუფლება ქმნის ანტიკორუფციულ, "დამოუკიდებელ" სააგენტოს, კორუფციის გამოძიების უფლებამოსილების გარეშე, სადაც საკრებულოებში მერები უბრალოდ არც კი დადიან იმისთვის, რომ გააქარწყლონ კორუფციული ეჭვები, არ დ

საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინ

ხმის მიცემა დაწყებულია - კვარაცხელია სერია A-ს თვის მოთამაშის ნომინანტია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი იმ ხუთ კანდიდატს შორის მოხვდა, რომლებიც Easports-მა შეარჩია. გამოკითხვა უკვე დაწყებულია და კვარაცხელიას გარდა, ასევე დასახელებულები არიან კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“, მცველი, სამხრეთ კორეა), არმან ლორიენტე („სასუოლო“, ნახევარმცველი, საფრანგეთი), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“, ნახევარმცველი, საფრანგეთი) და დესტინ უდოგი („უდინეზე“, მცველი, იტალია). შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია აგვის

ჰერჩინსკი: ხელისუფლებას გადავეცი პოზიცია, რომელიც 27-მა ქვეყანამ შეათანხმა ბრიუსელში

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკ

რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ სასტუმროთა გაერთიანება ,,ბიჭვინთა" მოინახულა

ოკუპირებულ აფხაზეთს 9 ივნისს ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი; რეგიონთაშორის და უცხო ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი იგორ მასლოვი; ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი.

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. იპნ

მომდევნო 10 წელში უკრაინას 4,5 მლნ მუშახელი დასჭირდება – უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო

მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას დამატებით 4,5 მილიონი მუშახელის მოზიდვა მოუწევს, რათა ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენა მოახერხოს. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს. სამინისტროს განცხადებით, უკრაიანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდიდა. თუმცა ახლა 6 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო და ამიტომ სამუშაო ძალის მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 

ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, უკრაინელმა პილოტებმა, ინჟინრებმა და ტექნიკურმა პერსონალმა თვითმფრინავების ასათვისებლად წვრთნა უკვე დაიწყეს და ასევე ინგლისური ენის ცოდნას იმაღლებენ. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დანია და ნიდერლანდები ასევე დაკავებული არიან ამ საკითხით. „მომზადების ეს პერიოდი იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებ

„თვეში 22 ღამე ვმუშაობ, სულ 3-4 საათი მძინავს“ — დედის ისტორია

თბილისში, წერეთლის გამზირის ერთ-ერთ კორპუსში ნანუკა ნადირაძე და მისი 8 წლის შვილი, ბარბარე ქირაობენ ბინას. დედაქალაქის საბინაო კრიზისის ფონზე ამ 1-ოთახიანი საცხოვრებლის ნახვაც გაუჭირდათ: ნანუკა იხსენებს, რომ ქუჩა-ქუჩა დადიოდა ისეთი ბინის საპოვნელად, რომელიც მის სამსახურთან და ბარბარეს სკოლასთანაც ახლოს იქნებოდა. იმისთვის, რომ დედა-შვილმა ამ ბინაში ცხოვრება და თბილისში თავის გატანა შეძლოს, ხოლო ბაბის ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, ნანუკა თვის განმავლობაში ღამის 22 ცვლაში მუშაობს. ეს ნ

ინალ არძინბამ თანამდებობა დატოვა – აფხაზური ტელეგრამ არხი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, აფხაზურ ტელეგრამ არხ D News Abkhazia- ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არძინბას გადადგომა, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია ოფიციალურ უწყებებს. ასევე, არაოფიციალური ცნობების შესაბამისად, ინალ არძინბა მოსკოვში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებში სამუშაოდ ბრუნდება. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან არძინ

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ისევ ცვლის

„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის.  საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა. კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისუ

ოზურგეთელი “ფრედი მერკური“, რომელმაც ქუჩა და ინტერნეტსივრცე “აადუღა”

„დილა მშვიდობისა, საქართველოს!“ ეთერში ქუჩის მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი შესრულებით ქუჩა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო. “დილა მშვიდობისა საქართველომ” ექსპერიმენტი ჩაატარა და ნახა, როგორი ემოციებით შეხვდნენ  ღია სივრცეში ქუჩის მუსიკოს  დავით ვაშაყმაძეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ ვოკალისტს, ფრედი მერკურს ადარებენ. gurianews.com  

მედიის ცნობით, კიევში ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს

კიევში საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა ირანული წარმოების 11 „კამიკაძე დრონი“ ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ორი ადმინისტრაციული შენობა და ერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის ამსახველ ფოტომასალასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე კი, საჰაერო განგაშის სიგნალი უკრაინის სამ ოლქში, მათ შორის კიევის, ჟიტომირსა და ვინიცაში გამოცხადდა.     ავტორი - სალომე თორაძე

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.

რა ფაქტებს მალავს რიკოთის უღელტეხილზე გზებისა და გვირაბების მშენებელი კომპანია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის ერთი უბნის ბინადართა გასაჭირს საქართველოს სხვა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები ვერასდროს გავიგებდით, რომ არა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია. ორიოდე კვირის წინ, ფუთელმა თამთა პერანიძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა სატელეფონო მიმოწერის ანაბეჭდი, რომლიდანაც და პუბლიკაციის ქვეშ გაკეთებული კომენტარებიდანაც ირკვეოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე გზების და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობისას, კლდეების და ნიადაგის სიღრმეებში გახშირებულ

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალი 30 საათით შეუწყდება

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზრირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებია. კომპანიის განცხადებით,, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 15 ივნისს დიდუბის რაიონში ქსელზე ბოლო გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, რის რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო 15 ივნისს 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამ

უკრიანული მედია - ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი. უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა. „ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ც
×
×
  • შექმენი...