Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.199

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა. „თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმა

ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო

ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტსა და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას. ipn

რეალური მიზეზი, თუ რატომ იყო ამოთხრილი ბაობაბები 2 წელი კენიაში გაჩერებული

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია 8 ბაობაბის გახმობაში ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი “ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების” გამო პროვოცირებული სამართლებრივი პროცესების შედეგად კენიაში ხეებს ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ, რამაც მოგვიანებით ისინი გაახმო. სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები კენიაში მართლაც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად ამის მიზეზი არა ივანიშვილის ქართველი ოპო

„შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აშშ-დან ვიზიტით ჩამოსულ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო არჩევნები, რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება. „მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსდამი აშშ-ის ურყევ მხარდამჭერას“, – წერს ზურაბიშვილი. 9 აგვისტოს, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ე

ლანდსბერგისი: „ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მოსახლეობის წინააღმდეგ.

პელეს ლეგენდარულობა ერთ იშვიათ ფოტოზე #1TVSPORT

პელეს კარიერა – დიადი მოვლენების წყებაა, მაგრამ არის ერთი ფოტო, რომელიც იდეალურად იჭერს „ფეხბურთის მეფის“ ლეგენდარულობას. „დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან მივდივართ პელეს საყურებლად“, – წერია მექსიკის ქალაქ გვადალახარას ძველი თეატრის აფიშაზე. ეს ფოტო მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის დღეს არის გადაღებული. ბრაზილიამ მაშინ მსოფლიო პირველობა მოიგო. პელემ ეს მესამედ გააკეთა და დღემდე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში სამი ტიტულით. ფინალში ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა იტალია. პელემ

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელი დანეილ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარიზის გრანდ სლემზე გასული წლის შედეგი გაიმეორა. პარიზში კიდევ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს. IPN

წმინდა სინოდი მორიგ სხდომას 14 თებერვალს გამართავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მ

სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს. „თემებს, რომლებსაც ეხება [პეკინის სამშვიდობო] გეგმა, რა თქმა უნდა, აუცილებლად შეეხებიან უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლის დროს“, - აღნიშნა პესკოვმა. სი ძინპინი რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდე

გაერო - ღაზაში იძულებით გადაადგილებულია 123 000-ზე მეტი პალესტინელი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, - ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს. შეგახსენებთ, ისრაელმა "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. ღაზას სექტორში დაახლოე

კონტრაბანდული სიგარეტის საქმეზე აგარის პოლიციის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა. როგორც რადიო „მოზაიკა“ იუწყება, საუბარია იოსებ გელაშვილზე, რომელიც აგარის პოლიციის უფროსია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულს დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვას ედავებიან. უწყების ცნობით, მისი საცხოვრე

პრეზიდენტი დიპლომატებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა შეხვედრებს მართავს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. იპნ

რუსეთმა ზაპოროჟიეში საბავშო კაფე დაბომბა

რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. „მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. ჭურვის ტიპი ჯერ დადგენილი არ არ

ანა ბუჩუკური - არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი

არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“. ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან. რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც. „ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ

ენტონი ბლინკენი 19 თებერვალს თურქეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს 19 თებერვალს ეწვევა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბლინკენი ჯერ ინჯირლიკის საჰაერო ბაზას ეწვევა, სადაც პირადად იხილავს თურქეთისთვის გაწეული ამერიკული დახმარების შედეგს, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსა და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს შეხვდება. დიპლომატები სტიქიისგან დაზარალებული ქვეყნისთვის შემდგომი დახმარების გაწევასა და ორი ქვეყნის პარტნიორობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

„ეს კანონი უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს“ — „იმედის“ ჟურნალისტი რუსა შელია

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს. „არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია. საქართველოს პარლამ

შვედეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას

შვედეთის პარლამენტმა, რიქსდაგმა, ოთხშაბათს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ნატოში ქვეყნის გაწევრიანების უფლებას იძლევა. დოკუმენტს ხმა მისცა 269 დეპუტატმა - როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციონერმა სოციალ-დემოკრატებმა და მემარჯვენე პოპულისტებმა პარტიიდან „შვედი დემოკრატები“. წინააღმდეგ ხმები მისცა 37-მა დეპუტატმა ორი ოპოზიციური მემარცხენე პარტიიდან. კენჭისყრის შედეგი მოსალოდნელი იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კო

"პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტის მიმართვა

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი ვებგ­ვერდ www.ongo.ge -ზე გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ვებგ­ვერ­დის მფლო­ბელს, ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს მი­მარ­თავს. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თქვენს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ვებგ­ვერ­დზე 2023 წლის 27 მარტს, 16 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე გან­თავ­სდა სტა­ტია შემ­დე­გი სა­თა­უ­რით: "კე­ზე­რაშ­ვი­ლი პა­ლიტ­რა მე­დი­ას აფი­ნან­სებს“. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს და არ არის და­ფუძ­

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - თუმცა კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე. 22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს მის მიერ უკვე გამოთქმულ

შსს წუხანდელ აქციაზე 7 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გვითხრეს რამდენი მათგანი რჩება ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში. განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იგულისხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე არავინ გათა

ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსი “Москва Резорт” აშენდება

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის “მოსკვა რეზორტისთვის” გამოყოფილი ტერიტორია მოინახულა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 2026 წელს უნდა გაიხსნას, ოფიციალური ინფორმაციით, 31 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ინვესტიციით აშენდება. მასში 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი აპარტამენტები იქნება გათვალისწინებული. სასტუმრო კომპლექსმა, ასევე ორი კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლებ

პროტესტი ბათუმში: ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი პოლიციის ძალით გამოიყვანეს

ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ. 31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა

Imagine Dragons-ის კონცერტის გამო თბილისის ავტობუსების ნაწილი 02:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში 31 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება. netgazeti
×
×
  • შექმენი...