Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.960

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ივანიშვილმა ძალადობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებად აქცია - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მასზე განხორციელებულ თავდასხმას წინასწარ ორგანიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის დაკვეთით, ჩასაფრებულმა ხალხმა შეასრულა. გახარია აცხადებს, რომ “ეს იყო ერთი კაცის ახირება, რომ სხვებზე შიში გადაეტანა“, თუმცა, მისთვის საინტერესო არაა შემსრულებლები, მისთვის მთავარია დამკვეთი. “ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც რეპრესიული ძალადობის გარდა სხვა არგუმენტები არ დარჩა“ - ამბობს გახარია გადაცემა “რეაქციაში“ და გამოცემა “ბათუმელები

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 3 500-ზე მეტი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მ

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდა ძლიერ მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად. „ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის

ბოლო ერთი წელში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297, ხოლო უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის – 3 297 და უკრაინის – 78 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს. BM.GE-ის ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს,

ბოლო ერთ კვირაში უკრაინაში 7 120 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა. მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა. „გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ო

ბოლო 7 წელში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა - მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321-ჯერ, აქედან „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამო - 36 319

ბოლო 7 წელში სავალდებულო სამხედრო სამსახური მღვდელმსახურების ან სასულიერო სემინარიაში სწავლის საფუძველზე 55 321 შემთხვევაში გადავადდა, საიდანაც ყველაზე ბევრი, 36 319 გადავადება „გირჩი - ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის გამოა. „ინტერპრესნიუსისთვის“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 2016-2022 წლებში, სავალდებულო სამხედრო სამსახური 774 103 შემთხვევაში გადავადდა, ხოლო 24 717 ადამიანი გაწვევისგან გათავისუფლ

ბოლო 3 თვეში საწვავის ფასმა 40-80 თეთრით მოიმატა

საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო. გალფი მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაი

ბოლო 24 საათში უკრაინაში მეორე ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდის ცნობით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. „ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ჩვენი მებრძოლი, ალექსანდრე მარტიაშვილი შეეწირა", - წერს უკრაინაში ქართველთა დიასპორის „ფეისბუკის" გვერდი. მარტიაშვილი ბოლო 24 საათში მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. 21 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, ქართველი მებრძოლის მიშა

ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა

ბოლნისში კაცმა ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. არსებული ინფორმაციით დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და ახლა კლინიკაშია მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთ

ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაღუპულის ოჯახის წევრები „ტელეკომპანია“ პირველთან მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს. მათი თქმით, კაცი შეზღდუგული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. ოჯახის წევრები ასევე საუბრობენ დაზიანებებზე, რომელიც ცხედარს აღენიშნებოდა. მათი

ბოლნისის სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კაცს 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“, – აცხადებს პროკურატურა. ძაღლის ცემის ფაქტზე კაცი 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ცემის ამსახველი ვიდეო სოცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაკარგული 9 წლის ბავშვი, რომელსაც მეორე დღეა ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, არასრულწლოვანი გუშინ დილის 11:00 საათიდან გაუჩინარდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. იპნ

ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა, აცხადებს, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწია, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული

ბოლნისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც, უცნობი პირი თავს დაესხა და სახე სამართებლით დაუზიანა, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ეპიტაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მას სამედიცინო დახმარება გაეწია, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული. „მეგობრებო, კარგად ვარ. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს. გამოძიება დაწყებულია. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების ს

ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება

მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. ყოველწლიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ეწყობოდა. როგორც

ბოიკოტის გამო გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტში დამოუკიდებლად წარდგება

„მწერალთა სახლისადმი“ გამოხატული ბოიკოტის გამო ქართველი გამომცემლების ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებლად წარსდგებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გამომცემელი გვანცა ჯობავა დღეს, 1 ოქტომბერს ავრცელებს. ჯობავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მწერალთა სახლისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, მათვე აზრით, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგა

ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ფაქტი 4 სექტემბერს მოხდა. მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ დრომდე უცნობია. თუმცა ფაქტზე ადგილობრივებს და ახლობლებს ორი ვერსია აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქმარს შესაძლოა, იარაღი გაუვარდა, ნაწილი კი ფიქრობს,რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. პოლიციამ 27 წლის შმაგი ხუნა

ბოგდან აურესკუ - რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას

საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არამხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აზროვნებით და ამოცანის მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში განაცხადა. ბოგდან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა, საქ

ბოგდან აურესკუ - კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე. აურესკუმ ყურადღებ

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა. თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით,

ბლინკენმა პეკინში აშშ-ის ცაზე ჩინური სადაზვერვო ბურთის გამოჩენის გამო ვიზიტი გადადო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლ

ბლინკენმა FIFA გააკრიტიკა მუქარისთვის, რომ ფეხბურთელები დაისჯებიან LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურებისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ნოემბერს გააკრიტიკა FIFA მუქარისთვის, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუკი ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ. თავის კატარელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა: „ყოველთვის შემაშფოთებელია,.. როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით.“ ორშაბათს არცერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხ

ბლინკენის მოადგილე აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა. საქართველოსა და სომხეთში ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ. საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური

ბლინკენი ნეთანიაჰუს: ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონის მხარდაჭერას უდასტურებს. თელ-ავივში ჩასულმა ბლინკენმა ნეთანიაჰუს უთხრა: „ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ“. მისი თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ ყოველთვის მის გვერდით იქნება. თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრ

ბლინკენი აგვისტოს ომზე: გვახსოვს [ომში] მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, აგვისტოს ომის 16 წლის თავზე განცხადებას ავრცელებს. „დღეს 16 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. გვახსოვს ომში მოკლულები და იძულებით გადაადგილებული პირები. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. აშშ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქცამია ბლინკენის განცხადებაში. publika  

ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება

ბლაგვი საგნით მიყენებული 39 დაზიანება და ასფიქსია, რომელიც გაგუდვამ გამოიწვია. დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე თავდაყირა დგება. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ გარდაცვლილი არასრულწლოვანის სხეულზე 39 სხვადასხვა სახის დაზიანება აღწერა. როგორც ირკვევა, 12 წლის მოზარდს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი მოგუდეს. ოჯახი და ადვოკატები ახლა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ხელმეორედ ჩატარებას, გამოძიებისგან კი და
×
×
  • შექმენი...