Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.962

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, - განაცხადა ლულამ. ბრაზილიის სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ჩამოვარდნისას თვითმფრინა

ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო – საფრანგეთის ელჩი ზურაბიშვილს აქებს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსს ბრიუსელში ვიზიტს ეხმიანება და აქებს. „ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის“, – დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის ელჩმა.   30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. აღნიშნული განცხადების შემ

ბჟანიამ “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტი წარადგინა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“.  ინფორმაცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.   კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციის შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე-ფაქტო

ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტს ტოვებს, ოპოზიცია იშლება – ახალი შეთანხმება სოხუმში

აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, ოპოზიციის მხარდამჭერები კი დატოვებენ დაკავებულ სამთავრობო შენობებს. ამავე შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადებას სახალხო კრება, ანუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი განიხილავს. პრეზიდენტის მოვალეობის შემ

ბოტსვანაში არჩევნები წააგო პარტიამ, რომელიც 58 წელი იყო ხელისუფლებაში

ბოტსვანაში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეული არის ხელისუფლებაში, იტყობინება „როიტერსი“. მოქმედმა პრეზიდენტმა [გარეკანის ფოტოზე] უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ ხვალიდან ხელისუფლების გადაცემას დაიწყებს, მისი პარტია კი ერთგული ოპოზიცია გახდება და ახალ პრეზიდენტს, თუ დასჭირდება, ყველანაირ რჩევას მისცემს. არჩევნებში გამარჯვება კოალიციის წევრმა, დუმა ბოკომ მოიპოვა. მმართველი ძალის დამარცხებას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან.

ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით „ტყის ეკოსისტემები“ უერთდება

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე - „ტყის ეკოსისტემები". აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw იპნ

ბოტანიკურ ბაღში შემოდგომის ყვავილების გამოფენა გაიმართება - "ახალი დღის" სტუმრები: ეთერ გოგიტაშვილი, სოფო მეტრეველი, ნათია ჯიჯიაშვილი (ვიდეო)

"ახალი დღე", სტუმრები:     ეთერ გოგიტაშვილი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ქრიზანთემების კოლექციის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი   სოფო მეტრეველი - ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  ნათია ჯიჯიაშვილი - ბოტანიკური ბაღის ტროპიკული ორანჟერიის ლაბორანტი ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართე

ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხრიდან სალარო დროებით დაკეტილია

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის ზედმიწევნით შესწავლა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ცენტრალური შემოსასვლელიდან, ბოტანიკურის ქუჩიდან შეეძლება

ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაცით, გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. კანონპროექტი გუშინ, 28 მაისს გაიწვიეს. ამის შესახებ დეპუტატებს ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა აცნობა. ვიცე-პრემიერს არ განუმარტავს მიზეზი. კანონპროექტი მიზნად ისახავდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას. კანონპროექტის განხილვას მოჰყვა კრიტიკა ევროკავშ

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს. მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა. პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს. ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნ

ბორჯომში მშენებლობიდან 35 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში 35 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა სიმაღლიდან ჩამოვარდნას. შემთხვევა 3 სექტემბერს მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება, გარდაცვლილი შპს „ბესთ ბილდ გრუპში“ იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო

ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

მეორე დღეა ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო, გუშინ, 6 აგვისტოს წყალი აიმღვრა, რის გამოც მიწოდება შეაჩერეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის წყალი უკვე გაშვებულია ქსელში და დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება მთელი ქალაქის მასშტაბით. კომპანიის განცხადებით, შეფერხების განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნების საშუალებით მიეწოდებოდა. ნეტგაზეთი

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა

უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან. ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა,

ბორის ჯონსონი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი "მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ". „ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთისთვის, რომელიც აღმოჩნდება კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში“, - აღნიშნა ჯონსონმა.  

ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ჯონსონის ახლო მოკავშირე ჯეიმს დადრიჯი ჯონსონს ღიად უჭერს მხარს. ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი რომ გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა

ბორის ჯონსონი - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი უკან დაიხევს, მოვხსნით შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში - დავასრულებთ საბედისწერო გაურკვევლობას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება.   აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში. „როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში,

ბორის ჯონსონი - ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია - საკუთარ თავს განვიხილავ კანდიდატად

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოხატა. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა. “ნატო-ს სათავეში ჩადგომა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - თქვა ჯონსონმა. მან გაიხსენა, რომ იტალიი

ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა. „

ბორელი: ჩემი შეთავაზებაა, €100 მლნ-იანი დახმარება მთავრობის ნაცვლად გადაეცეს სამოქალაქო სექტორს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს ბრიუსელში დაგეგმილ სხდომას გაუძღვება, საქართველოზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მისი შეთავაზებაა, საქართველოს მთავრობას მხარდაჭერის ნაწილი გაუყინონ და მათ ნაცვლად, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაამისამართონ. დღეს, 18 ნოემბერს ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.   პუბლიკა

ბორელი: მმართველი პარტიის განცხადებები, ქმედებები, დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია

„მმართველი პარტიის განცხადებები და დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნები განიხილეს.

ბორელი: თუ საქართველოს მთავრობამ ასე გააგრძელა, ევროკავშირის კარი დაიხურება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა. მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოშ

ბორელი: აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის თქმით, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლეს

ბორელი პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს ჰომოფობიური კანონი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი კანონის მიღებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიწვიოს ის. პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდ

ბორელი და ვარჰეი: კანონის მიღება უარყოფითად აისახება EU-ის გზაზე, გაიწვიეთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარ,ჰეი რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ისინი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და გააგრძელოს მუშაობა 9 ნაბიჯში გაწერილ რეფორმებზე. დიდი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უმრავლესო
×
×
  • შექმენი...