Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.448

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კარლ ბილდტი - საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს - ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება

ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება. მაგრამ საუკეთესოს იმედი გვქონდეს“

გიორგი გახარია - ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა - ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს

ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. „მინდა გითხრა

„ნოემბერში შევაფასებთ სიტუაციას“ – შარლ მიშელი არჩევნებზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო. „ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები. უწესრიგ

ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია

ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალურ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს - ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია (ვიდეო)

სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია, რიმელიც შემდგომში გადადის პრემიერი კობახიძის ხელში. ჩვენ ვერ შეგვიტყუებთ ამ თამაშში. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1753293375430808

პეტრას აუსტრევიჩუსი - „ქართულმა ოცნებამ“ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო - ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები

მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, გააუქმოს ქვეყნის ევროინტეგრაციის არჩევანი, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, პოლიტიკის ამ ფუნდამენტურ ცვლილებას საქართველო რუსეთთან სიახლოვესა და დიდ გაურკვევლობამდე მიჰყავს. „ევროკავშირმა უნდა გააუქმოს უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები“, - წერს ევროპარლამენტარი.  

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი - ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია - დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ც

სენატორები რიში და შაჰინი - დროა, აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ - ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება

აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ. „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომე

პაველ ჰერჩინსკი - ნება მომეცით, ხმამაღლა ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით - 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავში

სასამართლომ აქციების გამო დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო მსჯელობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი. სასამართლო ამ 11 ბრალდებულის საქმეს ერთ წარმოებად განი

ქეთევან ჯაჭვაძე – რა ვიცით მოსამართლეზე, რომელმაც 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 მომიტინგე. ამ სტატიაში გთავაზობთ ცნობებს მოსამართლის შესახებ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ქეთევან ჯაჭვაძე 1975 წელს თბილისშია დაბადებული. მას სკოლაც თბილისში (#10) აქვს დამთავრებული, თუმცა, ოფიციალური ბიოგრაფიით, სამართალმცოდნეობას საგარეჯოში მდებარე დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტში დაეუფლა. 2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამო

გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გორში რკინიგზის სადგურზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. TV პირველის თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დარაჯი – მას შენობაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული და ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია.   იპნ

დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. როგორც ცნობილია, დებატების თემაა: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება". დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. ფორმულა

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა

ჟურნალისტებისა და ხელოვანების მარში მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გაემართებიან, სადაც აქციები 58-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“ - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი

ვაშინგტონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, - ინფორმაციას CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან,

მარინა ტერიშვილი: 1992 წელს ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის და ჩემი შვილი შეეწირა ამას, ახლაც არის ბრძოლა და ჩემი შვილიც არის დაკავებული

მარინა ტერიშვილი, რომლის შვილი მამუკა ტერიშვილი 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მოკლეს, მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი კი მიმდინარე აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, TV პირველთან საუბარში 33 წლის წინ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ საზოგადოება დღესაც იმავე ბრძოლაშია. „იმ უბედურ კვირა დღეს, ჩემთვის უბედურ და სისხლიან დღეს, დილით რომ ადგნენ, მიდიოდნენ, ესენი ცოტა ადრე წავიდნენ და მე ვუთხარი, დედიკო, ცოტა ფრთხილად იყავით მაინც-მეთქი, ხომ ხედავ, წინა საღამოს გა

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებელი - ჩვენი ინტერესია, სიმართლე დადგინდეს, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შადრევანი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დოკუმენტები არ გაყალბებულა

„გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლის, კობა ხარშილაძის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკში მომხდარზე სიმართლე დადგინდეს. ხარშილაძის თქმით, არანაირი დოკუმენტი არ გაყალბებულა. „ჩვენი ინტერესია, დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. გამოძიება მიმდინარეობს და იტყვის თავის სიტყვას. დოკუმენტები რა თქმა უნდა არ გაყალბებულა. ვინც ამ საქმესთან ოდნავ შემხებლობაშია, იტყვის, რომ ეს წარმოუდგენელი იყო. მინდა, სიმართლე დადგინდეს. დაახლოებით ორი თვის განმავლ

ალექსეი არესტოვიჩი - ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. ჟურნალისტ ნიკოლა ფელდმანის განცხადებაზე, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“, არესტოვიჩმა უპასუხა: „ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომ

ლევან მურუსიძე - გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არასამთავრობოები და მოსამართლეები, მე მივმართე ჩვენს პარტნიორებს, დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემი თხოვნის შინაარსს ზუსტად ჩაწვდებიან

ჩემი გუშინდელი მიმართვის ადრესატები არ ყოფილან არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვისაც მივმართე, მისთვის ყველაფერი გასაგები იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მურუსიძეს ჰკითხეს: „გუშინ განაცხადეთ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ამერიკაში მიდიან, შენობების სანახავად მიდიან და არა რეალურად, საქმისთვის. მესამე სექტორი და თავად მოსამართლ

შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება - კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ვარაუდით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული, ისევ გადაიდება. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს

პრეზიდენტი - საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, სტუდენტების, ასევე სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძის, ოთარ იოსელიანის და ბევრ სხვათა მეშვეობით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არამხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია. „მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს. არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთ

რუსეთის უშიშროების ცნობით, წლის მესამე კვარტალში რუსები ყველაზე მეტად აფხაზეთში ჩადიოდნენ

2022 წლის სამ თვეში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ. რუსული გამოცემა РБК რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლის რაოდენობა თითქმის 2.5 მილიონია. მეორე ადგილზეა თურქეთი - დაახლოებით 2.1 მილიონი. თურქეთს მოსდევენ ყაზახეთი, საქართველო და ფინეთი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაში საქართველო აფხაზეთის გარეშეა, რადგან საქართველოს ეს რეგიონ

სუს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორ

ბერდია სიჭინავა - მიუხედავად იმისა, რომ გახარია მედიაში აქტიურად არ ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ 12 რეკომენდაცია შეასრულოს და საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და დღეს მისი პირდაპირი ინტერესია, რომ როგორმე ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე გადაანაწილოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ თანმიმდევრულობით უნდა უზრუნველყოს ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება აიძულოს.
×
×
  • შექმენი...