Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.123

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

UNICEF-ის ექსპერტი - მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს - მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს

მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული. კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზა

მიშა დაუშვილი - 28 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ადამიანებს როგორ შეეხოთ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, პრობლემა არის ის, რომ "ოცნება" ორიენტირებულია პოლიტიკურ კორუფციაზე და რამდენიმე ათეული ოჯახის კეთილდღეობაზე

"ოფიციალური სტატისტიკით რეალური ეკონომიკა ქვეყანაში 28 პროცენტით გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაზე რაღაც უნდა ასახულიყო, მათი ცხოვრება უნდა გაუმჯობესებულიყო. შედეგი გვაქვს ის, რომ მათი ცხოვრება რეალურად არ გაუმჯებესებულა, 28 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ადამიანებს როგორ შეეხოთ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პრობლემა არის ის, რომ "ოცნება" ორიენტირებულია პოლიტიკურ კორუფციაზე და რამდენიმე ათეული ოჯახის კეთილდღეობაზე."  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქა

ევროკავშირის ელჩის მოადგილე - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია - რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პ

ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!

დღეს, რაც პარლამენტში ხდება, არის ის, რასაც იწვევს ეს კანონი და ის თუ ამას როგორი გადამდები ეფექტი ექნება და საზოგადოებას როგორ დააპირისპირებს, გახლეჩს ეს არის ამ კანონის მთავარი უბედურება. ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება გასაგებია პირველ რიგში ვის ინტერესში შედის- ეს არის რუსეთი!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370398211026876/

მიშა დაუშვილი - ჩვენ, რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის აბსოლუტურად არალეგიტიმური დარბევა და ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს

ჩვენ, რაც გუშინ ვნახეთ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტის აბსოლუტურად არალეგიტიმური დარბევა და ძალადობრივი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენს ევროინტეგრაციას. აქცია იყო მშვიდობიანი და ძალის გამოყენება იყო არალეგიტიმური!  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/416871494419463/

ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე დასწრებას - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპი

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში - მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, - წერს მინისტრი „ტვიტერზე“.  

ვენეციის კომისია - კანონის მიერ გამოხატვის, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში

კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში. ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრ

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა (ვიდეო)

ჩვენ ყველამ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა შეგვრცხვეს ქუჩაში გამოსვლის და შვილებისთვის თვალებში ჩახედვის. მე გისურვებთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა, რომ ხვალ არ მიიღოთ ამ უდიდეს მავნებლობაში და ღალატში მონაწილეობა.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019418553122096/

ლევან გოგიჩაიშვილი - დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი (ვიდეო)

დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი. პოლიცია გახდა პოლიტიკოსის დაცვის ობიექტი, აქამდე რომ დახვალ უკვე ნოლი ხარ. დღეს ივანიშვილს რუსის ფუნქცია აქვს აღებული, რომ ქართველი დაუპირიპიროს ქართველს და ამაში იხდის ფულს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/760037159623862/

მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ, მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. - ბატონო მარინა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი არა ერთი დასავლელი და ამერიკელი გულშემატკივრების მოწოდებებისა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონზე, „უცხო გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია. ასე რომ იქნებოდა კარგა ხანია ჩანდა. ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. არადა „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ მტკიცებას

ანა ბუჩუკური - 26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი სამყაროს ნაწილი გავხდებით - გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი, თუ იზოლირებული, რუსეთის ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო (ვიდეო)

26 ოქტომბერს არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი სამყაროს ნაწილი გავხდებით - გავხდებით დასავლური სამყაროს ნაწილი, თუ იზოლირებული, რუსეთის ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფო.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/828979042177443/

კახაბერ ქემოკლიძე - ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს, ამიტომ ყველა საქართველოს მოქალაქის ვალია არჩევნებზე მივიდეს და დიდი ცვლილების მონაწილე გახდეს (ვიდეო)

სასწორზე დღეს დევს გაცილებით მეტი, ვიდრე პოლიტიკაა. ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს, ამიტომ ყველა საქართველოს მოქალაქის ვალია არჩევნებზე მივიდეს და დიდი ცვლილების მონაწილე გახდეს.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/767177158946660/

ელგუჯა ხოკრიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში (ვიდეო)

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში.  ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=886618199650095

კარლ ბილდტი - საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს - ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება

ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება. მაგრამ საუკეთესოს იმედი გვქონდეს“

ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია

ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალურ

„ჩემი ხმა“: 29 საარჩევნო ოლქში წარვადგინეთ საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთანავე, თოლორაიამ განაცხადა, რომ სრულად იზიარებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მისი თქმით, „ჩემი

გიორგი შარაშიძე - “ოცნებამ” ქართველ ხალხს მოპარა დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი, რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები (ვიდეო)

“ოცნებამ” ქართველ ხალხს მოპარა დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი, რაც არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოიპარა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი და თუ ეს ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს აზრი აღარ ექნება. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1645830789331717

დიმიტრი ცქიტიშვილი - სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს - ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია (ვიდეო)

სიების ჩახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არავინ არ შევა და ამის 2020 წლის არჩევნების მაგალითიც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი, რომელიც არის ბევრად უფრო მტკიცე ვიდრე სია, რიმელიც შემდგომში გადადის პრემიერი კობახიძის ხელში. ჩვენ ვერ შეგვიტყუებთ ამ თამაშში. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1753293375430808

ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ. წერილში, მათ შორის საუბარია ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გ

გიორგი შარაშიძე - ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი (ვიდეო)

ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარია, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9151502004883060

რასა იუკნევიჩიენე - ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა - 12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ

ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?" , - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.   იპნ

ომბუდსმენი - შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები

შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და

მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის გამართვის შესახებ ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე - მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია

მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია, - ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“. “მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. თუ რაიმე შედეგს მიაღწია “ქართულმა ოცნებ
×
×
  • შექმენი...