Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.763

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსები ვერ პოულობდნენ სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობებს, მაგრამ ზოგიერთს უვლიან გვერდს - გვსურს, რეაგირება იყოს

აღშფოთებული ვარ სახელმწიფოებით, რომლებიც ვითომდა ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა ამ ომში ფინანსურად რუსეთის პარტნიორები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში დაინტერესებულები არიან იმით, რომ რუსეთს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება. “ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ ჰქონდეს თავდაცვითი მრეწველო

სალომე ზურაბიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა - პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა, „ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“. სალომე ზურაბიშვილის შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის თქმთ, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერ

ვალერი ზალუჟნი - ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ - დაძაბული ვითარება დონეცკის მიმართულებით

უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა.

"გამჭვირვალე უნდა იყოს ენჯეოებისა და მედიის შემოსავლის წყაროები" - "ხალხის ძალას" "უცხოური აგენტების" სიაზე პროექტი პარლამენტში შეაქვს

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი დეპუტატების ჯგუფი "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მათ დაასრულეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა და უკვე პარლამენტში შეაქვთ. გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოკლედ მიმოიხილავენ პროექტის შინაარს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, არამედ ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე:

რიში სუნაკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება

უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს. „ვეთანხმები ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება არსებულ სიტუაციაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მარტო ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ნატო-შ

შვედეთის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს

მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევ

გიორგი ბურჯანაძე უმრავლესობას - ცხოვრებაში პირველად ვამბობ, რომ ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს და არსებობას საფრთხეს უქმნის - კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბურჯანაძის განცხადებამ, სადაც მან კანონპროექტებს რუსული უწოდა. „ხალხის ძალის“ წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს მიმართა, კანონპროექტიდან დაუსახელოს ერთი წინადადება მაინც, რომელიც რ

სალომე ზურაბიშვილი - ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის არჩეულ გზას

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსა

ირაკლი კობახიძე - გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად - თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება. „უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავ

გაეროს მონაცემებით ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 8 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 734. დაშავებულებს შორის 413 ბიჭი და 295 გოგოა, ასევე 271 ბავშვი რომელთა სქესის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. დაიღუპა 3664 კაცი და 2173 ქალი. 260 ბიჭი და 203 გოგო. 31 ბავშვისა და 1900 ზრდასრულის სქესი ჯერ დაუზუსტებელია. გაერო აცხადებს, რომ რეალური ციფრები გაცილებით დიდია, ვინაიდან ზოგი ადგილიდ

იენს სტოლტენბერგი - ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული - პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად თქვა, რომ მათ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში არის ინტეგრირებული , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. ნატოს გენმდივანი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის თაობაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ამასთან სტოლტენბერგი

ტარიელ ნაკაიძე - ამ ქვეყნის სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს - გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას

ამ ქვეყნის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში, ვერავინ შემაშინებს და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რომ ეს ხმა ჩაახშოს, მე გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისთვის განსაკუთრებით მძიმეა. „ჯაფარიძემ მიკროფონი მითავაზა, რასაც მოჰყვა შემდგომი დაპირისპირება. აქ მნიშვნელოვანი ის არ არის რა მოხდა ფიზიკურად, აქ მნიშვნე

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა. რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51 - მა დეპუტატმა გაიარა. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ

ტრამპი სასამართლომ მწერალ ე. ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო

ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისთვის დამნაშავედ ცნო და 2-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს. დონალდ ტრამპმა Fox News Digital-თან ინტერვიუში 

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია – კობახიძე რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერით ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის, ასევე, პირდაპირ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ამ თემაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს საქართველოში.  კობახიძე აბსურდულს უწოდებს მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის “საჩუქარია” პრორუსული ხელისუფლებისთვის და ამბობს:  “სინამდვილეში რეალობა არის ერთი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის

Financial Times-ი: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს „დაიკარგა“ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი „დაიკარგა“ რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი, რომელიც ამ ვითარებას „შავ ვაჭრობას“ უწოდებს. ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შევიდა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატრანზიტო საქონელი. ამასთან, აღნიშნავს გამოცემა, ამ „შავი ვაჭრობის“ რეალური მოცულობა ბევრად უფრო დიდია. ევროპაში წარმოებული

იტალიის პრემიერ-მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, და ეს ევროპული მომავალია. და სხვა შესაძლო ვარიანტები აქ არ არის,” - განაცხადა მელონიმ. როგორც მან აღნიშნა, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობა

ბერდია სიჭინავა - სტრასბურგის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასების ირგვლივ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შეფასების ირგვლივ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი ერთხელ და ს

„ჯორჯიან ეარვეისმა“ 20 მაისიდან მოსკოვში ფრენის ნებართვა მიიღო - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

დღეს, 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს. სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს. 15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა. „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მით

სასამართლომ დამნაშავედ ცნო მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედებაში - PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში. მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში“,- ნათქვამი ორიგიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმეზე ორგანიზაციის იურისტები  თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე მუშაობენ. publika

უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რის გამოც „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს - შედეგად, „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა. რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა "ჩააგდეს". აღსანიშნავია, რომ მმ

ბერდია სიჭინავა - ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს

ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს, -  ბერდია სიჭინავა - პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი გადაცემაში "რეაქცია". 349021695_990981662265471_1034419452118372918_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" - შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება

საქართველოს მთავრობაქართული ოცნება / Georgian Dream შეწყვიტეთ არაადეკვატური კომენტარები მოქალაქეობის მიღების გამარტივების წესზე და „თანამემამულეების ინტერესებით“ მანიპულირება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს,  დროზე შექმნან რეალური გარანტიები, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი რუსებს არ გაუმარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ოკუპირებულ ქვეყანაში საარჩევნო სუბიექტებად არ აქცევ

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები უკრაინულ ძალებს ფრონტის სამი მიმართულებით წარუმატებლად უტევდნენ

ოკუპანტები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს. „მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგან
×
×
  • შექმენი...