Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.057
  • comments
    0
  • views
    691.107

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა. ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტ

ისრაელმა უკრაინისთვის ,,რკინის გუმბათის" გადაცემის შესაძლებლობაზე მინიშნება გააკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იერუსალიმი უკრაინისთვის თავისი ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ,,რკინის გუმბათის“  გადაცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო სწავლობს შეტევებისგან კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, მათ შორის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის საკითხს. ,,მე ნამდვილად განვიხილავ ამას,” - უთხრა მან CNN-ის კორ

ალექსეი ნავალნი ნახევარი წლით მკაცრი რეჟიმის საკანში გადაჰყავთ

რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა განაცხადა, რომ ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ საკნის ტიპის სათავსოში - უფრო მკაცრი რეჟიმის საკანში, სადაც ათავსებენ საპატიმროს წესების გამოუსწორებელ დამრღვევებს. ექვსი თვე ასეთი ტიპის საკანში მოთავსების მაქსიმუმია მამაკაცებისთვის. ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობდნენ „ასეთ შემთხვევაში დაუშვებელი ანტიბიოტიკების უზარმაზარი დოზებით“. 1 თებერვალს

რუსეთში ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის

რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“. შეზღუდული ფასებით ნ

"მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდით ჩემ მიმართ შეურაცხყოფაში"- გამყრელიძის წერილი ჯანდაცვას

"ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის", - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული. NCDC-ის ყოფილი

ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2023 წლის პირველი თებერვლიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საექსპერტო მომსახურებას განახლებული ტარიფების მიხედვით განახორციელებს. ტარიფების განახლება 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის #14 დადგენილების შესაბამისად განხორციელდა, რაც განაპირობა ბიუროში მთელი რიგი მიმართულებებით საექსპერტო სახეობების დამატებამ და არსებული საექსპერტო ტარიფების ბაზარზე კონკურენტული ფასების განსაზღვრამ. განახლებული ტარიფების ნახვა შესაძლებელია ექსპერტიზის ბიუ

საპატრიარქო - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია

თითქოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა, შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განმარტებით, დასკვნა საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შესრულებული და არავითარ პოლიტიკას არ აქვს ადგილი. „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო ორი დღე, სანამ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს გვიყრიდნენ საკენკად, ხელისუფლებამ დანაშაულის დაფარვის და სტატისტიკის გაყალბების გეგმა შემოგვაპარა

ბოლო ორი დღე, სანამ ნაცმოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს გვიყრიდნენ საკენკად, ხელისუფლებამ დანაშაულის დაფარვის და სტატისტიკის გაყალბების გეგმა შემოგვაპარა, კორუფციის წინააღმდეგ „წარმატებული ბრძოლის“ პროპაგანდისტული კამპანია აწარმოა და ხალხში პარალელური რეალობის დალექვა დაიწყო - როგორ ვითარდება ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნების" ინტერესია, ილაპარაკონ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ყ

ბაიდენი და ზელენსკი უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე ისაუბრებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ახალ თხოვნაზე. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავებს კიევი ითხოვს მას მერე, რაც გასულ კვირაში დასავლელი მოკავშირეები ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე უარს ამბობდნენ უკრაინისთვის გაეგზავნათ იარაღი, რომლის გამოყენებაც შე

აშშ უკრაინისთვის ამზადებს 2 მილიარდ დოლარამდე დახმარებას, გრძელი რადიუსის იარაღის ჩათვლით

აშშ უკრაინისთვის ამზადებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, პირველად იქნება გათვალისწინებული გრძელი რადიუსის რაკეტები, ისევე, როგორც სხვა ტიპის აღჭურვილობა. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ორმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა 31 იანვარს. გავრცელებული ცნობებით, დახმარების პაკეტი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, და მასში გათვალისწინებული იქნება მათ შორის დამატებითი აღჭურვილობა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და Javelin-ის ტიპის ტ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ გააკეთა. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცი გადასცა. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებით შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. „სეზარი“ 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში რუსეთის ელჩების დატოვებას აზრი აღარ აქვს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გაიწვიონ რუსეთის ელჩები. ამის შესახებ განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთა. „რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და, ზოგადად, ეწევა გენოციდის

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება. „ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სა

სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე ა

ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრობას ნამდვილად იმსახურებს

ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის დასრულებისთანავე იმსახურებს. არჩევნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში პაველმა BBC-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად არის,“ ომის დასრულების შემდეგ ალიანსს შეუერთდეს, მისი არმია კი ევროპაში ყველაზე გამოცდილი იქნება. ,,უკრაინის არმია, ალბათ, ყველაზე გამოცდილი არმია იქნება ევროპაში. უკრაინა იმსახურებს იყოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგ

ვიტალი კლიჩკო - ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიტალი კლიჩკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ას

ექთნებმა და სანიტრებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირ

ელცინმა უკრაინასთან ომი, ჯერ კიდევ 1992 წელს, ჯორჯ ბუშ უფროსთან საუბრისას იწინასწარმეტყველა

რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჯერ კიდევ 1992 წელს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსთან საუბრისას იწინასწარმეტყველა უკრაინასთან ომი, როდესაც თქვა, რომ ,,მათთვის უკრაინა იყო დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი.“ როგორც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების არქივის გასაიდუმლოებულ ჩანაწერებში ჩანს, უკრაინასთან რუსეთის ურთიერთობების თემა თითქმის ყველა საუბარში არის აქტუალური. ჩანაწერების მიხედვით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ელცინი უთანხმოების გადაჭრას ,,მშვიდობ

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა 2021 წელს 69%-ით გაიზარდა, წევრ სახელმწიფოებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 28%-ით

2021 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მოთხოვნა, 2020 წელთან შედარებით 69%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკომისიიის მიერ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „ინტერპრესნიუსს“, შესაბამისი ინფორმაციით დაინტერესების საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის ოფისმა მიაწოდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 2020 წელს 8 650 განაცხადი იყო

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის სურვილი 38 კანდიდატმა გამოხატა - კანდიდატთა კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მომდევნო კვირას ჩაინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონკურსო კომისიის სხდომაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან აპლიკანტების დოკუმენტაციის შესაბამისობა უკვე განიხილეს. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია აპლიკანტების მიერ

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შემუშავებულ ცვლილებებს ხვალ საზოგადოებას თავად გააცნობს. „სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 920 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო

კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება. „ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოები

ბექა ლილუაშვილი: ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში, შედეგების მიხედვით, ,,ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა

როგორც ჩანს, სააკაშვილის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს - თუ საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანა, უნდა გადაიყვანოს კიდეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია ,,საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციური სისტემის და მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი უსაფრთხოება, ამ თვალს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური წვრთნები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის № 6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. „სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგ
×
×
  • შექმენი...